ჰაერის ფონზე, შენ აღარ გაიფურჩქნები კენკრის ყვავილივით, მწვავე ნაყოფი მოიცავს შენს სხეულს და მე გამახსენდება, რომ მყავდა იანი, რომელიც ებრძოდა ჩემს გარყვნილებას და მსუბუქი ყოფაქცევის მუზას... იან, მე შევაღწევ შენს წილ ჰაერში და ფილტვებში ჩარჩელილი ვიგრძნობ, რომ მოწევ ღრმა ნაფაზებით, ხელ აკანკალებული სიგარეტის ღერს ჩაიჩრი, იფიქრებ ჩემზე, რომ შენთან არ ვარ. იან, მერე შევაღწევ სისხლძარღვებში ჟანგბადის ბუშტით და შენში გაღვიძებულ დემონს დავამონებ, მე შემიძლია მოვთოკო ჩუმი ნაფაზები შენში, კვლავ იგივეს იფიქრებ დამაბრალებ, რომ მე შენთან არ ვარ და დაუსმევ კითხვას საკუთარ თავს: "რა დამშვიდდა ცემში?", შემდეგ მშვიდად გადაშლი სენტიმენტალი შექსპირის სონეტებს და ბეთჰოვენის ფონზე დედამიწა დატრიალდება უკან... აი იან, შენი ჩიბუხი, რომელიც სიგარეტი იყო. მე ეტლში გვერდზე გიზივარ, იცი?! საღამოა, არა უფრო ღამე და ვარსკვლევები არ ცვივა დღეს კარგადაა დამაგრებული. შენ სადა ფრაკი გაცვია, ხომ გიყვარს სადა ზედატანები? მაგრამ ვერ იტან ვიწრო შარვალს. მე გიყურებ და მეღიმება, მახსოვს 15 წუთის წინ შენს სისხლ ძარღვებში დემონს ვათვინიერებდი, შენც იღიმი იმიტომ, რომ 15 წუთის წინ ეწეოდი და მე მეძებდი. ბედნიერი უყურებ ჩემს ყურებს, მაკვირდები მაღალ კისრიანი, ბურჟუა ქალს ვგავარ ჩაცმულობით და ესეც გსიამოვნებს,ვიყურები ქუჩაში, ღიმილით ვაკვირდები საზოგადოებას, ხელჯოხზე ჩამოყრდნობილი ჩემი ხელი საოცარ სიმშვიდეს ასხივებს. იღიმი, მაგრამ ჩემგან განსხვავებით შენ არ იყურები ქუჩაში, მე მიყურებ, 10 წუთის განმავლობაში უცბად სახე გეცვლება და ხვდები, რომ უკანასკნელად ზიხარ ეტლში, როელსაც არ ყავს მეეტლე სამაგიეროდ ყავს ცხენები, რომლებმაც ისედაც იციან საით წავიდნენ, რადგან ეს გზა არის, გზა არსაით. შენ სათუთად ეხები ჩემს ყურებს... ემშვიდობები. და დღეს მე ისევ ვზივარ ჟანგბადის ბუშტშ, რომელსაც წითელი კედლები აქვს და შენ ისევ ისე გაშმაგებით ეწევი ჩემს მოლოდინში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომეწონა, კარგი წერის მანერა გაქვს. წერე!5 მომეწონა, კარგი წერის მანერა გაქვს. წერე!5
8. მომეწონა მე შენი ნაწერი და ვწერ ჩემ ორიანს აქ :) მომეწონა მე შენი ნაწერი და ვწერ ჩემ ორიანს აქ :)
7. მეც მომწონხარ თფუი რა მომწონხარ მიყვარხარ ენ :* :* :X მეც მომწონხარ თფუი რა მომწონხარ მიყვარხარ ენ :* :* :X
6. ამელიუს :x
აქაც მომწონს,იქაც და საერთოდაც შენ მომწონხარ :-* :-* ამელიუს :x
აქაც მომწონს,იქაც და საერთოდაც შენ მომწონხარ :-* :-*
5. ლამაზად წერთ, ძალიან მომწონს. ლამაზად წერთ, ძალიან მომწონს.
4. არ მჯერა სენტიმენტალური ლაფით გაჟღენთილი რექვიემის ასე რომ.... არ მჯერა სენტიმენტალური ლაფით გაჟღენთილი რექვიემის ასე რომ....
3. არ მჯერა სენტიმენტალური ლაპით გაჟღენთილი რექვიემის ასე რომ.... არ მჯერა სენტიმენტალური ლაპით გაჟღენთილი რექვიემის ასე რომ....
2. ცოტა გადასახედია, შეცდომებია გაპარული. კიდევ ოდნავ გაწელილი მომეჩვენა, მაგრამ მაინც მომეწონა რაღაცით :) ცოტა გადასახედია, შეცდომებია გაპარული. კიდევ ოდნავ გაწელილი მომეჩვენა, მაგრამ მაინც მომეწონა რაღაცით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|