ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2010


ვიტამინ “P”

ტვინის შერყევა დამემართა მცირე ელ-ჭექით
ვწევარ ფიცრულზე,
შუბლზე მადევს მომვლელის ხელი...
გაწიეთ ფარდა!
გაგიფანტოთ მინდა ეჭვები
ძველ ვალებივით დამიგროვდა თქვენთან სათქმელი.

ცრემლში ვიხრჩობი, პატიება ისე მწყურია
და საფანტივით მიმოვაპნევ სივრცეში ბგერებს,
გნატრობ დაღლამდე, შენი გული ვაკანტურია
ოლიმპიური ცეცხლივით რომ მწვავს და მახელებს.

ვისხედით მოლზე, ღრუბლებს ცხრა მთას იქით მივყავდით
მფრინავებივით დაგვებინდა მერე გონება
როცა ბავშვივით მეყრდნობოდი მხარზე ნიკაპით
და სასუნთქ გზების გადაკვეთა გვაახლოვებდა.

O manga vis, vis veritatis!, აზრს ნუ შემიცვლი
არ გეკადრება განსაცდელში მყოფის გაძარცვა,
რომ მინახულო მომაკვდავი, ჩემთვის ვერ იცლი
მხოლოდ მოკითხვას გაიმეტებ ისიც ავანსად.

ვიდრე უარი, რაინდივით მკერდში დამჭრის და
უსულო საგნებს შეუცვლიათ ვიდრე ადგილი
გაწიეთ ფარდა!
დამანახეთ ხედი ფანჯრიდან,
მიკვდება გული, კლავიშივით ამოვარდნილი.
                                                                              2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს