ხალხს ხშირად ერევა ერთმანეთში ფშაური წაწლობა და ხევსურული სწორფერობა და უმეტესობა წაწლობას ეძახის ამ ძველისძველ ადათს,რაც ასე არაა,წაწლობაში შედიოდა წელსზევით ალერსი,კოცნა და ასე შემდეგ,წაწლობის დროს ხშირია შემთხვევები როცა ქალ-ვაჟს შორის ფიზიკური ურთიერთობა ყოფილა. აი სულ სხვაა ხევსურული სწორფერობა,ეს არის ვაჟკაცის გამოწრთობის და მოთმინების ერთ-ერთი ხერხი,როცა მოუდიოდა ბიჭს სწორფერი მას თან მოჰქონდა სატევარი რომელსაც შუაში იდებდნენ,ბიჭს არავითარი გრძნობა არ უნდა გამოეხატა ქალის მიმართ,მხოლოდ და მხოლოდ საუბრით იფარგლებოდნენ,თუ მათ შორის ფიზიკური ურთიერთობა ხდებოდა გოგოს სოფელი ჩაქოლავდა,ბიჭს კი მოიკვეთდნენ. ხშირი ყოფილა შემთხვევა როცა სწორფერი გოგო აოჯახებდა ბიჭს,ურჩევდა ვინ უნდა მოეყვანა ცოლად,ერთი სიტყვით შუამავლობდა,ასეთ სწორფერთან ზოგი ვაჟის დედა მიდიოდა და სთხოვდა რომ მისი შვილის სწორფერი ყოფილიყო,ვაჟკაცის სწორფერობაზე და მის წმინდა ადათზე აქვს ლექსი დაწერილი ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გიორგი არაბულს. ლექსის სათაურია "ზეცას შახენეო აპარეკავ",ეს ლექსი შესანიშნავად წარმოაჩენს სწორფერობის ადათ-წესს...ლექსი ასე იწყება. ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება, ქალავ,შავ თვალს რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ. აქ უკვე ჩანს რომ ქალისგან მოდის ინიციატივა რომ ჰქონდეთ ფიზიკური ურთიერთობა,ბიჭს ანუ აპარეკას წმინდად მიაჩნია სწორფერობა და სწორფერისგან თვალის გამოპარებაც სწყინს. ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო, მამშორდ გაიგონე ნაუბარი!” ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას, მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ, ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ, ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.” ქალის აქტიურობა ნათლად სჩანს ამ სტრიქონებშიც,რაც აპარეკასაც ურევს ფიქრებს,მაგრამ მაინც უმკლავდება თავისთავში მეორე მეს,ქალის საქციელი ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს მეოთხე-მეხუთე სტროფებში. ღამე უტეხია მათ საუბარს, დილა გათენებულ ნამიანი, რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს, ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი. სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ, დილამ შუადღისკენ გაიწია, კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა, მერე ეშმაკურად ჩაიცინა. აპარეკას ცდუნების მიზნით ქალს მოაქვს არაყი,თან აქ ჩანს ისიც რომ არ ემეტება აპარეკა გასაშვებად,სწორფერობა დილაადრიან უნდა დამთავრებულიყო,რათა ვინმეს არ ენახა როგორ გამოდიოდა სწორფერის სახლიდან ვაჟი,აქ კი აპარეკას დასარჩენად ქალმა სასმელი მოიტანა,მთვრალ ვაჟს უკვე გონება ებინდება და შუადღემდე რჩება სწორფერის სახლში. ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა, ”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...” სასმელმ კაცის გონი გადაფარა, (თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...) ”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” - შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,... აი აქ უკვე მთლიანად იხსნება კვანძი,ქალი უკვე აშკარად მიმართავს კაცს,კაცსაც უკვე გონება აქვს ამღვრეული მაგრამ სისხლში გამჯდარი ადათი,ჩვეულება და წესი ახსენდება(რაც აშკარა ხაზს უსვამს აპარეკას ვაჟკაცობას და ტრადიციების პატივისცემას) და ღმერთისგან დარისხებას ითხოვს.იმისიც რცხვენია რომ ასეთი აზრი მოუვიდა თავში. ნელა გადავიდა დათვისჯვარს და ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ. ეს სტიქონები კი შესანიშნავი ფინალია,დათვისჯვრის გორაზე,სალოცავთან მიდის ცოდვებით დატვირთული კაცი,რომელსაც სწყურია ამ გორის გადასვლა და იცის თუ ეს გორა გადაიარა მერე უკვე თავისუფალია და თავისთავთანაც წმინდა,მსუბუქად გადაუყვება ბილიკს თავის სოფლისკენ.აპარეკა ამ სემთხვევაში უდანაშაულოა და მართლაც გადადის ბილიკს და სუფთა სინდისით ჩადის სოფელში. მე მიმაჩნია რომ ადამიანი რომელიც ასე სცემს პატივს თავის ადათ-წესებს ვაჟკაცია. აპარეკა ავტორის თვალთახედვით და ჩემი ვარაუდით ნამდვილი ხევსური ვაჟკაცის პროტოტიპია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. საინტერესო და კარგი ნაშრომია. ამასთანვე თემა იმდენად უცნაური და უცნობია, რომ ამ ტრადიციის თუ ქცევის (ების) წარმოშობის შესაძლო ვერსიებიც კი ურთიერთგამომრიცხავია. დიდი მადლობა ავტორს ასეთი საინტერესო თემისა და დისკუსიისათვის. 5 საინტერესო და კარგი ნაშრომია. ამასთანვე თემა იმდენად უცნაური და უცნობია, რომ ამ ტრადიციის თუ ქცევის (ების) წარმოშობის შესაძლო ვერსიებიც კი ურთიერთგამომრიცხავია. დიდი მადლობა ავტორს ასეთი საინტერესო თემისა და დისკუსიისათვის. 5
36. ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადობა ავტორს. :) ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადობა ავტორს. :)
35. წაიკითხეთ არხოტიონი ხევსური მანდილოსნის ნათელა ბალიაურის ჩანაწერები ,,სწორფერობა ხევსურეთში''. რედაქტორი ზ. კიკნაძე. რეცენზენტები თ . გამყრელიძე და ა. ჭინჭარაული. აქ წერია , რომ სწორფერობა ხევსურეთში დარჩენილია ლეკების შემოსევის შემდეგ, ლეკებს ახალგაზრდა ქალ -ვაჟი ტყვედ მიყავდათ., თავდასხმელები იყვნენ კიდევ მეზობლად მცხოვრები ღლირვები. ეს ხდებოდა მინიმუმ წელიწადში ორჯერ. ამიტომ ხევსურები ციხე- სიმაგრეებში ხიზნავდნენ ცოლ -შვილს და ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. მათ გასართობი არაფერი ქონდათ და ქალ- ვაჟი ერთმანეთს თავის ნებით ხვდებოდა. . სწორფერობის მეორე სახე ასეთი იყო. ვაჟი მუდმივი შიშიანობის გამო, მზად უნდა ყოფილიყო მტერთან საბრძოლველად. იარაღით წვებოდნენ ლოგინში, რათა ღრმად არ ჩასძინებოდათ. მათთან მიდიოდნენ ქალები გასართობდ. ეს წესები გადავიდა თანდათან სხვადასხვა ხასიათის სწორფერობაში. გირჩევთ წაიკითხოთ ეს ჩანაწერები. ეს არც თუ ისე უწყინარი ტრადიციაა. უამრავი შემთხვევები იყო თვითმკვლელობის , ოჯახის დანგრევის, რადგან გათხოვების, ან ცოლის მოყვანის მერე მაინც წაწალთან გარბოდნენ, მე პირადად ფრიად გაკვირვებული დავრჩი , როცა წავიკითხე რომ დანიშნულის მაზლთან, ან ბიძაშვილთან , ან რომელიმე ნათესავთან დააწვენდნენ ქალს და მერე ქალს ის უფრო მოეწონებოდა და საქმრო აღარ უნდოდა და რა ვიცი კიდევ ბევრი , ჩემის აზრით სიმახინჯეები აღმოვაჩინე ამ ნაწარმოებში. და საერთოდ ეს ჩვეულება წარმოიშვა ისტორიულად არანორმალური ცხოვრების პირობებში. წაიკითხეთ არხოტიონი ხევსური მანდილოსნის ნათელა ბალიაურის ჩანაწერები ,,სწორფერობა ხევსურეთში``. რედაქტორი ზ. კიკნაძე. რეცენზენტები თ . გამყრელიძე და ა. ჭინჭარაული. აქ წერია , რომ სწორფერობა ხევსურეთში დარჩენილია ლეკების შემოსევის შემდეგ, ლეკებს ახალგაზრდა ქალ -ვაჟი ტყვედ მიყავდათ., თავდასხმელები იყვნენ კიდევ მეზობლად მცხოვრები ღლირვები. ეს ხდებოდა მინიმუმ წელიწადში ორჯერ. ამიტომ ხევსურები ციხე- სიმაგრეებში ხიზნავდნენ ცოლ -შვილს და ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. მათ გასართობი არაფერი ქონდათ და ქალ- ვაჟი ერთმანეთს თავის ნებით ხვდებოდა. . სწორფერობის მეორე სახე ასეთი იყო. ვაჟი მუდმივი შიშიანობის გამო, მზად უნდა ყოფილიყო მტერთან საბრძოლველად. იარაღით წვებოდნენ ლოგინში, რათა ღრმად არ ჩასძინებოდათ. მათთან მიდიოდნენ ქალები გასართობდ. ეს წესები გადავიდა თანდათან სხვადასხვა ხასიათის სწორფერობაში. გირჩევთ წაიკითხოთ ეს ჩანაწერები. ეს არც თუ ისე უწყინარი ტრადიციაა. უამრავი შემთხვევები იყო თვითმკვლელობის , ოჯახის დანგრევის, რადგან გათხოვების, ან ცოლის მოყვანის მერე მაინც წაწალთან გარბოდნენ, მე პირადად ფრიად გაკვირვებული დავრჩი , როცა წავიკითხე რომ დანიშნულის მაზლთან, ან ბიძაშვილთან , ან რომელიმე ნათესავთან დააწვენდნენ ქალს და მერე ქალს ის უფრო მოეწონებოდა და საქმრო აღარ უნდოდა და რა ვიცი კიდევ ბევრი , ჩემის აზრით სიმახინჯეები აღმოვაჩინე ამ ნაწარმოებში. და საერთოდ ეს ჩვეულება წარმოიშვა ისტორიულად არანორმალური ცხოვრების პირობებში.
34. ამ ნაწერში განხილული ლექსის (ზეცას შახენეო აპარეკავ) მუსიკალური ვერსიის მოსმენა ვისაც გსურთ, იხ. შემდეგი ლინკი:
http://allshares.ge/download.php?id=EF43FB5543
:)
ამ ნაწერში განხილული ლექსის (ზეცას შახენეო აპარეკავ) მუსიკალური ვერსიის მოსმენა ვისაც გსურთ, იხ. შემდეგი ლინკი:
http://allshares.ge/download.php?id=EF43FB5543
:)
33. მომეწონა ძამი :) ყოველთვის გეუბნებოდი მოეშვი ლექსებს და პროზაზე გადადი თქო:)
"ვაჟკაცის სწორფერობაზე და მის წმინდა ადათზე აქვს ლექსი დაწერილი ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გიორგი არაბულს." - ეს ფრაზა მაინც ამოსაღებია. ძალიან კომუნისტურად ჟღერს, ჩე :-* მომეწონა ძამი :) ყოველთვის გეუბნებოდი მოეშვი ლექსებს და პროზაზე გადადი თქო:)
"ვაჟკაცის სწორფერობაზე და მის წმინდა ადათზე აქვს ლექსი დაწერილი ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გიორგი არაბულს." - ეს ფრაზა მაინც ამოსაღებია. ძალიან კომუნისტურად ჟღერს, ჩე :-*
32. გითხარი შენ უკვე ჩემი აზრი.
მაგრამ ამაზე აქაც უნდა ვთქვა:
"აპარეკას ცდუნების მიზნით ქალს მოაქვს არაყი,თან აქ ჩანს ისიც რომ არ ემეტება აპარეკა გასაშვებად,სწორფერობა დილაადრიან უნდა დამთავრებულიყო,რათა ვინმეს არ ენახა როგორ გამოდიოდა სწორფერის სახლიდან ვაჟი,აქ კი აპარეკას დასარჩენად ქალმა სასმელი მოიტანა,მთვრალ ვაჟს უკვე გონება ებინდება და შუადღემდე რჩება სწორფერის სახლში."
ბოთლი არყის მიტანა ტრადიციის ნაწილი იყო. თანაც სულაც არაა აუცილებელი სახლში ყოფილიყვნენ სწორფერები.
"სწორფერთა წოლა ხევსურეთში შეიძლება მკაში, მუშაში, ქორწილში და "ახალუხაში" (ლხინში). "-სერგი მაკალათია.
პ.ს ეს ლექსი მიყვარს და გარჩევაც სინტერესოა.
გითხარი შენ უკვე ჩემი აზრი.

31. საინტერესოა და ამაღელვებელი, მეტ ფიქრს და გააზრებას მოითხოვს მთის ადათ-წესები. საინტერესოა და ამაღელვებელი, მეტ ფიქრს და გააზრებას მოითხოვს მთის ადათ-წესები.
30. დაისს ეს განმარტება არაა...შენ რასაც ამბობ ვერ ხსნი,ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა... დაისს ეს განმარტება არაა...შენ რასაც ამბობ ვერ ხსნი,ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა...
29. დაისს
21 საუკუნე არც მიხსენებია მე მგონი...
21-ე საუკუნე შენ კი არ გიხსენებია, მე ვახსენე. უბრალოდ, ძალიან შეკუმშულად დავწერე ჩემი აზრი, პოზიცია, თუ გნებავთ, ვერსია. ძალიან ზოგადად, რომ ვთქვათ, წაწლობის და სწორფრობის, ე.წ. "საიდუმლო" ნაწილი უნდა იყოს წარმართული მენნტალიტეტისა და ამ კუთხით, ძალიან საინტერესო აქცენტები უკვე გაუკეთებია მ ა კ ა კ ო ლ ხ ს. წარამოსახვითი ზღვარი ძველ და ახალ აღქმას შორის, სწორედ კერპების მსხვრევიდან იწყება...დროთა განმავლობაში, ქართველი მთიელების მენტალიტეტმა ცვლილება ვერ, თუ არ განიცადა (სხავადასხვა მიზეზების გამო) და რაღაც სხვა მიმართულებით "განვითარდა". ისტორიას რომც არ გადავხედოთ და ზერელედ ვთქვათ, ადგილობრივი ფშაველი და ხევსური ქართველების ის ნაწილია, რომლებიც გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არ ქორწინდებიან გურულზე, მეგრელზე, ქართლელზე და ა.შ. არამედ ოჯახებს ქმნიან, თავიანთი კუთხის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ეს ძალიან საყურაღებოა, რადგან ეს არის მათი შენაგანი ბუნების თავისებურება. ვფიქრობ, რწმენასთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები, თუ "საიდუმლოების" ფენომენი იმდენად ღრმა იყო ამ ხალხში, რომ საუკუნეების განმავლობაში, გარემოს ცვლილებების და განვითარების მიუხედავად, მათ მენტალიტეტში, ვეღარც ძველმა დაჰყო პირველადი სახით და ვერც ახალი განვითარდა...ცხადია, უნიკალური და სიანტერესოა ყველაფერი, რაც კი რამ არსებობს ქართულთან დაკავშირებული, თუნდაც მხატვრულად ასახული, თუნდაც არამხატვრულად, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ წაწლობის და სწორფრობის ფენომენი, სწორედ იმასთან არის, არც თუ სახარბიელო კავშირში, რაც ზემოთ ვახსენე. ბ ლ ა გ ვ ი ს მიერ ხსენებული ბუდიზმი და მედიტაცია, კი წაწლობასთან რა მოსატანია, ვერ ვხვდები...თუ ჩავთვლით, რომ ფშავ-ხევსურული ფენომენი, კულტის მსახურებასთან არის კავშირში, მაშინ ძალიან უცნაურია ისიც, რომ მთაში ქალის ღვთაება არ არსებობს. თუ ამ სქესის თაყვანისცემას ისე განვიხილავთ, როგორც ეს ტრადიციული ქართული მენტალიტეტიდან და ქრისტიანული სარწმუნოებიდან აღიქმევა, (ღვთისმშობლის აღმატებულობიდან გამომდინარე), მაშინ მთიელების სწორფრობას და წაწლობას, არაფერი აქვს საერთო ქალის არც ქცევასთან და არც ფსიქიკასთან. სხვათაშორის ფშავ-ხევსური ქალების ხასიათი ისევე განსხვავებულია სხვა კუთხის ქალებისგან, როგორც მამაკაცების. მე პირადად შევხვედრივარ ადგილობრივ მთიელს, რომელსაც მიაჩნია, რომ მთა ლამაზია არა იმიტომ რომ, სამყაროს შემოქმედი ნებაა ასეთი, არამედ იმიტომ, რომ თავად გაჩნდა იქ და ცხოვრობს... დაისს
21 საუკუნე არც მიხსენებია მე მგონი...
21-ე საუკუნე შენ კი არ გიხსენებია, მე ვახსენე. უბრალოდ, ძალიან შეკუმშულად დავწერე ჩემი აზრი, პოზიცია, თუ გნებავთ, ვერსია. ძალიან ზოგადად, რომ ვთქვათ, წაწლობის და სწორფრობის, ე.წ. "საიდუმლო" ნაწილი უნდა იყოს წარმართული მენნტალიტეტისა და ამ კუთხით, ძალიან საინტერესო აქცენტები უკვე გაუკეთებია მ ა კ ა კ ო ლ ხ ს. წარამოსახვითი ზღვარი ძველ და ახალ აღქმას შორის, სწორედ კერპების მსხვრევიდან იწყება...დროთა განმავლობაში, ქართველი მთიელების მენტალიტეტმა ცვლილება ვერ, თუ არ განიცადა (სხავადასხვა მიზეზების გამო) და რაღაც სხვა მიმართულებით "განვითარდა". ისტორიას რომც არ გადავხედოთ და ზერელედ ვთქვათ, ადგილობრივი ფშაველი და ხევსური ქართველების ის ნაწილია, რომლებიც გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არ ქორწინდებიან გურულზე, მეგრელზე, ქართლელზე და ა.შ. არამედ ოჯახებს ქმნიან, თავიანთი კუთხის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ეს ძალიან საყურაღებოა, რადგან ეს არის მათი შენაგანი ბუნების თავისებურება. ვფიქრობ, რწმენასთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები, თუ "საიდუმლოების" ფენომენი იმდენად ღრმა იყო ამ ხალხში, რომ საუკუნეების განმავლობაში, გარემოს ცვლილებების და განვითარების მიუხედავად, მათ მენტალიტეტში, ვეღარც ძველმა დაჰყო პირველადი სახით და ვერც ახალი განვითარდა...ცხადია, უნიკალური და სიანტერესოა ყველაფერი, რაც კი რამ არსებობს ქართულთან დაკავშირებული, თუნდაც მხატვრულად ასახული, თუნდაც არამხატვრულად, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ წაწლობის და სწორფრობის ფენომენი, სწორედ იმასთან არის, არც თუ სახარბიელო კავშირში, რაც ზემოთ ვახსენე. ბ ლ ა გ ვ ი ს მიერ ხსენებული ბუდიზმი და მედიტაცია, კი წაწლობასთან რა მოსატანია, ვერ ვხვდები...თუ ჩავთვლით, რომ ფშავ-ხევსურული ფენომენი, კულტის მსახურებასთან არის კავშირში, მაშინ ძალიან უცნაურია ისიც, რომ მთაში ქალის ღვთაება არ არსებობს. თუ ამ სქესის თაყვანისცემას ისე განვიხილავთ, როგორც ეს ტრადიციული ქართული მენტალიტეტიდან და ქრისტიანული სარწმუნოებიდან აღიქმევა, (ღვთისმშობლის აღმატებულობიდან გამომდინარე), მაშინ მთიელების სწორფრობას და წაწლობას, არაფერი აქვს საერთო ქალის არც ქცევასთან და არც ფსიქიკასთან. სხვათაშორის ფშავ-ხევსური ქალების ხასიათი ისევე განსხვავებულია სხვა კუთხის ქალებისგან, როგორც მამაკაცების. მე პირადად შევხვედრივარ ადგილობრივ მთიელს, რომელსაც მიაჩნია, რომ მთა ლამაზია არა იმიტომ რომ, სამყაროს შემოქმედი ნებაა ასეთი, არამედ იმიტომ, რომ თავად გაჩნდა იქ და ცხოვრობს...
28. გაიხარე მაკა და ასევე ჩემთვისაც ყოველთვის საინტერესოა შენთან საუბარი... წარმატებები..
პატივისცემით ”დიადსი ბლაგვი” გაიხარე მაკა და ასევე ჩემთვისაც ყოველთვის საინტერესოა შენთან საუბარი... წარმატებები..
პატივისცემით ”დიადსი ბლაგვი”
27. ბლაგვ, კარგად დააკვირდი როგორ ვთქვი... მე ვთქვი, რომელიღაც ტომს მართლა ჰქონდა თურმე მსგავსი ტრადიცია, მაგრამ იგი წაწლობას უფრო ჰგავდა, ვიდრე სწორფრობასთქო. წაწლობას და სწორფრობას შორის კი დიდი განსხვავებაა.
რაც შეეხება მედიტაციას, კიდევ ვიმეორებ, მედიტაცია ძალით გამოწვეული ფორმაა, ანუ უფრო შთაგონება. სწორფრული სიყვარული და ურთიერთობა კი ბუნებრივი, ყოველგვარი ხელოვნურობისგან იყო შორს. მართალია იყო ისეთი შემთხვევებიც, როგორიც ლექსშია ნაჩვენები, მაგრამ ეს იყო ადამიანური მომენტი. "ყველა ბერი ვერ ცხონდებას" - მომენტი...
ქალის კულტი კი, ჩემო ბლაგვ, ყოველთვის იყო საქართველოში და ამიტომაც არ იყო უცხო ასეთი საიდუმლოების არსებობა.
სხვათაშორის, ინდოეთია მიჩნეული ქალურ ქვეყანად, ანუ ინდოეთის მთელი ფსიქოლოგია ქალურია. ამიტომაც არ ყოფილა ინდოეთი არასოდეს აგრესიული და ასევეა საქართველოც, მთელი მსოფლიო აგრესიულია, ძალადობრივია, ანუ აღმოსავლური რელიგიების გაგებით რომ მივუდგეთ საკითხს - მამაკაცური ძალაა მათში, ინდოეთი და ასევე, საქართველო კი ქალური საწყისების მატარებელია. ამდენად,სხვა ბევრი მსგავსებაც შეიძლება ამ ორი ქვეყნის კულტურაში იპოვო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სწორფრობის მაგვარს, არათუ სხვაგან, არამედ ამ ქალური ბუნების და მსოფლმხედველობის ქვეყანაშიც ვერ იპოვი.
სწორფრობა ხევსურთ წესია მეგობარო და დავანებოთ რა! იმდენად ღრმა არის იგი, რომ თავიდან, ჩემთვის - კოლხისთვისაც კი გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა იგი,. მაგრამ უფრო ღრმა შესწავლის მერე მგონი ჩავწვდი მის სიღრმეს. შენც გირჩევ შეისწავლო მისი სიღრმე და დამერწმუნე, გაოცდები. იტყვი კიდეც. ნუთუ ეს ფენომენი საქართველოში არსებობდაო.
დიადო ბლაგვ! როგორც ყოველთვის, საინტერესოა ჩემთვის შენთან საუბარი. კეთილი სურვილებით გემშვიდობები! ბლაგვ, კარგად დააკვირდი როგორ ვთქვი... მე ვთქვი, რომელიღაც ტომს მართლა ჰქონდა თურმე მსგავსი ტრადიცია, მაგრამ იგი წაწლობას უფრო ჰგავდა, ვიდრე სწორფრობასთქო. წაწლობას და სწორფრობას შორის კი დიდი განსხვავებაა.
რაც შეეხება მედიტაციას, კიდევ ვიმეორებ, მედიტაცია ძალით გამოწვეული ფორმაა, ანუ უფრო შთაგონება. სწორფრული სიყვარული და ურთიერთობა კი ბუნებრივი, ყოველგვარი ხელოვნურობისგან იყო შორს. მართალია იყო ისეთი შემთხვევებიც, როგორიც ლექსშია ნაჩვენები, მაგრამ ეს იყო ადამიანური მომენტი. "ყველა ბერი ვერ ცხონდებას" - მომენტი...
ქალის კულტი კი, ჩემო ბლაგვ, ყოველთვის იყო საქართველოში და ამიტომაც არ იყო უცხო ასეთი საიდუმლოების არსებობა.
სხვათაშორის, ინდოეთია მიჩნეული ქალურ ქვეყანად, ანუ ინდოეთის მთელი ფსიქოლოგია ქალურია. ამიტომაც არ ყოფილა ინდოეთი არასოდეს აგრესიული და ასევეა საქართველოც, მთელი მსოფლიო აგრესიულია, ძალადობრივია, ანუ აღმოსავლური რელიგიების გაგებით რომ მივუდგეთ საკითხს - მამაკაცური ძალაა მათში, ინდოეთი და ასევე, საქართველო კი ქალური საწყისების მატარებელია. ამდენად,სხვა ბევრი მსგავსებაც შეიძლება ამ ორი ქვეყნის კულტურაში იპოვო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სწორფრობის მაგვარს, არათუ სხვაგან, არამედ ამ ქალური ბუნების და მსოფლმხედველობის ქვეყანაშიც ვერ იპოვი.
სწორფრობა ხევსურთ წესია მეგობარო და დავანებოთ რა! იმდენად ღრმა არის იგი, რომ თავიდან, ჩემთვის - კოლხისთვისაც კი გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა იგი,. მაგრამ უფრო ღრმა შესწავლის მერე მგონი ჩავწვდი მის სიღრმეს. შენც გირჩევ შეისწავლო მისი სიღრმე და დამერწმუნე, გაოცდები. იტყვი კიდეც. ნუთუ ეს ფენომენი საქართველოში არსებობდაო.
დიადო ბლაგვ! როგორც ყოველთვის, საინტერესოა ჩემთვის შენთან საუბარი. კეთილი სურვილებით გემშვიდობები!
26. მაკა გამაგიჟებ შენ მე რაა...... ამბობ რომ რომელიღაც ტომს აქვს იგივე ტიპის გამოცდა და მანამდე ამბობ რომ ეს არ შეიძლება სხვა ქვეყნის კულტურას შევადაროთო....:)
ეხლა რაც შეეხება მედიტაციას . მედიტაცია სიტყვა-სიტყვით ლოცვას, თვით კონტროლს,ყურადღებას ნიშნავს. მაშასადამე არაფრით განსხვავდება ხევსურული თვით კონტროლი ბუდისტური მედიტაციის შედეგისაგან.. უბრალოდ ფორმები და ადგილ მდებარეობა არის სხვადასხვა....
მე ვერ დაგეთანხმები რომ ამ დროისათვის როცა ასეთი ტიპის გამოცდების საიდუმლოება იცოდნენ საქართველოში ქალი როგორც ღვთაება ისე აღიქმებოდა..... რათქმაუნდა აღიქმებოდა ”როგორც მეუღელე რომელიცა უნდა შეერწყოს კაცსა”. მაგრამ არა როგორც უმაღლესი სათაყვანებელი არსება... პირიქით ჩვენ ნათლად ვხედავთ ნაწარმოებშჳც რომ იგი მაცდურის სხეულით არის შემოსილი.... თუმც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს მხოლოდ სწავლებებია თვით კონტროლის შესახებ.....
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ თემას გამოეხმაურა და დიდი მადლობა ავტორს და განმხილველსაც.
პატივისცემით ”დიადსი ბლაგვი” მაკა გამაგიჟებ შენ მე რაა...... ამბობ რომ რომელიღაც ტომს აქვს იგივე ტიპის გამოცდა და მანამდე ამბობ რომ ეს არ შეიძლება სხვა ქვეყნის კულტურას შევადაროთო....:)
ეხლა რაც შეეხება მედიტაციას . მედიტაცია სიტყვა-სიტყვით ლოცვას, თვით კონტროლს,ყურადღებას ნიშნავს. მაშასადამე არაფრით განსხვავდება ხევსურული თვით კონტროლი ბუდისტური მედიტაციის შედეგისაგან.. უბრალოდ ფორმები და ადგილ მდებარეობა არის სხვადასხვა....
მე ვერ დაგეთანხმები რომ ამ დროისათვის როცა ასეთი ტიპის გამოცდების საიდუმლოება იცოდნენ საქართველოში ქალი როგორც ღვთაება ისე აღიქმებოდა..... რათქმაუნდა აღიქმებოდა ”როგორც მეუღელე რომელიცა უნდა შეერწყოს კაცსა”. მაგრამ არა როგორც უმაღლესი სათაყვანებელი არსება... პირიქით ჩვენ ნათლად ვხედავთ ნაწარმოებშჳც რომ იგი მაცდურის სხეულით არის შემოსილი.... თუმც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს მხოლოდ სწავლებებია თვით კონტროლის შესახებ.....
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ თემას გამოეხმაურა და დიდი მადლობა ავტორს და განმხილველსაც.
პატივისცემით ”დიადსი ბლაგვი”
25. ბლაგვის კომენტარმა შემომიყვანა ისევ აქ. იმდენად საინტერესო საკითხს შეეხო იგი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სურვილი გამიჩნდა ჩემი მოსაზრებაც გამეზიარებინა.
ბლაგვ, კარგია ყოველთვის ყველაფერთან პარალელების გავლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს "პარალელები" -"პერპენდიკულარები" ხდება ხოლმე (არსთა განსხვავებების გამო)...
ასეა ამ შემთხვევაშიც. შენი პარალელი ხევსურულ სწორფრობასა და იგივე ბუდისტურ თუ კრიშნაიდურ ტრადიციებს შორის ძალიან უზუსტოა, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე ბუდა მედიტირებდა იმ დროს როცა თავსმოხვეულ ქალებზე თქვა უარი. სწორფრობა კი არანაირად არ არის მედიტაციის ფორმა.
ბუდისტების, კრიშნაიდების და საერთოდ, აღმოსავლური რელიგიების თუ მიმდინარეობების ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის - მედიტაცია. მედიტაცია, რომელიც არანაირად არ არის ლოცვა, ეს უფრო შთაგონებაა, როდესაც ადამიანი შთააგონებს თავის თავს რაღაც ზეაღმატებულობას და განღმრთობას და ათასგვარი ფორმით ცდილობს თავის თავში გააღვიძოს რაღაც ძალა და მიემსგავსოს უფალს. ანუ გახდეს რაღაც არაბუნებრივის, ანუ არა-ადამიანურის მოქმედი, თუმცა ყოვლისშემძლე მაინც არ არსებობს რომ გახდეს. იმიტომ რომ ადამიანია და არა ღმერთი. ამის შეხსენება იმისთვის დამჭირდა რომ სწორად აღვიქვათ რეალური სურათი. სურათი კი ასეთია: ხევსურეთი - ეს არის დედამიწაზე ერთადერთი ადგილი, სადაც ქალი - სწორფერი, მედიტაციის ან სიამოვნების საგნად კი არა, სათაყვანო, საალერსო, დასაფიცარ, "ღვთისმშობლის დარ", ანუ მიუკარებელ არსებად ჰყავდათ წარმოდგენილი. ყველაზე საგულისხმო კი ამ ყველაფერში ის არის რომ ეს ტრადიცია წარმართობის დროიდან მომდინარეობს და ჩემის ღრმა რწმენით (იქნებ ვცდები, არ ვიცი) თითქოს წინასწარ ემზადებოდნენ ღვთისმშობლის მისაღებად. როგორც წმინდა გიორგიმდე თეთრი გიორგის კულტი არსებობდა საქართველოში და თუნდაც იმიტომ გახდა ასე ახლობელი ქართველთათვის ეს დიდი წმინდანი, თითქოს ასეთივე დატვირთვით არსებობდა სწორფრობაც. რათა ღვთისმშობლის ხატება და მისი მარადის ქალწულება ადვილი გასაგები გამხდარიყო მათთვის, ანუ ჩვენთვის, ქართველებისთვის! მართალია, მერე სწორფრები ქალწულებად არ რჩებოდნენ, მათ შეეძლოთ გათხოვება სხვაზე, მაგრამ ფაქტი იყო რომ სწორფრები- სწორედ მარიამისა და იოსების ცხოვრებას განასახირებდნენ (ღმერთმა მომიტევოს ეს შედარება, იქნებ ძალიან ვცდები, არ ვიცი, მაგრამ ასე კი ვფიქრობ)...
დღესდღეობით კი, სწორფრობა რომ განვიხილოთ ქრისტიანულ ჭრილში, ის ურთიერთობის ძალიან მცდარი და არასწორი გზაა. ის კი არა, სულისთვის დამღუპველიც. ამიტომაც არის რომ ეს ტრადიცია ფაქტიურად აღარ არსებობს დღეს ხევსურეთში. რადგან მან უკვე თავისი მისია შეასრულა. თავისი თავი ამოწურა.
სხვათაშორის, ერთ-ერთ ინდურ ტომსაც დაახლოებით იგივენაირი ტრადიცია გააჩნდა თურმე,(ვერაფრით ვერ ვიხსენებ იმ ტომის თუ კასტის სახელწოდებას), მაგრამ ვიცი რომ მათაც ჰქონდათ ტრადიცია, ქალს და მამაკაცს უნდა გამოეცადათ ერთმანეთი არა მარტო თავიანთ გრძნობებში, არამედ თავდაჭერაშიც, მაგრამ თუკი უკიდურესობამდე მივიდოდნენ და მიხვდებოდნენ რომ მეტი უკვე აღარ შეეძლოთ, თავს ხრიდნენ სახალხოდ, ანუ ყველას დასანახად აცხადებდნენ რომ გამოცდას ვერ გაუძლეს და ასე "დამარცხებულები" ერთმანეთში "გამარჯვებას" ზეიმობდნენ. ეს უფრო წაწლობის მაგვარი ტრადიცია იყო.
ამდენად, სწორფრობა, არანაირად არ არის ის შემთხვევა, რომ პარალელები გაავლო რომელიმე ქვეყნის კულტურასთან თუ ტრადიციასთან და რაიმე საერთო იპოვო. ეს არის ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებული მოვლენა. ეს არის ქალისა და მამაკაცის სულიერი კავშირი, სულიერი შერწყმა ყოველგვარი ხორციელი ინსტიქტების გამორიცხვით. ეს არის ზე-სიყვარული, ზე-გრძნობა და რაღაც ზე, არ ვიცი რა, ამოუხსნელი, იდუმალი და ადამიანური გონებისთვისაც მიუწვდომელი და წარმოუდგენელი. სხვათაშორის, კარგად ხსნის რობაქიძე ამ სიყვარულს თავის "ენგადში": "სიყორულ ღვთიურ არს. ხორციელ იგემებ, მაჰკლავ მას"! (მგონი სწორად მოვახდინე ციტირება).
მოკლედ, ისევ და ისევ ჩემი მოწონება ამ თემას და მომიტევეთ რომ ასე გამიგრძელდა სიტყვა. (კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვიცი, სინდისიც კარგი საქონელია, ამიტომ აქ გავჩერდები. :D)
კეთილი სურვილებით გემშვიდობებით!!!
ბლაგვის კომენტარმა შემომიყვანა ისევ აქ. იმდენად საინტერესო საკითხს შეეხო იგი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სურვილი გამიჩნდა ჩემი მოსაზრებაც გამეზიარებინა.

24. მე არ ვიცოდი ასეთი ტიპის გაწრთობის მეთოდები თუ არსებობდა მთაში........ ისე კი პარალელი გამავლებინა ბუდიზმთან და რატომ...... იმიტომ რომ ზუსტად იგივე მეთოდით (ვგულისხმობ ქალთან ურთიერთობას) გამოწრთო თავი ბუდამ როცა ასი ქალი ეხვეოდა თავს და არც ერთ არ მიეკარა..... ასევე კრიშნაიდებშიც არის ასეთი ტიპის გამოცდებზე საუბარი... რათქმაუნდა ამაზე საუბარია ქრისტიანულ რელიგიაშიც, თანაც ძალიან ბევრი....... ასე რომ ეს ადათი რაზეც ჩვენი დიდად პატივსაცემი ავტორი გვიყვება არ უნდა იყოს მხოლოდ ხევსურული ახირება და ვფიქრობ ძალიან კარგად იცოდნენ მისი ფსიქო სულიერი მნიშვნელობის შესახებ....... მე არ ვიცოდი ასეთი ტიპის გაწრთობის მეთოდები თუ არსებობდა მთაში........ ისე კი პარალელი გამავლებინა ბუდიზმთან და რატომ...... იმიტომ რომ ზუსტად იგივე მეთოდით (ვგულისხმობ ქალთან ურთიერთობას) გამოწრთო თავი ბუდამ როცა ასი ქალი ეხვეოდა თავს და არც ერთ არ მიეკარა..... ასევე კრიშნაიდებშიც არის ასეთი ტიპის გამოცდებზე საუბარი... რათქმაუნდა ამაზე საუბარია ქრისტიანულ რელიგიაშიც, თანაც ძალიან ბევრი....... ასე რომ ეს ადათი რაზეც ჩვენი დიდად პატივსაცემი ავტორი გვიყვება არ უნდა იყოს მხოლოდ ხევსურული ახირება და ვფიქრობ ძალიან კარგად იცოდნენ მისი ფსიქო სულიერი მნიშვნელობის შესახებ.......
23. იკა გაიხარეე!!! :-* და გიოს ლექსს სულ სხვა თვალით შევხედე ეხლა კიდე :) მიყვარს მთის მოტივებზე დაწერილი ლექსები! :) იკა გაიხარეე!!! :-* და გიოს ლექსს სულ სხვა თვალით შევხედე ეხლა კიდე :) მიყვარს მთის მოტივებზე დაწერილი ლექსები! :)
22. რაც შეხება ფინალს, ეს "მთაც" პირობითია, "მთის გადავლაც".... და ამაზე შენ სწარედ თქვი: "სწყურია გადასვლა რომ მერე განთავისუფლდესო"... ეს "მთა" განსაწმენდია... ამ ფიქრისგან , ამ ჯავრისგან.. ამ სურვილისგან... რომელსაც გაურბის აპარეკა და ძნელად "გადასავალი მთა" უდგას წინ... მიდი აპარეკა... მიდის... ნელა, მაგრამ მიდის და როცა ის "უღელტეხილზე" ავა, მერე კი გადაუყვება ხახმატისკენ ბილიკს... შეძლო აპარეკამ "მთის, დიდი უღელტეხილის" გადაივლა. და ეს აპარეკა თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება იყოს, რომელსაც უწევს ხოლმე მსგავსი "მთების გადავლა" რაც შეხება ფინალს, ეს "მთაც" პირობითია, "მთის გადავლაც".... და ამაზე შენ სწარედ თქვი: "სწყურია გადასვლა რომ მერე განთავისუფლდესო"... ეს "მთა" განსაწმენდია... ამ ფიქრისგან , ამ ჯავრისგან.. ამ სურვილისგან... რომელსაც გაურბის აპარეკა და ძნელად "გადასავალი მთა" უდგას წინ... მიდი აპარეკა... მიდის... ნელა, მაგრამ მიდის და როცა ის "უღელტეხილზე" ავა, მერე კი გადაუყვება ხახმატისკენ ბილიკს... შეძლო აპარეკამ "მთის, დიდი უღელტეხილის" გადაივლა. და ეს აპარეკა თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება იყოს, რომელსაც უწევს ხოლმე მსგავსი "მთების გადავლა"
21. გენაცვალე გიო...იყოს შეკაცო ეგ ფრაზა...გულში ხარ ძმა...უკვე მომენატრე... გენაცვალე გიო...იყოს შეკაცო ეგ ფრაზა...გულში ხარ ძმა...უკვე მომენატრე...
20. გამიხრდა ამ წერილის დაწერის იდეა. ( არა მხოლოდ იმის გამო რომ ჩემი ლექსის ანალზსაც აკეთებ..)
ისიც გამიხარდა რომ განვრცობას აპირებ... ეს არ არის მარტივი თემა, იცი ეს შენ და დარწმუნებული ვარ შეძლებ უფრო გაშალო თემა.
სიტყვა წაწალი ხევსურეთში არც არსებობდა და დიდ შეურაცცხყოფად მიაჩნდათ.
სწორფრობაზე დაწერილი ნაწარმოებებიდან გამოვარჩევდი რობაქიძიუს "ენგადს" და ვთვლი რომ რობაქიძემ გამსახურდიასგან ( ვგულისხმობ "ხოგაის მინდიას") და ჯავახიშვილისგან ( "თეთრი საყელო") განსხახევებით შედარებით სწორად გაიგო.
ვაჟა-ფშაველას უწერია " წაწლობას ხევსურეთში ნიადაგი არ აქვს, მაშინ როცა მათი მეზობელი ფშავლები წაწლობის თაყვანისმცემელნი ყოფილან უწინ და ეხლაც არიანო..."
საინტერესოა შენი ნაწერი და ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ: ცოტა გიჩქარია, მაგრამ ვიცი გააგრძელებ ამ თემაზე კვლევას..
ჰო კიდევ ეს ზურაბ კიკნაძის სიტყვებია:
" ქართულ სინამდვილეში ( და შესაძლოა მსოფლიოშიც) სწორფრობა იყო თავისი კერძო გამოხატულებებით უნიკალური წეს ჩვეულებაა, რომლის წარმოშობა და საზოგადოებრივი ფუნქციაიდუმალების არის მოცული..."
პ.ს. და თხოვნა :) ეს ფრაზა ამოიღე რა: ".... ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გიორგი არაბულს... " დაწერე უბრალოდ გიო არაბული :) გამიხრდა ამ წერილის დაწერის იდეა. ( არა მხოლოდ იმის გამო რომ ჩემი ლექსის ანალზსაც აკეთებ..)
ისიც გამიხარდა რომ განვრცობას აპირებ... ეს არ არის მარტივი თემა, იცი ეს შენ და დარწმუნებული ვარ შეძლებ უფრო გაშალო თემა.
სიტყვა წაწალი ხევსურეთში არც არსებობდა და დიდ შეურაცცხყოფად მიაჩნდათ.
სწორფრობაზე დაწერილი ნაწარმოებებიდან გამოვარჩევდი რობაქიძიუს "ენგადს" და ვთვლი რომ რობაქიძემ გამსახურდიასგან ( ვგულისხმობ "ხოგაის მინდიას") და ჯავახიშვილისგან ( "თეთრი საყელო") განსხახევებით შედარებით სწორად გაიგო.
ვაჟა-ფშაველას უწერია " წაწლობას ხევსურეთში ნიადაგი არ აქვს, მაშინ როცა მათი მეზობელი ფშავლები წაწლობის თაყვანისმცემელნი ყოფილან უწინ და ეხლაც არიანო..."
საინტერესოა შენი ნაწერი და ერთი შენიშვნა მაქვს მხოლოდ: ცოტა გიჩქარია, მაგრამ ვიცი გააგრძელებ ამ თემაზე კვლევას..
ჰო კიდევ ეს ზურაბ კიკნაძის სიტყვებია:
" ქართულ სინამდვილეში ( და შესაძლოა მსოფლიოშიც) სწორფრობა იყო თავისი კერძო გამოხატულებებით უნიკალური წეს ჩვეულებაა, რომლის წარმოშობა და საზოგადოებრივი ფუნქციაიდუმალების არის მოცული..."
პ.ს. და თხოვნა :) ეს ფრაზა ამოიღე რა: ".... ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს გიორგი არაბულს... " დაწერე უბრალოდ გიო არაბული :)
19. მგელი ხარ ბაბუ!
პ.ს.კინჩხი მუკოსხუნილი სქანი. მგელი ხარ ბაბუ!
პ.ს.კინჩხი მუკოსხუნილი სქანი.
18. 1. მაკა კოლხმა ძალიან კარგად ახსნა...განვრცობას რაც შეეხება ვაპირებ მაკა...გაიხარე... 2. დაისს 21 საუკუნე არც მიხსენებია მე მგონი... 3. იმპრესია მაკას კომენტარი ნახე...არც ენგადში და არც თეთრ საყელოში არაა სწორად გადმოცემული სწორფერობა,იქ უფრო წაწლობაა...თეთრ საყელოში მით უმეტეს...ენგადშიც დაახლოებით ეგაა გადმოცემული... 1. მაკა კოლხმა ძალიან კარგად ახსნა...განვრცობას რაც შეეხება ვაპირებ მაკა...გაიხარე... 2. დაისს 21 საუკუნე არც მიხსენებია მე მგონი... 3. იმპრესია მაკას კომენტარი ნახე...არც ენგადში და არც თეთრ საყელოში არაა სწორად გადმოცემული სწორფერობა,იქ უფრო წაწლობაა...თეთრ საყელოში მით უმეტეს...ენგადშიც დაახლოებით ეგაა გადმოცემული...
17. მოძებნის გასაადვილებლად ლინკი:
http://forum.lit.ge/index.php?showtopic=337&st=40#entry154681 მოძებნის გასაადვილებლად ლინკი:
http://forum.lit.ge/index.php?showtopic=337&st=40#entry154681
16. +5 გადამაქვს ლიტ.გეს ფორუმის პოეზიის განყოფილების თემაში ''ეროტის ქურუმნი'' +5 გადამაქვს ლიტ.გეს ფორუმის პოეზიის განყოფილების თემაში ``ეროტის ქურუმნი``
15. ის ლექსი მართლა კარგი ლექსია. დანარჩენის წაკითხვა დამეზარა მაპატიეთ ის ლექსი მართლა კარგი ლექსია. დანარჩენის წაკითხვა დამეზარა მაპატიეთ
14. 12. დაჯექი, ყალიჩავა, ხუთიანი.
ახლა ზეპირად ჩამაბარე ლექსი და ეგაა ჰა, ჰააა :D
ყალიჩავა, შეგძლებია თურმე :D გადარჩი საშემოდგომოს :D 12. დაჯექი, ყალიჩავა, ხუთიანი.
ახლა ზეპირად ჩამაბარე ლექსი და ეგაა ჰა, ჰააა :D
ყალიჩავა, შეგძლებია თურმე :D გადარჩი საშემოდგომოს :D
13. იმპრესიას დავეთანხმები...შესანიშნავ ახსნას მოუძებნის რობაქიძე ამ წეს-ჩვეულებას... 80 წლის წაწლებს თუ სწორფერებს რომ უყურებს, როგორ ეფერებიან ერთმანეთს, გვერდი-გვერდ მსხდომნი.... "იწვოდ" მხოლოდ...:) იმპრესიას დავეთანხმები...შესანიშნავ ახსნას მოუძებნის რობაქიძე ამ წეს-ჩვეულებას... 80 წლის წაწლებს თუ სწორფერებს რომ უყურებს, როგორ ეფერებიან ერთმანეთს, გვერდი-გვერდ მსხდომნი.... "იწვოდ" მხოლოდ...:)
12. ეს მარგალი კაცი სად წასულა მთაშიიი,უფ:)
საინტერესო იყო.კარგად წამეკითხა და რაღაცეებიც გავიგე:) ეს მარგალი კაცი სად წასულა მთაშიიი,უფ:)
საინტერესო იყო.კარგად წამეკითხა და რაღაცეებიც გავიგე:)
11. საინტერესოა. გიოს ლექსი ძალიან კარგია. ამ საკითხზე ქართულ ლიტერატურაში არსებობს არც თუ ცოტა მხატვრული ნაწარმოები....რობაქიძის "ენგადი"-ს გამოვარჩევდი. საინტერესოა. გიოს ლექსი ძალიან კარგია. ამ საკითხზე ქართულ ლიტერატურაში არსებობს არც თუ ცოტა მხატვრული ნაწარმოები....რობაქიძის "ენგადი"-ს გამოვარჩევდი.
10. ხალხს ხშირად ერევა ერთმანეთში ფშაური წაწლობა და ხევსურული სწორფერობა
სიმართლე ვთქვა, პირადად მე არათუ ერთმანეთში მერევა, საერთოდ არ მაინტერებს, ეს ე.წ. გამოწრთობის "საიდუმლო". 21 საუკენეში ამნაირი წესით ცხოვრებაც ისეთივე გადაცდომა მგონია, როგორც ე.წ. სოდომ გომორი.
ვფიქრობ, ბიბლიაშიც და ქართულ ფოლკლორშიც, ამ ორი უკიდურესად არაჯანსაღი ფენომენის არსებობას, ადამიანების ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობის ხარისხის მისაღწევად, მხოლოდ სულიერად აღმზრდელობითი დატვირთვა აქვს. ამიტომ წაწლობას ხევსურულს დავუძახებ, ფშავურს, თუ საერთოდ არაფერს არ დავუძახებ, ვფიქრობ, არაფერი დააკლდება და არც მოემატება, საზოგადოების იმ ნაწილს ვინ სხვაგვარად ფიქრობს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მთის წარმოშობის შირ-კაფიები და ბალადები, ცხადია, ლამაზი მოსასმენია...ისე მთიელი ქალები, რომ "გამწევი" ხალხია, ეს წაწლობანა-სწორფრობანას გარეშეც თვალნათლივ ჩანს მათ ხასიათში.
ხალხს ხშირად ერევა ერთმანეთში ფშაური წაწლობა და ხევსურული სწორფერობა

9. შესანიშნავი ნაშრომია, ავტორო! თემა - ათმაგად საინტერესო!
დღეს ბევრს მართლაც ერევა ეს ორი უძველესი და ქართველთათვის უჩვეულო ტრადიცია ერთმანეთში და საინტერესოდ, მოკლედ და სხარტად ხსნი მათ შორის განსხვავებას. მაგრამ მე მგონია რომ თუკი უფრო განავრცობ სათქმელს და მარტო ამ ლექსით არ შემოიფარგლები, უფრო საინტერესო თხზულებაც გამოგივა, მით უფრო რომ ვხვდები, დაინტერესებული უნდა იყოთ ამ საკითხით. ეს ისეთი თემაა, რომელსაც უფრო მეტი ახსნა და გაანალიზება ესაჭიროება.
ახლა გამახსენდა კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: "ძნელია ქართველობა, ქართველს ქართველის მეტი ვერავინ გაუგებს, მაგრამ ხევსურობა უფრო ძნელია, ხევსურს ხევსურის მეტი ვერავინ გაუგებს." (ზუსტი ამონარიდი არ არის), მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ძალიან ღრმა და ხევსურულ ტრადიციებში კარგად ჩახედვაც არ კმარა რომ სათანადოდ გადმოსცე მათი ხასიათები თუ ტრადიციები, ალბათ სულ ცოტა, ხევსური უნდა იყო რომ ამ დიდ და საოცარ ფენომენს ჩაწვდე, რასაც ხევსური ქვია! მით უფრო რომ ქართულ მწერლობაშიც გვაქვს ცოცხალი მაგალითები იმისა რომ სათანადოდ ვერ აღიქვეს ხევსურული ხასიათები და ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ მათ სიღრმეს ისეთი მწერლებიც კი, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი და გრიგოლ რობაქიძე, მე მგონია რომ მათი "თეთრი საყელო" და "ენგადი უბრალოდ მცდელობაა ამ ტრადიციის გადმოცემისა. სადაც ბევრი არაზუსტი შტრიხები ჩანს ხევსურული ხასიათების და ტრადიციების. (ეს ცალკე სასაუბრო თემაა).
მოკლედ, ჩემი დიდი აღფრთოვანება და დიდი მოწონება ნაშრომს! გაიხარე!!!
შესანიშნავი ნაშრომია, ავტორო! თემა - ათმაგად საინტერესო!

8. სწორფრობა შესწავლილი მაქვს. ასეთი მშვენიერი ადათი, ქალსა და ვაჟს შორის ასეთი დამოკიდებულება არავის არაა აქვს დედამიწაზე. რამდენი რამ გვაქვს ასეთი ღირებული და დღეს კი დაუფასებელია. ეს ლექსი კი არ ვიცოდი, ძალიან საინტერესოა. სწორფრობა შესწავლილი მაქვს. ასეთი მშვენიერი ადათი, ქალსა და ვაჟს შორის ასეთი დამოკიდებულება არავის არაა აქვს დედამიწაზე. რამდენი რამ გვაქვს ასეთი ღირებული და დღეს კი დაუფასებელია. ეს ლექსი კი არ ვიცოდი, ძალიან საინტერესოა.
7. საინტერესოა ძალიან. კარგია ვინც მართლა წმიდად იცავდა ამ წეს-ჩვეულებებს, თუმცა როგორც ვიცი იშვიათად ცუღლუტობებს მაშინაც ქონდა ადგილი, მაგრამ არც მაინც და მაინც იქოლებოდნენ და იკვეთებოდნენ :) საინტერესოა ძალიან. კარგია ვინც მართლა წმიდად იცავდა ამ წეს-ჩვეულებებს, თუმცა როგორც ვიცი იშვიათად ცუღლუტობებს მაშინაც ქონდა ადგილი, მაგრამ არც მაინც და მაინც იქოლებოდნენ და იკვეთებოდნენ :)
6. ახლა ეგ ადათი რო იყოს ხო მოიკვეთა და ჩაიქოლა ნახევარი საქართველო.:)) ახლა ეგ ადათი რო იყოს ხო მოიკვეთა და ჩაიქოლა ნახევარი საქართველო.:))
5. :):) რა კარგია იკა... მე მართლა მერეოდა ეგ ორი ტრადიცია და მაინტერესებდა ნამდვილად..:):)ნეტა ახლა რატო აღარაა?:) მომწონს მე ეგ დათი.:) ძთეას ვეთანხმები და გიოს აზრი ნამდვილად მაინტერესებს.:):) :):) რა კარგია იკა... მე მართლა მერეოდა ეგ ორი ტრადიცია და მაინტერესებდა ნამდვილად..:):)ნეტა ახლა რატო აღარაა?:) მომწონს მე ეგ დათი.:) ძთეას ვეთანხმები და გიოს აზრი ნამდვილად მაინტერესებს.:):)
3. ყოჩაღ, იკა და კიდევ უფრო მეტად ყოჩაღ, გიო! არაჩვეულებრივი ლექსია და მშვენიერი განხილვა ლექსისა! 5 ყოჩაღ, იკა და კიდევ უფრო მეტად ყოჩაღ, გიო! არაჩვეულებრივი ლექსია და მშვენიერი განხილვა ლექსისა! 5
2. შესანიშნავი განხილვაა :)
555 შესანიშნავი განხილვაა :)
555
1. ვაჰ, კარგია ნამდვილად. მაგრად მომეწონა.
ლექსის ავტორის აზრიც საინტერესო იქნება.:)
ვაჰ, კარგია ნამდვილად. მაგრად მომეწონა.
ლექსის ავტორის აზრიც საინტერესო იქნება.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|