ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2010


სამი მეტია ორზე,მერე რა? მე მაინც ორი მირჩევნია

განედი,
გრძედი და გრინვიჩი,
არეკლილი ხმელთაშუა ზღვაში,
"მე ჩავიძირე და ახლა,
ალბათ სადმე,
კრეტასთან ახლოს ვიხრჩობი",
- თქვენ არ შეშინდეთ, ეს მხოლოდ ვარაუდია,
სინამდვილეში,
არასდროს ყოფილა ცა ცისფერი,
(არც ხუან კარლოსს უთევზავია აქ)
"ასე, ყველაფერი ასე" 
- მეგობრებო,
აი თქვენ, ვანილის ნაყინი,
ოღონდ წავალ,
თან ისე,
რომ სამი არაფრით სჯობდეს ორს!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები