ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომთაძე
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2010


ჩემი სოფლის მიტოვებულ მიწებს!

აგერ უკვე მერამდენე წელი,
ხშირად, ვეღარ აყვავილებ ხეხილს.
ზოგჯერ წერილს შორეთიდან ელი,
ზოგჯერ ისევ გეჭიდება გლეხი.
რისხვით კოპებს კრავ შავწარბა, მთებით,
რომ მარჯვენა გაგისხვისეს. ტირი,
რომ წიქარა აღარ გბღაჯნის რქებით,
სარეველით ამოგევსო პირი.
ნატრობ შვილებს ნამგალით და კვერით.
მოლოდინე ასე მისთვის ღელავ,
რომ "ნადურით", მადლიანი ხელით,
შეგაკრიჭონ ყანა-თმები ქერა.
ჟინი მერჩის აგისრულო ნატვრა,
მოვიდე და გადაგეგო ყანად,
ქაჩალ ახოს ტყედ დავუწყო ხატვა,
ვაზს წალამი ვენათხოვრო კალმად.
ხარბად ვყნოსო სანუკვარი ალვა,
დილით შენი დანამული სახის. 
მთის ნიავი მონაქროლი სალმად,
კვლავ შევაბა ჩემი ლექსის მარხილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები