ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ზოგი ჭირი მარგებელია?!

ზოგს მართლა სჯერა
და ზოგმაც თავზე გამოცადა ჭირის სიკარგე...
სხვისი სიკვდილით! –
სხვა ვიღაცას ბედი ქონია...
ზღვა ხალხის ჭირი
სხვა ქვეყანას გახარებია...
და თუ ასეა,
თუ ზოგი ჭირი მარგებელია,
დაე, მე მოვკვდე
და საქართველო იყოს მთლიანი!
........
მაგრამ, თურმე
ჭირსაც ქონია თავის საზომი
და ჩემი წასვლით
მხოლოდ მიწა დამითოვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები