ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2010


. . . ჩაიწვა მორიგი ღერი სიგარეტი . . .

ნისლიან საღამოს ნაცნობ სიმთვრალეში,
სადაც ანგელოზებს ებრძვიან ქაჯები,
დამწვარ-დაფერფლილი ოცნების მორევში,
ჩაიწვა მორიგი ღერი სიგარეტი. . .

                                                            შემივსეთ ფიალა, ავწიოთ ჭიქები,
                                                            ვევედროთ უფალსა, შეგვინდოს ცოდვები,
                                                            ამ მუხთალ სოფელში არ ვკარგოთ წუთები,
                                                            ჩაიწვა მორიგი ღერი სიგარეტი. . .

ჩაიწვა მორიგი ღერი სიგარეტი,
ცოდვილ რეალობას ვუწიოთ თავები,
სევდა ჩავიტანოთ დამპალ სამარეში,
დამცინავ ირონიას ვგრძნობ მე შენს თვალებში. . .

                                                            გაძვალტყავებულა სიტყვა დიდ-ქართველის,
                                                            ძველობას ვიჩემებთ, რა გვაქვს დასაკვეხნი?!
                                                            გული ვეღარ უძლებს დაბზარულ კედლებით,
                                                            ჩაიწვა მორიგი ღერი სიგარეტი. . .

სხვა რა მოგახსენოთ, გულით მოსალხენი?
ჩვენ არ ჩავაყენეთ ქვეყანა ამ დღეში?
ახლა შენც თუ გინდა ჩაწვი სიგარეტი,
იქ სადაც სამშობლოს აქვს გულის კარები. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები