 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 7 ივნისი, 2010 |
დალოცვილ კახეთში უნდა "წაგიყვანოთ" ეხლა.
შობა მოდის იანვრის შვიდში. ახალი შეუღლებული ვარ. დაგვპატიჟეს დალოცვილ კახეთში. თელავთან მიბმულია ის სოფელი, შალაური ჰქვია. წავედით. ისე მოხდა, რომ პარსაკევს საღამოს ჩავედით ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის პაპა-ბაბოსთან. გათენდა ლამაზი დილა, სუსხი აქვს, მაგრამ კავკასიონიდან ისეთი სილამაზე გიყურებს, გითბობს გულს და გახარებს ქართველს. ამავე დროს იძულებულს გხდის, ადგე ფეხზე და შეირგო ცხოვრება. ელოდებოდნენ დანარჩენ ოჯახის წევრებსაც. უნდა ჩამოსულიყვნენ უმფროსი სიძეები თავიაანთი მონაგრითა და მერე კიდე უმცროსებიც უნდა მოსულიყვნენ პატარა უჭულ-ბუჭულებით. ამასთან ერთად, შვილიშვილები უნდა ჰხლებოდენ პაპაი-ბებოი ოჯახსა. მოხდა ისე, რომ ოთხი კაცი ვართ დილაუთენია საღორესთან. ჩემმა სიმამრმა, ქათამს რო ჰკლავენ იმას ვერ შევხედავო და ამ "მკვლელობას" ვერ დავესწრებიო, წავიდა და აივანზე გადაინაცვლა ტახტზე /ტახტები ყველას აქვს "პლოშადკაზე"/. წამოიხურა დათვის ტყავი და იქიდან გვიმზერს. ვინღა დავრჩით? ჩემი მეუღლის პაპა, რომელიც შრომამ და ცხოვრებამ გამოლია მთელი 80 წელი, მეუღლის დეიდაშვილი, რომელიც პირველად არის "ღორის ქელეხზე" და მესამე, თქვენი ძმა-ელჩი. გამოსავალს ვერ ვხედავ, ღორი უნდა დაიკლას, მაგრამ მაგასაც თავის წესი, რომ აქვს, ბევრი დამეთანხმებით. 200 კილოზე მეტია ბოლობოლო. სიმინდის ღერღილით გამოტყუებულს, წავფხანე მუცელზე და დავიხელთე უკანა ფეხი, ამოვატრიალე და დავითას ვთხოვე დამხმარებოდა, მეორე ფეხი ჯვარედინად გადეჭდო და დაეჭირა უკანა ფეხები. წინა საყრდენი ფეხი, მარცხენა ხელით მიჭირავს და პაპას ყურით ჰყავს დაჭერილი ამხელა ცხოველი. მარჯვენაში, გალესილი ინგლისური სტილის გრძელი დანა მაქვს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს, რადგანაც "დამსწრე საზოგადოება" ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ორნაირად შეიძლება ღორის დაკვლა. ერთია ყელის გამოჭრა, მერე სასულის ამორთმევით, მეორეა პირდაპირ გულში ჩარტყმით. მეორე ავარჩიე. დარტყმა იყო და დავითამ რო სისხლი დაინახა: - რა ჰქენი შე ტარტაროზო, ცოცხალ არსებას დანა როგორ დაარტყიო და ხელი გაუშვა გაკოჭილ ღორს /პირველად იყო ღორის დაკვლაზე თავის ცხოვრებაში და ვერ წარმოედგინა, თუ რა უნდა მომხდარიყო. იმ პერიოდში ეკლესიების აღდგენებზე მუშაობდა/. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზავდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში? სუ დალეწა იქაურობა. მიანგრ-მოანგრია მთელი "სეტკა-ზაბორები", დააწვინა დაბლა ყველა მეტრანახევრის სიმაღლე მცენარე ეზოზე /გადაკრეჭილ ვარდებს ვგულისხმობ/ როგორც იქნა, დავიჭირე და მოვკალი. მართლა მოვკალი, იმას დაკვლა აღარ ერქვა. ამოსვრილი ვიყავი ტალახში და სისხლში. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მიმაქვს გამოსაცვლელი ტანსაცმელი. იმჟამადაც ისრე მოხდა, მეორე წყვილი "სპორტიულები" მქონდა წაღებული. გამოვედი უკვე სუფთა "იუნიფორმით" და მკვდარ ღორთან დამსწრე საზოგადოების თავმჯდომარეს, ანუ მეუღლის პაპას ვეკითხები: - ივანიჩ, აქვე სამეზობლოში, ნათესავები გყაავთ, ან ისეთი მეზობლები, რომლებსაც ამ ეზო-კარზე მოესვლებათ-თქო? - რამდენიც გინდა, მე მინდოდა სიძეებს გაგეკეთებინათ ყველაფერიო, რადგანაც სხვები დროულათ არ მოვიდნენ, დაგახმარებ ორ კაცსაო. გადასძახა გვერდზე ეზოში ნათესავებს, გადმოდით დახმარება გვჭირდებაო. გადმოიდნენ, სანდალა და ბიძინა. იმ "მკვდარს" გაკეთება, რომ სჭირდება, ეგეც ყველამ იცით. ჰოოდედა, შევდეთ "იაშიკებზე" და პუტკუნაი გარუჯვას ვუპირებთ. მდუღარე და ქაფქაფა წყალი ვასხით, მერმე ჯვალოს "მეშოკით" შავათბეთ. ჯაგარი გავაძრეთ, რაც შეგვეძლო. მერე "პრიმუსის"დროც მოიდააააა. ჰოდა, ამაზე კაი მომენტს სადა ვნახამდი? დავითას /ეს ის პერსონაა, რომელმაც ხელი გაუშვა მომაკვდავს და თან ტარტაროზები გვიწოდა/. ვეუბნები: - ბიჯო, ეხლა მაგას, რომ უყურებ მკვდარია, თორე რომ გავჭრით, მერე განახებ ძარღვები ცოცხალი ექნება, და ამიტომ უკანა ფეხები მაგრა დაუჭირე, სანდალას თვალები არ წააყრევინოს, ფეხის გაქნევისასთქო, მაინც იქნევს მეთქი. დამიჯერა. მიადგა უკნიდან და აჩაჩხული უჭირავს უკანა ფეხები. ეს სანდალა კიდე გაქანებული ტრუსავს "პრიმუსით", მიადგება დავითას, წაუღუნავს დაბლა "პრიმუსს" და აგრძელებს ღორის იოლად დაწვას. მესამე "კრუგზე" ეკითხება: - ბიჯოოო, ვერა ხედავ, ფეხებში რო მედები, მიიწი იქითა, ან რას ამოგიჩრია ეს ფეხებიო. იმანაც უპასუხა: - სიძემ მითხრა, დაკლულმა ღორმა ფეხის ქნევა იცის და მაგრა დაიჭირეო. ე, მანდ დეეცა ყველა ძირსა. - ბიჯო, მაგ ქალაქელმა /ჩემზე/, როგო გაჭამა, მაგაი უნდა მიმხვდარიყავიო /თითქოს დავითა, სოფლად იყო აღზრდილი/. ეწყინა და სიტყვითაც მითხრა: - შენგან არ მოველოდიო. - ძმაო, არც მე ველოდებოდი, დანადარტყმულ ღორს ხელს თუ გაუშვებდითქო. - კაი, დავივიწყოთ რაც მოხდა, მოდი მომეხმარე, დაჭრა უნდა დავიწყოთ და სანამ გავჭრით, ფეხები უნდა დავაჭრათ, ეხლავე სჯობია გავასუფთავოთ, მერე ქალების საწვალებელი, რომ არ გახდეს, წადი და სარდაფში ექნებათ მოხუცებს მარწყვის საპონი /მაშინ იყო ხოლმე ეგეთი საპონი/ და "მაჩალკა" ექნებათ კიდევ, აქვე დავბანთ და ქალებიც აღარ იწვალებენ. დაღუნა თავი და წავიდა. ვიფიქრე, მიხვდა, რომ მეტი მომივიდა და აღარ შემეპასუხა. სიმართლე გითხრათ, ვინანე. არ გადის ათი წუთი, სარდაფიდან ამოვიდა და მეკითხება: - მარწყვის საპონი და "მაჩალკა" ვერ ვიპოვე და სარეცხის საპონი და "გუბკა" წავაოოო? - ამოიტანე და სანდალას მიეცი, იმან იცის წავა თუ არა თქო. ამოიტანა და ხელებში აწვდის: - აჰა, და დაბანეთ ფეხებიო. სანდალა და კიდევ ბევრი, "დასაბმელები" დახდნენ. მოკლედ არ ვაპატიე ჩემი "ამოთუთხვნა". ამასობაში, დანარჩენი სიძეებიც მოიდნეეეეეეენ, თავიანთი წვრილშვილითა. იციან თბილისელებმა ტაქტიკა, თუ როდის უნდა მივიდნენ მზამზარეულზე /იცით, რომ თბილისელი ვარ ძმებო/. დაიყარა დიდძალი მწვადი წალამზე, მანამდე დავჭერით ნაწილებად და გადავუგზავნეთ შესაბამის "დეპარტამენტებს", დახარისხებული ხორცი. ქალებმა მიჰხედეს თავის საქმეს და გადაანაწილეს შესაბამისად. დილაადრიან, ცვარიან მწვადს, რა სჯობს? ჩამოვჯექით ეზოში და დავიწყეთ მწვადაობა. სამი ჭიქა ორნახადი, რომ ვდრუზე, მივხვდი რომ საღამომდე ვერ მივაღწევდი, თუ დროულად ღვინოზე არ გადავიდოდი. დანარჩენები ჭაჭას ურახუნებდნენ. კერძოდ კახეთში, ერთი კაი ჩვევა აქვთ, ღორის დაკვლისას, საღამოს, როცა ხალხი იკრიბება ყაურმაზე, თავის მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე, ხინკლის გაკეთებაც იციან. ქართლში გავიზარდე და ჩვენთან ხინკალს არ აკეთებდნენ. ვუყურებ ამ ხალხს, რომლებიც "დროულად" მოვიდნენ ოჯახში და მიეძალნენ მწვადსა, ვჰკითხე ჩემს თავსა: - ავყვე ეხლა ამათ არყის სმაში? - მეორე მემ მიპასუხა, არ მიჰქაროვო. გავერიდე შექმნილ სიტუაციას. ბიძინამ შემატყო მოწყენილობა და მეუბნება: - წამო ჯიგარო კაი რამე უნდა გაჩვენოვო. დილაადრიან არაყის გამოხდა დაუწყია, "ზავოდი" ჰქონდა გაკეთებული, გარბოდა ხოლმე ცეცხლის შესაკეთებლად და იმიტომაც გვტოვებდა წამიერად. მის სახელს ზედმეტსახელის გარეშე იმიტომ ვწერ, რომ შარშან წავიდა ის კაცი. აღარ არის. ისე, ყველამ იცით, რომ საქართველოში თავის საკუთარი სახელით, ანუ რაც პასპორტში უწერია, მხოლოდ 3%-ს მიმართავენ. შერქმეული სახელები გვაქვს ბევრს. გადავედით ბიძინას ეზოზე და კაი ცხელი საიაც გეახელით ალუმინის "კრუშკით". ესენი კიდე, ერთმანეთს დახოცვას უპირებენ, მიადგნენ ორნახად ჭაჭას და თავებს არა სზოგამენ. შუა დღეა. დარეტიანებული დადის ყველა, ერთის გარდა. პაპა ნერვიულობს: - რაღა ვქნა კაცო, საღამოს ხალხი მოვა, ოჯახიდან სათამადე კაცი არა მყავს, 80 წლის კაცი, მე ხო ვერ ვიქნები თამადაო. - სანდრო პაპა, მაიტა ჩამაბარე ეგ თანამდებობა და ჩემზე იყვეს დანარჩენი. - შაძლეებ? - მაიყვა და ნახამ. ჰოო, ეს არ დამავიწყდეს. დავითა ოთხჯერ გადმოიღეს "სეტკებიდან", სარეცხივით იყო გადაფენილი მეზობლის ღობეზე, დანარჩენები კიდე მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ, ან ჭაჭა ნაჭამი ჭუკებიც წავა მათთან შესადარებლად. საღამოს დაახლოებით 40 სტუმარი ეწვია ოჯახს. ძირითადად ნათესავები და ახლო მეზობლები. წარუდგინა სანდრო პაპამ ჩემი თავი დამსწრე საზოგადოებას, თუ ვინ ვიყავი და ერთდროულად, იმავე ჭიქაში, თამადობაც მომილოცა და ამკიდა ძიენ დიდი პასუხისმგებლობა. მივყევი და მოვიშველე ის დიდი გამოცდილება, რომელიც მამაჩემისგან და ჩემი პაპისგან ვიცოდი. აეწყო სუფრა. კიდევ ერთი, კახელებმა ყველა სადღეგრძელოს შემდეგ სიმღერა იციან. მართლა კარგად მღეროდნენ. კარგი დრო ვატარეთ. გადიან ნელნელა და ერთი მეუბნება: - შენდა თავად, ვინც ხვალ ჩემ ეზოზე არ მოიდეს, დილის ექვს საათზე, იმი ასე და ისეო. აქეთ სიდედრს ვეკითხები: - ვინ არი ეს შავი კაცი და სადა მპატიჟებსთქო? - ეგა ჩემი ბიძაშვილია, ხვალ ღორის დაკვლაზე გეძახისო. - ან კონვერტში ჩაედო მოწვევა, ან კიდევ "ტელეგრამა" გამოეგზავნა, რატომ შეწუხდა, ასე რად გაისარჯათქო. დილით, დაგინებულ დროს თამაზასთან ვიყავი. მერე, იგივე განმეორდა საღამოს დაშლა-არმოშლისა რო ვსთქვით, ერთმა მაგათმა ბიძაშვილმა კიდე დამითქვა შეხვედრა, თავის დაგინებიანათ. ოთხი დღე ვკლავდით ღორებს და მერე დაგინება მიდიოდა, მეორე დილისთვის. გამთენიისას ძილში ჩამესმის: - ადე კაცო გაიღვიძე, წავიყვანოთ ე ბიჭი, თორე საჯიშე ღორი აღარ დატოვეს ჩემებმაო. სიდედრი აღვიძებდა სიმამრს. გაიხარეეეეეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ++++++++++++++++++++++++++++++++++++2.:) გაიხარე, რა ჯობია კახურ სტუმართმოყვარულ ოჯახს, ანაგაში დავდივარ მეგობართან წელიწადში 3ჯერ მაინც და თითო მისვლაზე 3 დღეზე ადრე ვეღარ მოვდივარ.:) ++++++++++++++++++++++++++++++++++++2.:) გაიხარე, რა ჯობია კახურ სტუმართმოყვარულ ოჯახს, ანაგაში დავდივარ მეგობართან წელიწადში 3ჯერ მაინც და თითო მისვლაზე 3 დღეზე ადრე ვეღარ მოვდივარ.:)
28. ერიჰააა, ეგ შენი დათო შემთხვევით კახელი ხომ არაა? თანაც ქიზიყელი? მაშ ასეთი მიამიტი საიდან? სხვათაშორის გუშინ ერთმა ჩიტუნიამ ამბავი მომიტანა "ადნოებში" არამითის ისეთი მწვადები დევს, რომ ვინც არ დააგემოვნებს ან დღე მოკვდება, ან ღამეო! მეც სულმა წამძლია (მსუნაგი ვარ) და ჩემს თანამშრომელ გოგონას ვთხოვე ეს კაცი მომიძებნე-თქო (მაგ "ადნოების" პაროლი ადრე ვეღარ გავიხსენე და მერე საერთოდ შევეშვი). მწვადებითაც ვისიამოვნე და კომენტარებიც გავუკეთე, მიხვდება რომ სხვა ეხმიანებოდა? :) რაც შეეხება "კურდღელ-ხინკალს" მიჭამია და ძალიანაც მომწონებია, რადგან ბევრი ცომები ჰქონდა თავში და ბოლოში. მე ხინკალსაც კი კუჭებიანად ვჭამ, იმიტომ კი არა რომ მანპინძელმა დათვალოს რამდენი გავანადგურე, უბრალოდ ცომები ძალიან მიყვარს! სახლში ხინკლაობის მერე რაც ცომები რჩება ჩემი ცოლი ატრიას აკეთებს (მხოლოდ ჩემთვის) თუ მომრჩება შემდეგ ტაფაზე მიცხელებს... მაგ ხინკლებზე გამახსენდა, ელჩი-გიოს ხინკლის ან სხვა რეცეპტები აქ გადმოვიტანო? ერიჰააა, ეგ შენი დათო შემთხვევით კახელი ხომ არაა? თანაც ქიზიყელი? მაშ ასეთი მიამიტი საიდან? სხვათაშორის გუშინ ერთმა ჩიტუნიამ ამბავი მომიტანა "ადნოებში" არამითის ისეთი მწვადები დევს, რომ ვინც არ დააგემოვნებს ან დღე მოკვდება, ან ღამეო! მეც სულმა წამძლია (მსუნაგი ვარ) და ჩემს თანამშრომელ გოგონას ვთხოვე ეს კაცი მომიძებნე-თქო (მაგ "ადნოების" პაროლი ადრე ვეღარ გავიხსენე და მერე საერთოდ შევეშვი). მწვადებითაც ვისიამოვნე და კომენტარებიც გავუკეთე, მიხვდება რომ სხვა ეხმიანებოდა? :) რაც შეეხება "კურდღელ-ხინკალს" მიჭამია და ძალიანაც მომწონებია, რადგან ბევრი ცომები ჰქონდა თავში და ბოლოში. მე ხინკალსაც კი კუჭებიანად ვჭამ, იმიტომ კი არა რომ მანპინძელმა დათვალოს რამდენი გავანადგურე, უბრალოდ ცომები ძალიან მიყვარს! სახლში ხინკლაობის მერე რაც ცომები რჩება ჩემი ცოლი ატრიას აკეთებს (მხოლოდ ჩემთვის) თუ მომრჩება შემდეგ ტაფაზე მიცხელებს... მაგ ხინკლებზე გამახსენდა, ელჩი-გიოს ხინკლის ან სხვა რეცეპტები აქ გადმოვიტანო?
27. დათო? - დასტურმითიც არის, ბასტურმითიცა და საერთოდაც, ჩემი სტუდენტი და მაგისტრი მაშ როგორი უნდა იყოს?
ხინკლებზე მოგიყვები რაღაცას: ხევსურებმა მასწავლეს ხინკლის მოხვევა, რომელსაც "კურდღელს" ეძახიან, - ნაწნავს ჰგავს და 2 ყური აქვს. ერთხელაც ამ დათომ და მისმა სამმა ძმაკაცმა (ანუ "ჩემმა ბიჭებმა", როგორც ეძახდა მათ მთელი უნივერსიტეტი), გადაწყვიტეს ხინკლაობა ერთ-ერთის ოჯახში. მათი შვილების ნათლიები ვართ მე და დათო. მოკლედ, მე როგორც ბავშვის ნათლია და ხევსურული ხინკლების მომხვევი, ვდგავარ სამზარეულოში და ვახვევ ხინკლებს ამ ჩვენს დათოსთან ერთად. დათომ უყურა ამ უცნაური ფორმის ხინკლებს და მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - დათო, კურდღლის გაკეთება არ იცი? - გამეღიმა... - კი, ვიცი, კურდღლისაც ვიცი და ცხვრისაც... - შეიფერა დათომ. - ცხვრიის? აბა გააკეთე? - გამიკვირდა და საყურებლად მოვემზადე. - რას ამბობ, თამრიკოო, ან ცხვარი სად მყავს აქ და ან კურდღელიო? - ისე ალალად გაუკვირდა, მივხვდი, ნამდვილი კურდღლის თუ ცხვრის გატყავება-დამუშავებას გულისხმობდა და არა "კურდღელ" ხინკალს...:)) :))))))))))))))))))) დათო? - დასტურმითიც არის, ბასტურმითიცა და საერთოდაც, ჩემი სტუდენტი და მაგისტრი მაშ როგორი უნდა იყოს?
ხინკლებზე მოგიყვები რაღაცას: ხევსურებმა მასწავლეს ხინკლის მოხვევა, რომელსაც "კურდღელს" ეძახიან, - ნაწნავს ჰგავს და 2 ყური აქვს. ერთხელაც ამ დათომ და მისმა სამმა ძმაკაცმა (ანუ "ჩემმა ბიჭებმა", როგორც ეძახდა მათ მთელი უნივერსიტეტი), გადაწყვიტეს ხინკლაობა ერთ-ერთის ოჯახში. მათი შვილების ნათლიები ვართ მე და დათო. მოკლედ, მე როგორც ბავშვის ნათლია და ხევსურული ხინკლების მომხვევი, ვდგავარ სამზარეულოში და ვახვევ ხინკლებს ამ ჩვენს დათოსთან ერთად. დათომ უყურა ამ უცნაური ფორმის ხინკლებს და მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - დათო, კურდღლის გაკეთება არ იცი? - გამეღიმა... - კი, ვიცი, კურდღლისაც ვიცი და ცხვრისაც... - შეიფერა დათომ. - ცხვრიის? აბა გააკეთე? - გამიკვირდა და საყურებლად მოვემზადე. - რას ამბობ, თამრიკოო, ან ცხვარი სად მყავს აქ და ან კურდღელიო? - ისე ალალად გაუკვირდა, მივხვდი, ნამდვილი კურდღლის თუ ცხვრის გატყავება-დამუშავებას გულისხმობდა და არა "კურდღელ" ხინკალს...:)) :)))))))))))))))))))
26. ვნახოთ როგორ მოიქცევა 20-ში, იქნებ სულაც "მწვადმითი" შევარქვათ? (ბოდიშს მოვუხდი არამითს, არ ვიცნობ, მაგრამ ასე ვეხუმრები. შეცდომას გამოვასწორებ ვახტანგურად დალევით!) ვნახოთ როგორ მოიქცევა 20-ში, იქნებ სულაც "მწვადმითი" შევარქვათ? (ბოდიშს მოვუხდი არამითს, არ ვიცნობ, მაგრამ ასე ვეხუმრები. შეცდომას გამოვასწორებ ვახტანგურად დალევით!)
25. მიყვარს აქ მოსვლა! ეგა "არამითი" კი არა "დასტურმითი" უნდა იყოს!:) თუ ბასტურმითი?:) :) მიყვარს აქ მოსვლა! ეგა "არამითი" კი არა "დასტურმითი" უნდა იყოს!:) თუ ბასტურმითი?:) :)
24. ღმერთმა გაახარო (აქ "ს" ნაცვლად ისეთი ასო უნდა იყოს, რომელსაც გამოვთქვავ, მაგრამ ვერ ვწერ) შენი დათოი! ეგა "არამითი" კი არა "დასტურმითი" უნდა იყოს! შენც გაიხარე შენ ქმარ-შვილშია! (ეს რეებს მაწერინებ თამრიიი?) :) ღმერთმა გაახარო (აქ "ს" ნაცვლად ისეთი ასო უნდა იყოს, რომელსაც გამოვთქვავ, მაგრამ ვერ ვწერ) შენი დათოი! ეგა "არამითი" კი არა "დასტურმითი" უნდა იყოს! შენც გაიხარე შენ ქმარ-შვილშია! (ეს რეებს მაწერინებ თამრიიი?) :)
23. საინტერესოა... საინტერესოა...
22. აუ მაგრად ვიცინე, ღმერთმა გაგახარას :D +2 აუ მაგრად ვიცინე, ღმერთმა გაგახარას :D +2
21. გუგუავ, წავიკითხე... მა არ წავიკითხავდი? შენ მწვადებიი შეწვას როგორ გაკადრებ? სუფრიი თავში უნდა დაგსვა! მწვადებს კიდენა ჩემი დათო მიჰხედამს, ჩვენი არამითი777 - ვერა ნახე, წინასწარ რო შამითანხმდა, - ყველაი დაგასწარით, მწვადებ მე ვწვავო? მააშ?
ისე, არ გაგეცინოს და... მე ახალდაკლულ ქათამს ვერ ვკიდებ ხელს, გასაპუტს და გამოსაშიგნს. თუ გამიპუტავენ და გამოშიგნავენ, - მერე მოგეცა ლხენა, გავაკეთებ... თან ისე გავაკეთებ, იქნებ ქვაბში თავით ხტებოდეთ და მერე იმავე ქვაბიდანა ყვიროდეთ, "არ გვეყო, კიდევ ჩამაასხითო". :)))))))))))))))) გუგუავ, წავიკითხე... მა არ წავიკითხავდი? შენ მწვადებიი შეწვას როგორ გაკადრებ? სუფრიი თავში უნდა დაგსვა! მწვადებს კიდენა ჩემი დათო მიჰხედამს, ჩვენი არამითი777 - ვერა ნახე, წინასწარ რო შამითანხმდა, - ყველაი დაგასწარით, მწვადებ მე ვწვავო? მააშ?
ისე, არ გაგეცინოს და... მე ახალდაკლულ ქათამს ვერ ვკიდებ ხელს, გასაპუტს და გამოსაშიგნს. თუ გამიპუტავენ და გამოშიგნავენ, - მერე მოგეცა ლხენა, გავაკეთებ... თან ისე გავაკეთებ, იქნებ ქვაბში თავით ხტებოდეთ და მერე იმავე ქვაბიდანა ყვიროდეთ, "არ გვეყო, კიდევ ჩამაასხითო". :))))))))))))))))
20. ნ-ი-კ-ი, ძმავ და მეგობარო! სწორედ მაგ ფინალური ფრაზის გამო გადმოვიტანე აქ. ეგ რომ წავიკითხე სიცილი ამიტყდა, მჯერა, რომ მართლა ასე იქნებოდა! საერთოდ ძალიან ალალი და მართალი კაცია ელჩი-გიო! სწორედ ასეც ჰქვია მის ქვეთავს ჩემს საიტში: ქვეთავი 135 - გიორგი ელჩიბეგაშვილი - "ალალ-მართალი კაცის ამბები". რაც შეეხება მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე არც ჩვენთან არ ვიცით ხინკლის კეთება! მაგრამ არაფრის შეცვლის უფლება არ მივეცი ჩემს თავს, მხოლოდ გრამატიკული შეცდომები შევასწორე... ნ-ი-კ-ი, ძმავ და მეგობარო! სწორედ მაგ ფინალური ფრაზის გამო გადმოვიტანე აქ. ეგ რომ წავიკითხე სიცილი ამიტყდა, მჯერა, რომ მართლა ასე იქნებოდა! საერთოდ ძალიან ალალი და მართალი კაცია ელჩი-გიო! სწორედ ასეც ჰქვია მის ქვეთავს ჩემს საიტში: ქვეთავი 135 - გიორგი ელჩიბეგაშვილი - "ალალ-მართალი კაცის ამბები". რაც შეეხება მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე არც ჩვენთან არ ვიცით ხინკლის კეთება! მაგრამ არაფრის შეცვლის უფლება არ მივეცი ჩემს თავს, მხოლოდ გრამატიკული შეცდომები შევასწორე...
19. " - ადე კაცო გაიღვიძე, წავიყვანოთ ე ბიჭი, თორე საჯიშე ღორი აღარ დატოვეს ჩემებმაო. " ფინალური ფრაზა იყო ყველაზე კარგი. :D დანარჩენიც კარგად წავიდა ეჰ, კარგია ასეთი "ქელეხები" ;)
შენიშვნა მაქვს ფაქტების სიწორეზე: "კერძოდ კახეთში, ერთი კაი ჩვევა აქვთ, ღორის დაკვლისას, საღამოს, როცა ხალხი იკრიბება ყაურმაზე, თავის მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე, ხინკლის გაკეთებაც იციან."
კახეთი საკმაოდ დიდია და ყველგან არ აქვთ ეგ წესი თუ ჩვევა. მეტიც, უმეტეს ადგილას არა აქვთ. იქ, სადაც თავიდან ჯიგარი იწვება შამფურზე, მერე კარგი ყაურმა და მწვადები მოდის ხინკალი უკვე ზედმეტია :)
თანაც ხინკალს ცალკე მოცლა უნდა და კეთება ცალკეა მოსული ხინკლაობა. " - ადე კაცო გაიღვიძე, წავიყვანოთ ე ბიჭი, თორე საჯიშე ღორი აღარ დატოვეს ჩემებმაო. " ფინალური ფრაზა იყო ყველაზე კარგი. :D დანარჩენიც კარგად წავიდა ეჰ, კარგია ასეთი "ქელეხები" ;)
შენიშვნა მაქვს ფაქტების სიწორეზე: "კერძოდ კახეთში, ერთი კაი ჩვევა აქვთ, ღორის დაკვლისას, საღამოს, როცა ხალხი იკრიბება ყაურმაზე, თავის მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე, ხინკლის გაკეთებაც იციან."
კახეთი საკმაოდ დიდია და ყველგან არ აქვთ ეგ წესი თუ ჩვევა. მეტიც, უმეტეს ადგილას არა აქვთ. იქ, სადაც თავიდან ჯიგარი იწვება შამფურზე, მერე კარგი ყაურმა და მწვადები მოდის ხინკალი უკვე ზედმეტია :)
თანაც ხინკალს ცალკე მოცლა უნდა და კეთება ცალკეა მოსული ხინკლაობა.
18. არა საყვარელო, არ გიბრაზდები :) ეს სავსებით ბუნებრივია! ცოტა უხერხული კია, მაგრამ უმ ხორცს ახლაც ვერ ვკიდებ ხელს :( ბაზარში ყოველთვის მეუღლე ყიდულობს, მე მხოლოდ ვამუშავებ და იცი როგორ? სხვები იჭერენ, მე მხოლოდ დანას ვუსმევ! ნეტავ თამარ ბუკიამ წაიკითხოს ეს და 20-ში მწვადების დაჭრა-შეწვა მე არ დამავალოს :) :) :) მე მხოლოდ ჭამა მეხერება :) არა საყვარელო, არ გიბრაზდები :) ეს სავსებით ბუნებრივია! ცოტა უხერხული კია, მაგრამ უმ ხორცს ახლაც ვერ ვკიდებ ხელს :( ბაზარში ყოველთვის მეუღლე ყიდულობს, მე მხოლოდ ვამუშავებ და იცი როგორ? სხვები იჭერენ, მე მხოლოდ დანას ვუსმევ! ნეტავ თამარ ბუკიამ წაიკითხოს ეს და 20-ში მწვადების დაჭრა-შეწვა მე არ დამავალოს :) :) :) მე მხოლოდ ჭამა მეხერება :)
17. კი, რეალობაა...და ყველა გემრიელად მივირთმევთ მწვადებს, მაგრამ შენ თვალწინ რომ კლავდნენ იმ ქათამს ხომ ვერ ჭამდი?...ეს ბუნებრივი რეაქციაა...დავითას რაც დაემართა, ისაც... შენვე დაკლა, გულგრილად უყურო ამ საცოდაობას...და მერე გემრიელად და ნეტარებით მიირთვა...ამან გამაბრაზა...სუუულ ცოტათი მაინც შეეწუხებინა სინდის? პირიქით მოეწონა კიდეც ხელობა...:) კაი, ძალიან ნუ გამიბრაზდები...ასეთი რეაქცია მქონდა...ესაც სიმართლეა, რომლის ფასიც შაურია...:)
კი, რეალობაა...და ყველა გემრიელად მივირთმევთ მწვადებს, მაგრამ შენ თვალწინ რომ კლავდნენ იმ ქათამს ხომ ვერ ჭამდი?...ეს ბუნებრივი რეაქციაა...დავითას რაც დაემართა, ისაც... შენვე დაკლა, გულგრილად უყურო ამ საცოდაობას...და მერე გემრიელად და ნეტარებით მიირთვა...ამან გამაბრაზა...სუუულ ცოტათი მაინც შეეწუხებინა სინდის? პირიქით მოეწონა კიდეც ხელობა...:) კაი, ძალიან ნუ გამიბრაზდები...ასეთი რეაქცია მქონდა...ესაც სიმართლეა, რომლის ფასიც შაურია...:)
16. მაგრამ ეს ხომ რეალური, ნამდვილი ცხოვრებაა? მაღაზიებში ხორცი რომ იყიდება, "პარნიკისა" ხომ არ არის? ბავშვობაში ჩემს ოჯახში ქათამი რომ იკვლებოდა, მერე მთელი დღე ვჯღაოდი და არც ვჭამდი... მერე ჩემებმა ასეთ ეშმაკობას მიმართეს - ბებიაჩემი გადიოდა მეზობელთან და დაკლულ ქათამს "ყიდულობდა"! იცით რა გემრიელად მივირთმევდი? არჩეული ნაჭრებიც მქონდა... აბა, ვინმეს გაებედა და ჩემი მოწონებული ნაჭრები შეეჭამა... უუუჰ, ჭილაძე გამახსენდა, ერთი წუთით... – სიმართლის ფასი შაურია, რადგან არავის არ ჭირდება იგი. ტყუილი კი ჯადოსნური წამალივითაა, თვალებზე გადაუსვამ და გათავდა, ისეთ სიზმრებს დაგასიზმრებს, გაღვიძება არ მოგინდება. ამიტომაც ღირს უფრო ძვირი. ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელია, რაც არის ის არის, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ, ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვებზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში. ალბათ აქაც ასე მოხდა: მტკივნეულად გადავიტანეთ უბრალო სიმართლე...
მაგრამ ეს ხომ რეალური, ნამდვილი ცხოვრებაა? მაღაზიებში ხორცი რომ იყიდება, "პარნიკისა" ხომ არ არის? ბავშვობაში ჩემს ოჯახში ქათამი რომ იკვლებოდა, მერე მთელი დღე ვჯღაოდი და არც ვჭამდი... მერე ჩემებმა ასეთ ეშმაკობას მიმართეს - ბებიაჩემი გადიოდა მეზობელთან და დაკლულ ქათამს "ყიდულობდა"! იცით რა გემრიელად მივირთმევდი? არჩეული ნაჭრებიც მქონდა... აბა, ვინმეს გაებედა და ჩემი მოწონებული ნაჭრები შეეჭამა... უუუჰ, ჭილაძე გამახსენდა, ერთი წუთით... – სიმართლის ფასი შაურია, რადგან არავის არ ჭირდება იგი. ტყუილი კი ჯადოსნური წამალივითაა, თვალებზე გადაუსვამ და გათავდა, ისეთ სიზმრებს დაგასიზმრებს, გაღვიძება არ მოგინდება. ამიტომაც ღირს უფრო ძვირი. ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელია, რაც არის ის არის, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ, ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვებზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში. ალბათ აქაც ასე მოხდა: მტკივნეულად გადავიტანეთ უბრალო სიმართლე...
15. სახალისო ისტორია კი იყო, მაგრამ კინაღამ მოვკვდი იმ ღორის საცოდაობით. თუმცა მერე მწვადების ხსენებამ გადამავიწყა ეგ საცოდავი. :D
ეეე, კარგია რა კახეთში! კახელებს გაუმარჯოი!!!! სახალისო ისტორია კი იყო, მაგრამ კინაღამ მოვკვდი იმ ღორის საცოდაობით. თუმცა მერე მწვადების ხსენებამ გადამავიწყა ეგ საცოდავი. :D
ეეე, კარგია რა კახეთში! კახელებს გაუმარჯოი!!!!
14. ბატონო გუგუა! რა სახალისო "ქელეხი" იყო! გაიხარეთ! ჩემი პატივისცემა ავტორსაც და გამომქვეყნებელსაც! ბატონო გუგუა! რა სახალისო "ქელეხი" იყო! გაიხარეთ! ჩემი პატივისცემა ავტორსაც და გამომქვეყნებელსაც!
13. სირცხვილი და თავის მოჭრა, ჩემზე რამ გაფიქრებინა ჭა? ჩემი სიკვდილი ასი წლის შემდეგ... არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია მოყვებოდა... არადა, იცით რა კარგი ბიჭია ელჩი-გიო? მარტო ამ ჩანაწერით რომ არ დაგრჩეთ მასზე შთაბეჭდილება, მაშინ მისი სხვა მოგონებებიც წაიკითხეთ. ეს მისი 37-ე ამბავია. აქამდე მხოლოდ 34 მქონდა, გუშინ კი 3 დამიმატა! სხვასაც გადახედეთ და მაგრად იხალისებთ! რაც მთავარია ელჩი-გიოს სულ სხვა თვალით შეხედავთ! სხვათაშორის ჩემი ბიჭი მადრიდში ელჩი-გიოს გამოგზავნილი რეცეპტით დამზადებული ხინკლით გაუმასპინძლდა თავის მასპინძლებს, სულ CD-ის ტოლი ცომები დავაბრტყელე, როგორც გიოს ეწერაო :) სირცხვილი და თავის მოჭრა, ჩემზე რამ გაფიქრებინა ჭა? ჩემი სიკვდილი ასი წლის შემდეგ... არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია მოყვებოდა... არადა, იცით რა კარგი ბიჭია ელჩი-გიო? მარტო ამ ჩანაწერით რომ არ დაგრჩეთ მასზე შთაბეჭდილება, მაშინ მისი სხვა მოგონებებიც წაიკითხეთ. ეს მისი 37-ე ამბავია. აქამდე მხოლოდ 34 მქონდა, გუშინ კი 3 დამიმატა! სხვასაც გადახედეთ და მაგრად იხალისებთ! რაც მთავარია ელჩი-გიოს სულ სხვა თვალით შეხედავთ! სხვათაშორის ჩემი ბიჭი მადრიდში ელჩი-გიოს გამოგზავნილი რეცეპტით დამზადებული ხინკლით გაუმასპინძლდა თავის მასპინძლებს, სულ CD-ის ტოლი ცომები დავაბრტყელე, როგორც გიოს ეწერაო :)
12. ეხლა წავიკითხე კომენტარები...ცოტატი დავმშვიდდი და გამიხარდა... ავტორი რომ არ აღმოჩნდა ქილერი...:) ეხლა წავიკითხე კომენტარები...ცოტატი დავმშვიდდი და გამიხარდა... ავტორი რომ არ აღმოჩნდა ქილერი...:)
11. ხოდა, მე კიდე ახლობლები თამრი-თი მომმარტავენ... აქ, საიტზე გამა-თამარ-ეს ბავშვებმა და... მეც შევიფერე, რა... :)))))))) ხოდა, მე კიდე ახლობლები თამრი-თი მომმარტავენ... აქ, საიტზე გამა-თამარ-ეს ბავშვებმა და... მეც შევიფერე, რა... :))))))))
10. სიმინდის ღერღილით გამოტყუებულს, წავფხანე მუცელზე და დავიხელთე უკანა ფეხი, ამოვატრიალე და დავითას ვთხოვე დამხმარებოდა, მეორე ფეხი ჯვარედინად გადეჭდო და დაეჭირა უკანა ფეხები. წინა საყრდენი ფეხი, მარცხენა ხელით მიჭირავს და პაპას ყურით ჰყავს დაჭერილი ამხელა ცხოველი. მარჯვენაში, გალესილი ინგლისური სტილის გრძელი დანა მაქვს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს,
მიმიქარავს ქილერი...:(
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზავდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში? სუ დალეწა იქაურობა. მიანგრ-მოანგრია მთელი "სეტკა-ზაბორები", დააწვინა დაბლა ყველა მეტრანახევრის სიმაღლე მცენარე ეზოზე /გადაკრეჭილ ვარდებს ვგულისხმობ/ როგორც იქნა, დავიჭირე და მოვკალი. მართლა მოვკალი, იმას დაკვლა აღარ ერქვა. ამოსვრილი ვიყავი ტალახში და სისხლში. წარმოვიდგინე და...საშინელებაა...:(
ოთხი დღე ვკლავდით ღორებს და მერე დაგინება მიდიოდა, მეორე დილისთვის. აღარ შემოვალ აქ...სასაკლაოზე...:) სიმინდის ღერღილით გამოტყუებულს, წავფხანე მუცელზე და დავიხელთე უკანა ფეხი, ამოვატრიალე და დავითას ვთხოვე დამხმარებოდა, მეორე ფეხი ჯვარედინად გადეჭდო და დაეჭირა უკანა ფეხები. წინა საყრდენი ფეხი, მარცხენა ხელით მიჭირავს და პაპას ყურით ჰყავს დაჭერილი ამხელა ცხოველი. მარჯვენაში, გალესილი ინგლისური სტილის გრძელი დანა მაქვს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს,
მიმიქარავს ქილერი...:(
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზავდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში? სუ დალეწა იქაურობა. მიანგრ-მოანგრია მთელი "სეტკა-ზაბორები", დააწვინა დაბლა ყველა მეტრანახევრის სიმაღლე მცენარე ეზოზე /გადაკრეჭილ ვარდებს ვგულისხმობ/ როგორც იქნა, დავიჭირე და მოვკალი. მართლა მოვკალი, იმას დაკვლა აღარ ერქვა. ამოსვრილი ვიყავი ტალახში და სისხლში. წარმოვიდგინე და...საშინელებაა...:(
ოთხი დღე ვკლავდით ღორებს და მერე დაგინება მიდიოდა, მეორე დილისთვის. აღარ შემოვალ აქ...სასაკლაოზე...:)
9. ვაახ, მაგას რა ჯობია ჩემო თამარ! ვინმე ტელეფონზე რომ მირეკავს, სახელის მიხედვით ვხვდები რომელი "კატეგორიის" ახლობელი მირეკავს :) შინაურები, სტუდენტობის, ქუთაისში მუშაობის დროს გაცნობილები "გუგუათი" მომმართავენ. მეცნიერების სახელმწიფო კომიტეტში მუშაობის შემდეგ გაცნობილები "გიორგითი" მომმართავენ, ზოგი ნამეტანს აკეთებს... ახლადგაცნობილები (სამსახურეობრივად) კუდის მოქნევის პოლიტიკიდან გამომდინარე ზოგი "გიას" მეძახის... ერთხელ ერთმა მდია სულ "გია-გიას" ძახილით, მაგრამ არც მიფიქრია მიმეხედა - რადგან "გია" ნამდვილად არ ვარ! სიამოვნებით ვიღებ "გუგუას", ისედაც პატარა ბიჭად მომაქვს თავი და ახლა კი მართლა დავიჯერებ :) ვაახ, მაგას რა ჯობია ჩემო თამარ! ვინმე ტელეფონზე რომ მირეკავს, სახელის მიხედვით ვხვდები რომელი "კატეგორიის" ახლობელი მირეკავს :) შინაურები, სტუდენტობის, ქუთაისში მუშაობის დროს გაცნობილები "გუგუათი" მომმართავენ. მეცნიერების სახელმწიფო კომიტეტში მუშაობის შემდეგ გაცნობილები "გიორგითი" მომმართავენ, ზოგი ნამეტანს აკეთებს... ახლადგაცნობილები (სამსახურეობრივად) კუდის მოქნევის პოლიტიკიდან გამომდინარე ზოგი "გიას" მეძახის... ერთხელ ერთმა მდია სულ "გია-გიას" ძახილით, მაგრამ არც მიფიქრია მიმეხედა - რადგან "გია" ნამდვილად არ ვარ! სიამოვნებით ვიღებ "გუგუას", ისედაც პატარა ბიჭად მომაქვს თავი და ახლა კი მართლა დავიჯერებ :)
8. გაიხარე, გუგუა! უუფ, ძალიან მომეწონა შენთვის დასაძახებლად ეს სახელი და მგონი "გიორგიზე" ვეღარც გადავიდე... ხომ მითხარი, რაც გინდა დამიძახეო? ჰოოოდა, გუგუააუ გაიხარე შენა. კარგად წერ, კომენტარებსაც! :))))))))
მართლა ბევრი ვიხალისე! შალაურში მეც ვარ ნაქეიფარი... ჩემი დაქალის დედა იყო შალაურიდან და.... უუფ, კაია კახეთი! მასპინძელმა, - "გოო, რო გავიგე ჩამოსდიოდი, სუ ფხაჭან-გლეჯით ამოვირბინე აქამდეო" - მითხრა... :)) :)) 5 გაიხარე, გუგუა! უუფ, ძალიან მომეწონა შენთვის დასაძახებლად ეს სახელი და მგონი "გიორგიზე" ვეღარც გადავიდე... ხომ მითხარი, რაც გინდა დამიძახეო? ჰოოოდა, გუგუააუ გაიხარე შენა. კარგად წერ, კომენტარებსაც! :))))))))
მართლა ბევრი ვიხალისე! შალაურში მეც ვარ ნაქეიფარი... ჩემი დაქალის დედა იყო შალაურიდან და.... უუფ, კაია კახეთი! მასპინძელმა, - "გოო, რო გავიგე ჩამოსდიოდი, სუ ფხაჭან-გლეჯით ამოვირბინე აქამდეო" - მითხრა... :)) :)) 5
7. სანდალა და კიდევ ბევრი, "დასაბმელები" დახდნენ. მოკლედ არ ვაპატიე ჩემი "ამოთუთხვნა". ამასობაში, დანარჩენი სიძეებიც მოიდნეეეეეეენ, თავიანთი წვრილშვილითა. იციან თბილისელებმა ტაქტიკა, თუ როდის უნდა მივიდნენ მზამზარეულზე :D
მშვენიერი თხრობაა 5! სანდალა და კიდევ ბევრი, "დასაბმელები" დახდნენ. მოკლედ არ ვაპატიე ჩემი "ამოთუთხვნა". ამასობაში, დანარჩენი სიძეებიც მოიდნეეეეეეენ, თავიანთი წვრილშვილითა. იციან თბილისელებმა ტაქტიკა, თუ როდის უნდა მივიდნენ მზამზარეულზე :D
მშვენიერი თხრობაა 5!
6. დიდი მადლობა ბატონო რობერტ ასეთი პუნქტუალობისთვის :) რა ვქნა ძმაო, მე არ შემიძლია ილუსტრაციების დამატება და იძულებული ვარ ზოგჯერ შეგაწუხოთ ხოლმე :) დიდი მადლობა ბატონო რობერტ ასეთი პუნქტუალობისთვის :) რა ვქნა ძმაო, მე არ შემიძლია ილუსტრაციების დამატება და იძულებული ვარ ზოგჯერ შეგაწუხოთ ხოლმე :)
5. მაგარა კაცი ხარ შენ ძმაო გიორგი და მაგარი გული გაქვს!!! იდღეგრძელე და იხარე ძამია!!! გაიხარე შენა!!! მაგარა კაცი ხარ შენ ძმაო გიორგი და მაგარი გული გაქვს!!! იდღეგრძელე და იხარე ძამია!!! გაიხარე შენა!!!
4. უნდა ამოვბეჭდო, გიორგი, მოგვიანებით მოგწერ უფრო ვრცელ კომენტარს...... უნდა ამოვბეჭდო, გიორგი, მოგვიანებით მოგწერ უფრო ვრცელ კომენტარს......
3. არა საყვარელო! მე ეგეთები არ მახასიათებს! ადრე, ბავშვობაში ქათამსაც კი ვერ ვკლავდი, არათუ ღორი დამეკლა :( ჩვენი ოჯახი ყოველთვის გიორგობაზე მამალს კლავს. ერთხელაც ბავშვობაში ისე მოხდა რომ მამა ვერ წამოვიდა და ჩვენ წავედით. ბებიაჩემმა დაიჟინა, გინდა თუ არა კაცმა უნდა დაკლასო და მამალა და დანა შემომაჩეჩა ხელში... როგორც კი დიდი ხვეწნისა და მუქარის შემდეგ დანა გადავუსვი, მაშინვე სისხლა იფეთქა... შემეშინდა, შემეცოდა.... მივაგდე ბებიაჩემს აფართხალებული მამალა და ღრიალით გამოვიქეცი სახლში... რაც შეეხება ღორის დაკვლას, ძალიან ცუდ მოგონებებს აღმიძრავს-ხოლმე.... ერთხელ საახალწლოდ სტუმრები გვყოლია. მამაჩემს გამოუტანია ვერცხლის ხანჯალი (პაპაჩემის ნაქონი) და უთქვია, ვინც მარტო დაკლას ამ ღორს, ხანჯალიც მისი იყოსო! გამოსულა ერთი ჭკვიანი და დამოუკიდებლად დაუკლავს... რა თქმა უნდა მწვადებიც მიირთვა და ვერცხლის ანტიკვარი ხანჯალიც წაიღო... როცა მოვიზარდე და შემთხვევით გავიგე ეს ამბავი (მამა უკვე გარდაცვლილი იყო) დედას ვკითხე იმ კაცის ვინაობა, უნდა მივიდე და გამოვართვა-თქო... დედაჩემმა ერთი ამბავი დამაწია, მამაშენმა აჩუქა და შენ რა უფლება გაქვს გამოართვაო? სწორედ მაგიტომაა რომ გასაღებებზე ბრელოკად ის ვერცხლის ჯაჭვი მიკეთია მხოლოდ, რომლითაც პაპაჩემს ვერცხლის ქამარზე ვერცხლის ხანჯალი ეკიდა, იმ ჯაჭვს 20 ივნისს გაჩვენებ სამწვადაოდ რომ ვიქნებით :) არა საყვარელო! მე ეგეთები არ მახასიათებს! ადრე, ბავშვობაში ქათამსაც კი ვერ ვკლავდი, არათუ ღორი დამეკლა :( ჩვენი ოჯახი ყოველთვის გიორგობაზე მამალს კლავს. ერთხელაც ბავშვობაში ისე მოხდა რომ მამა ვერ წამოვიდა და ჩვენ წავედით. ბებიაჩემმა დაიჟინა, გინდა თუ არა კაცმა უნდა დაკლასო და მამალა და დანა შემომაჩეჩა ხელში... როგორც კი დიდი ხვეწნისა და მუქარის შემდეგ დანა გადავუსვი, მაშინვე სისხლა იფეთქა... შემეშინდა, შემეცოდა.... მივაგდე ბებიაჩემს აფართხალებული მამალა და ღრიალით გამოვიქეცი სახლში... რაც შეეხება ღორის დაკვლას, ძალიან ცუდ მოგონებებს აღმიძრავს-ხოლმე.... ერთხელ საახალწლოდ სტუმრები გვყოლია. მამაჩემს გამოუტანია ვერცხლის ხანჯალი (პაპაჩემის ნაქონი) და უთქვია, ვინც მარტო დაკლას ამ ღორს, ხანჯალიც მისი იყოსო! გამოსულა ერთი ჭკვიანი და დამოუკიდებლად დაუკლავს... რა თქმა უნდა მწვადებიც მიირთვა და ვერცხლის ანტიკვარი ხანჯალიც წაიღო... როცა მოვიზარდე და შემთხვევით გავიგე ეს ამბავი (მამა უკვე გარდაცვლილი იყო) დედას ვკითხე იმ კაცის ვინაობა, უნდა მივიდე და გამოვართვა-თქო... დედაჩემმა ერთი ამბავი დამაწია, მამაშენმა აჩუქა და შენ რა უფლება გაქვს გამოართვაო? სწორედ მაგიტომაა რომ გასაღებებზე ბრელოკად ის ვერცხლის ჯაჭვი მიკეთია მხოლოდ, რომლითაც პაპაჩემს ვერცხლის ქამარზე ვერცხლის ხანჯალი ეკიდა, იმ ჯაჭვს 20 ივნისს გაჩვენებ სამწვადაოდ რომ ვიქნებით :)
2. :D კიდე კარგი ეს კომენატრი მოაყოლე :D:D:D თორემ სახტად ვიყავი დარჩენილი ;;) ესაა ჩვენი "კნუტთმოყვარეთა" საზოგადოების წევრი gugua თქოო?! :-O შუა ნაწილში კი ცოტა არ იყოს გავბრაზდი :D ამ შუა მარხვაში ისე ოსტატურადა გაქვს აღწერილი "ღორის ქელეხი" და კახური სუფრა :D პავლოვის რეფლექსმა იმოქმედაა :D:D "მაჩალკის" და საპნის ამბავზე კი მაგრა ვიხალისეე :)) ყველაზე მეტაად კი ის მიხარია, რომ ის "ტარტაროზი" შენ არ აღმოჩნდიი :D მსგავს სცენას ვერანაირად ვერ შევხედავდი და ვეღარც იმ ხორცს გეახლებოდით მერეეე :D:D:D :D კიდე კარგი ეს კომენატრი მოაყოლე :D:D:D თორემ სახტად ვიყავი დარჩენილი ;;) ესაა ჩვენი "კნუტთმოყვარეთა" საზოგადოების წევრი gugua თქოო?! :-O შუა ნაწილში კი ცოტა არ იყოს გავბრაზდი :D ამ შუა მარხვაში ისე ოსტატურადა გაქვს აღწერილი "ღორის ქელეხი" და კახური სუფრა :D პავლოვის რეფლექსმა იმოქმედაა :D:D "მაჩალკის" და საპნის ამბავზე კი მაგრა ვიხალისეე :)) ყველაზე მეტაად კი ის მიხარია, რომ ის "ტარტაროზი" შენ არ აღმოჩნდიი :D მსგავს სცენას ვერანაირად ვერ შევხედავდი და ვეღარც იმ ხორცს გეახლებოდით მერეეე :D:D:D
1. ეს ნამდვილი ამბავი ჩემმა მეგობარმა, ამჟამად ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი ელჩიბეგაშვილმა გამომიგზავნა. რადგან კახელებზე მივაყოლეთ წერა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც შემომეთავაზებინა. თქვენს წინადადებებს და მოსაზრებებს აუცილებლად ვაცნობებ ელჩი-გიოს! ეს ნამდვილი ამბავი ჩემმა მეგობარმა, ამჟამად ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი ელჩიბეგაშვილმა გამომიგზავნა. რადგან კახელებზე მივაყოლეთ წერა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც შემომეთავაზებინა. თქვენს წინადადებებს და მოსაზრებებს აუცილებლად ვაცნობებ ელჩი-გიოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|