ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოუბნე
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2010


...

საცაა ჩაესვენება მზე,
მაწუხებს ჩასვენებული მზის სვე,
სიბნელის გენია ნებიანს წააგავს მარტოსულს,
სნებიან აზრებად დაწდება უგონო დღე...
  ბაცდება ნასისხლი მჭირვალე ეთერის შერევით-
  მზე ჩადის, იღვრება უფრო ცხელ ხანძარში,
  (სივრციდან გამომკრთალ თვალებში თრობაა მარადი და ცნობისწადილი)
  სიბნელე საშოა ფანტასტი, სიცოცხლის უშრეტი სათავე,
  დღე-ღამის მოქცევას არა აქვს საზღვარი-აქ საზღვარს ვერავინ გაავლებს.
საცაა ჩაესვენება მზე,
მაწუხებს ჩასვენებული მზის სვე
და კითხვა, რომელიც კითხვაზე მეტია -
რა იქნება ხვალ, იქნება იგივე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები