 | ავტორი: კოლხიდელი1987 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 ივნისი, 2010 |
შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“, გამოიხედე აქეთ: ნუთუ არ ღიზიანდბი, როდესაც პირში გაქებთ, ხოლო ზურგს უკან — ძირს გითხრით, შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“, მოჩვენებითი გარჯით?!
ყალბი პრესტიჟის მონები — ყალბისმქნელებიც გავხდით. ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით, სავსე სახლით და დახლით, პურმარილებში თარეშით, ხაშლამითა და ღომით, ყველა ხვრელსა და ნახვრეტში გაძრომა-გამოძრომით!
„ცა-ფირუზ“... მაგრამ სადღაა ის საარაკო ფერი?! ტიალ უდაბნოდ გამხდარა შენი ყანა და ტევრი. ისიც გაგვიხდა საკვეხნად, რომ ვატყუილებთ მოყვასს: ნავენახარში ნაგლეხარს ახლა საზამთრო მოჰყავს!
გაირყვნა და გათაღლითდა, ქვეყნის დაკარგა რიდი, — რძისა და კვერცხის საყიდლად გლეხი ქალაქში მიდის და უხვად აქცევს სიმწრის ოფლს ზვარში კი არა, დახლთან... მ წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი ვინც იყო, მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი გახდა!
არ ვიცი, რა გვეშველება, თუ არ შევიგნებთ ბოლოს, რომ საქართველოს შვილები ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ; ჩვენი პატრონი — ჩვენვე ვართ, არავინაა მეტი და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!
მიხეილ ქვლივიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. +2 :-> :x
და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!
+2 :-> :x
და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!
1. აი ვინ თქვა რურუა არ არისო აქაო ვინა :)) აი ვინ თქვა რურუა არ არისო აქაო ვინა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|