 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2010 |
მე სამყაროს გვერდითი წერტილი... მიდი გაავლე წრფეები,სუყველა შენსკენ, გზა და გზა მონიშნე მოძრაობის ტრაექტორია... სამყარო მიზიდულობის ძალის გარეშე, ავატრიალოთ, ყველა ქუჩა ,ყველა ქალაქი, უწონო მარტოობა უფრო დიდი იქნება, ვერ დაეტევა შენში,ვერც ჩემში, ვერც ზღვაში... ისევ ჯობია დავსვათ ოთხი წერტილი ჩემგან გავლებული წრფეების შიგნით... მე ჩავინიშნავ დროს და მანძილს, რომლითაც ხშირად იტყუებიან და ამბობენ რომ მათ მნიშვნელობა არ აქვთ... შენ უნდა იჩქარო პირობითად, თორემ ხომ ხვდები რომ ნელ-ნელა უფრო ადვილად ვგულმავიწყობ, რადგან წრის ცენტრის ანუ შენი მნიშვნელობა მხოლოდ კლებად სიდიდედ იქცა... ფანქრით წერასაც გადავეჩვიე და დრო ბერვად უფრო უხასიათო გახდა. ჩემს პირობაში უკვე ცნობადი სიდიდე ხარ რაცარუნდა გაგართულო მაინც იხსნები, გიკარგავ ფორმას,გიცვლი სივრცეში ადგილს, რამდენიმე მნიშვნელობას შორის გწერ ხშირად და ამ ყველაფრის შედეგი მაინც უცვლელია ჩემი ნათხოვარი თვალებიდან დაშვებული მზერის მოპირდაპირე ოცდაათ გრდაუსიანი ინტერვალი შენი ნახევარი უძილობის ტოლია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გული დამიწვრილდა ... ტაკ სკაზატ! :) გული დამიწვრილდა ... ტაკ სკაზატ! :)
13. მოდი პოეზიაში მართლწერაზე ნუ დავწვრილმანდებით ძაან უმნიშვნელო პუნქტია:) მოდი პოეზიაში მართლწერაზე ნუ დავწვრილმანდებით ძაან უმნიშვნელო პუნქტია:)
12. რაცარუნდა გაგართულო მაინც იხსნები, ერთი ეს მომეწონა და ისიც არასწორად წერია :( +2 მაინც რაცარუნდა გაგართულო მაინც იხსნები, ერთი ეს მომეწონა და ისიც არასწორად წერია :( +2 მაინც
11. მომეწონა,თუმცა პოეზია....ლექსად ვერ წავიკითხე. ,,რადგან წრის ცენტრის ანუ შენი მნიშვნელობა მხოლოდ კლებად სიდიდედ იქცა...'' ვიმეორებ მომეწონა :D მომეწონა,თუმცა პოეზია....ლექსად ვერ წავიკითხე. ,,რადგან წრის ცენტრის ანუ შენი მნიშვნელობა მხოლოდ კლებად სიდიდედ იქცა...`` ვიმეორებ მომეწონა :D
10. ..
მე მომწონს.. ..
მე მომწონს..
9. მე ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა.... :) წარმატებები და წარმატებები ავტორს კეთილი სურვილებით :-* მე ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა.... :) წარმატებები და წარმატებები ავტორს კეთილი სურვილებით :-*
8. მათემატიკოსი არ ვარ არც ფიზიკოსი:ეგ ერთი,იდეაში სამართალმცოდნე ვარ:P საყავრელო სანო შემდეგ მეორე კუთხეშიც რო ამოვა მერე წრე შეიკვრება და იდეალურიბას იგრძნობ ეგ ორი,რაც შეეხებათ ლურსმნებს ქვეტექსტები ესე ადვილად რო იკითხებოდეს აღარ იქნება ქვეტექსტიი ჰოოდა მექანიკურო ფორთოხალო რო იცოდე როგორ მიყვარხარ თუ რათქმაუნდა ბერჯერსის მექანიკური ფორთოხალი ხარ:) მათემატიკოსი არ ვარ არც ფიზიკოსი:ეგ ერთი,იდეაში სამართალმცოდნე ვარ:P საყავრელო სანო შემდეგ მეორე კუთხეშიც რო ამოვა მერე წრე შეიკვრება და იდეალურიბას იგრძნობ ეგ ორი,რაც შეეხებათ ლურსმნებს ქვეტექსტები ესე ადვილად რო იკითხებოდეს აღარ იქნება ქვეტექსტიი ჰოოდა მექანიკურო ფორთოხალო რო იცოდე როგორ მიყვარხარ თუ რათქმაუნდა ბერჯერსის მექანიკური ფორთოხალი ხარ:)
7. მატემატიკოსი არ ვარ არც ფიზიკოსი:D:D:D:ეგ ერთი საქყავრელო სანო შემდეგ მეორე კუთხეშიც რო ამოვა მერე წრე შეიკვრება და იდეალურიბას იგრძნობ ეგ ორი,რაც შეეხებათ ლურსმნებს ქვეტე მატემატიკოსი არ ვარ არც ფიზიკოსი:D:D:D:ეგ ერთი საქყავრელო სანო შემდეგ მეორე კუთხეშიც რო ამოვა მერე წრე შეიკვრება და იდეალურიბას იგრძნობ ეგ ორი,რაც შეეხებათ ლურსმნებს ქვეტე
6. თქვა მეამიტსახიანმა ფორთოხალმა და დატოვა აქაურობა :)) თქვა მეამიტსახიანმა ფორთოხალმა და დატოვა აქაურობა :))
5. ათასში ერთი გარტყმაა :D ათასში ერთი გარტყმაა :D
4. მე კიდე საერთოდ აზრი ვერ გავიგე .მაგ: რადგან წრის ცენტრის ანუ შენი მნიშვნელობა მხოლოდ კლებად სიდიდედ იქცა... ნუ გეომეტრიაში 9 ქულა მეწერა,მარა ესენი რა შუაშია მაინც ვერ მივხვდი :)) რა ქვეტექსტს შეიცავს მე კიდე საერთოდ აზრი ვერ გავიგე .მაგ: რადგან წრის ცენტრის ანუ შენი მნიშვნელობა მხოლოდ კლებად სიდიდედ იქცა... ნუ გეომეტრიაში 9 ქულა მეწერა,მარა ესენი რა შუაშია მაინც ვერ მივხვდი :)) რა ქვეტექსტს შეიცავს
3. გეომეტრიას ბავშვობიდან ვერ ვიტან:D
ჩემი აზრით ლექსი მეტისმეტად გადატვირთულია წრეებით,წრფეებით,ტრაექტორიებით..უკვე ლექსის შტაBეჭდილებას აღარ მიტოვებ,თავი გაკვეთილზე მგონია....ასე ვთქვათ "გასაცრელია"...სხვა მხრივ კარგია,ანუ Yვავილებზე და რაღაც იდიოტობებზე არაა.. გეომეტრიას ბავშვობიდან ვერ ვიტან:D
ჩემი აზრით ლექსი მეტისმეტად გადატვირთულია წრეებით,წრფეებით,ტრაექტორიებით..უკვე ლექსის შტაBეჭდილებას აღარ მიტოვებ,თავი გაკვეთილზე მგონია....ასე ვთქვათ "გასაცრელია"...სხვა მხრივ კარგია,ანუ Yვავილებზე და რაღაც იდიოტობებზე არაა..
2. აუფ აუფ ეს ტრაექტორიები წრფეები კუთხეები და გეომეტრული ფიგურები ხო ამოვიდა შუბლის მარცხენა კუთხემდე უკვე აუფ აუფ ეს ტრაექტორიები წრფეები კუთხეები და გეომეტრული ფიგურები ხო ამოვიდა შუბლის მარცხენა კუთხემდე უკვე
1. ამ ავტორს როცა ვკითხულობ, სულ მგონია რომ ის ფიზიკოსია ან მათემატიკოსი.. ან კიდევ, არ ვიცი : )
მოკედ, რა მნიშვნელობა აქვს და მომეწონა ლექსი. ფინალი განსაკუთრებით : ) ამ ავტორს როცა ვკითხულობ, სულ მგონია რომ ის ფიზიკოსია ან მათემატიკოსი.. ან კიდევ, არ ვიცი : )
მოკედ, რა მნიშვნელობა აქვს და მომეწონა ლექსი. ფინალი განსაკუთრებით : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|