ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტორ
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


ყველაზე წითელ დარდებს მივყვები

ჟამის წირვებით
გავიფერადე მელნით ხილვები,
უკაცრიელი გახდა ფიქრები
და მივეკარი ჟანრულ ფერწერას.

საათის შუშებში მოჩანს ჰიპნოზი
და ზღვის ბრიზებში ჟასმინს ვიპოვნი,
როგორც ახალი სულის ყვავილი
გავშლი,
როგორც მომავლის ზედაპირები...

ჩამოწოლილი თოვლის ზამთრები
იპყრობს ოცნებას ღამით ყოველთვის,
ყველაზე წითელ დარდებს მივყვები
და რომ მიხვდები
აღარ ვიქნები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები