ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

გვიყვირიან...

(ბექა აბუთიძეს)


გვიყვირიან, დათმეთო ამოვსილი სანგრები,
ჩვენ კი გვიჭირს, რადგანაც ჩვენითაა გავსილი.
გვიყვირიან ყოველთვის და დათმობას არ ველით,
რადგან უკან დახევა, კუროებმა არ ვიცით.
დღეს წინიდან მოდიან და ცალ ხელსაც გვართმევენ,
ხვალ ნამდვილად ვიცი, რომ მოვლენ უკანა მხრიდან.
შემართავენ ორივე მაჯას ზემოთ, და მერე
უკან უნდა მიბრუნდე, შენ გინდა თუ არ გინდა.
წინ გვიქნევენ მეწამულ ქცევას სპეციალურად,
რქები ყალყზე გვიდგება და იმათაც ეგ უნდათ.
ჩვენ კი ვცდილობთ ხმელეთზე, რომ სრული სვლით გავცუროთ,
ვართ მშვიდად და გვხედავენ გარეგნულად ველურად.
ვცდილობთ ახლოს მივიდეთ, გამოვნახოთ საერთო,
რადგან ღმერთი ჩვენშია და არ უნდა დავკარგოთ.
ისინი კი ყვირიან, ერთმანეთი ჭამეთო,
თვითონაც რომ კვდებიან, აი ეს კი არ ახსოვთ...

გვიყვირიან დათმეთო, ამოვსილი სანგრები,
მაგრამ ამას არ ვიზამთ! ის ხომ ღმერთით გავავსეთ...




                                                                                                                                              __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები