ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მონ.სინიორ
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2010


ერთ მიტოვებულ ღამეს...



        ოცნება, ფერები, სითბო, ყინვა, წვიმის წვეთები, ცრემლები,
        თვალები, თბილი ტუჩები,
        ყველაფერი ერთმანეთში ირევა...
        იმსხვრევა რაღაცეები, რაღაცეები მთავრდება, მერე ისევ იწყება...
        ყველაფერი ერთმანეთში ირევა...
       
        ქრება, წყდება, მერე ისევ თბება, ლღვება...
        თბილი სიო უბერავს, სახეზე ხვდება, ხუჭავს თვალებს, ხელებს შლის, იჭერს...
        იჭერს მაგრამ ეშვება ხელი...
        ხელიდან ერთმევა,
        ეცლება.
        გონება ბნელდება...
        ცივა, ცრემლი წამწამებზე ათოვს.
        ცივა, ბნელა, სუსხიანი ქარია.
        სულ გაჰკივის, ქარი ყველაფერს ამტვრევს, ამსხვრევს...
       
        საშინელი ტკივილი,
        აუტანელი სამყარო დიდია,,, ადგილები კი - ცოტა!
        კედლები, ეკლები, გზები, ბილიკები,
        ქუჩები ნაცრისფერი, ტკივილისფერი, სისხლიანი ცრემლებისფერი.
        ქრება ფერები, მზე ქრება, ვარსკვლავები ქრება...
        ცა ტირის, გლოვობს, გულთან ერთად მოთქვამს.
        გული იკუმშება, დრო ჩერდება, სუნთქვა ჩერდება.
                  ყურთან თბილი სუნთქვა.
        მორჩა და დაიწყო.
        დამთავრდა სამყარო, დამთავრდა მუსიკა. შეწყდა ღიმილი, არ წყდება ტირილი, გაუსაძლისი, სულის მღრღნელი ტკივილი.
                  ლურჯი მინდორი, თბილი ქვიშა, ქრება ყველაფერი, სამყარო ქრება.
        იცვლება ყველაფერი...
        თვალები იხუჭება, ტუჩები იყინება,
        სული ვერ ძლებს სხეულში.
                  წყლიანი თვალები, ცრემლიანი ქუჩები. სიბნელე და მაღლა სინათლე...
                  მიდიან, ფრინავენ და სულ აქ არიან.
                  რჩებიან, იცდიან, მთავრდებიან, კივიან, მუხლებზე ვარდებიან, ტირიან, ბევრს ტირიან, სველდებიან, იყინებიან,
        ისევ წამწამებზე ეთოვება...
        ყელში უცვივდება...
        თბილი ტანი აშრობს, ტანიც ეყინება, ვეღარ აშრობს.
        ტკივილიანი ცრემლებით იღიმის, ტირის და ეჩვენება თითქოს იღიმის.
        იღრუბლება, იცვლება, იმედი იწურება,
        მთავრდება, ქრება...

        უყვარდა სევდიანი თვალები.
        უყურებდნენ, ფიქრობდნენ, ახლოს იყო, მაგრამ ძალიან შორს იყურებოდა, იმაზე მეტს ვიდრე ყურება შეიძლება,
        ოცნებობდა იმაზე მეტს, ვიდრე შეიძლება,
        თუმცა აღიარება კი არ უყვარდა, რაზე ფიქრობდა, რაზე ოცნებობდა...

        ესმოდა ხმა, მერე მთავრდებოდა, რომ ისევ დაწყებულიყო,
        იცლებოდა, რომ ისევ ავსებულიყო,
        კიოდა, რომ მერე დადუმებულიყო,
        ვერ ითმენდა, რომ მერე დაეცადა... საბოლოოდ დამთავრდა, აღარ დაიწყება!
        არასდროს აღარ დაიწყება...
        თოვლი შეიცვალა, ოცნება დადნა, ვერ გაუგო და წავიდა.
        წავიდა ტკივილით!...

                  მაგრამ ისევ შრიალებენ სადღაც ფოთლები, ხმები ისევ ისმის, ის ფიფქები ისევ ცვივა.
                  დაწვა და თან გაყინა...
                  რატომ არ მიდის? რატომ რჩება სულ?
                  ვერ იძვრის, არ დნება, არ შეუძლია.
                  ხტება... მიფრინავს, ხუჭავს თვალებს, ოცნებას იჭერს, არ უშვებს.
                  სულ აქ დარჩება...
                  ღრუბლებს ხატავს, ცას ეფერება, ვარსკვლავებს წყვეტს, აგროვებს, აწებებს.
                  ინახავს, რომ მერე გათბეს...
        ერთი, ერთი, ერთი, ერთი, ერთადერთი...
        თბება, ლღვება, დნება, ქრება,
        მერე ისევ ჩნდება, ელოდება, იცდის, დგას, ზის, წევს, ტირის, კივის, კეცავს, ინახავს.
        მერე ისევ შლის, კითხულობს...
        იჭერს, კოცნის, ტკენს, აფრენს, გიჟდება, მთავრდება, იცვლება, მიდის,
        არ იხედება...
        ტირის, სტკივა და მიდის... არ უნდა.
        უკან ბნელა, შრიალებენ ფოთლები ხის,
        ცივა, ფიფქებს ეშინიათ მზის,
        დადნება, გაქრება, მერე ისევ მოვა, წვიმა დაასველებს, წაშლის ნაკვალებს, ვეღარ მოაგნებს,
        დაიკარგება...
        აირევა ყველაფერი...
        თმებს შლის, ოცნებებს შლის, ხელებს შლის,
        ითვლის ოცნებებს, იჭერს, გულში იდებს, ინახავს ფიქრებს.

        დაუბრუნდეს, შემზარავი, გულისმკვლელი ტირილით ითხოვს...
        გმადლობ შენ ღმერთო, იმისთვის, რომ გმადლობ.
       
       







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები