ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: poeti-007
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2008


* * *

მამაჩემი 6 წელი იყო ემიგრაციაში, ქალაქ დუბაიში

ისევ მღერის ცა ღვინისფრად დაბინდული
და სამი წლის მონატრება სადა...
თავის თავში ჩაკეტილი კაცის გული
მარტოობას გაექცევა სადა?
ეჰ, ვინ იცის, როგორ ნატრობ, გესვა ღვინო
და ჰანგები ფრანგულივით გექნია,
მამელუქო, არაბეთში ჩარჩენილო
და მგელკაცი გორგასალის სეხნიავ!
ხალხსაც ვკითხე: მითხარითო დანარჩენი
და მომინდა, შენზე ლექსი ისევ მეთქვა...
ხალხმა მითხრა: კაციაო მამაშენი
და ამ გულმაც სიამაყით იწყო ფეთქვა!
გელოდება, ყველაფერი გელოდება,
სიმართლესაც არ სჭირდება მიგნება:
მგლის ლეკვები იზრდებიან მუდამ მგლებად,
კაცის შვილიც, გწამდეს, კაცი იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები