ნაწარმოებები


“ლილე2025“-ს საფინალო შეფასებები. ნახეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: sinner once sinner twice...
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2010


წერილი ძმას

ფილიპ, შენ ერთხელ,
თუმცა მწარედ,
თავიდან ბოლო,
დამანახე და ახლა ჩემით,
ვაპირებ ცურვას,
სადაც სიცოცხლე სახადივით,
დაძრწის ამ წრეზე,
სანუგეშოდაც მათხოვარი,
გავხდები შენი.

ფილიპ, მოისეს დე კარლიტო,
გახსოვს ჩემსავით?
დღეს ორ საათზე, ორი შვილი,
გაუშვა ცაში,
დედა ტიროდა, მაგრამ მოხუცს,
შენც იცი ცრემლი,
არ ეკარება თუმცა გული,
სავსე აქვს დარდით.

ფილიპ, ჩვენს ქუჩას აღარ ჰქვია,
ძველი სახელი,
გადაარქვეს და პატარები,
უკვე სხვა რამეს,
დაუძახებენ მარკოს დუქანს,
სადაც ჩვენ ორნი,
შავი მინიდან ვუყურებდით,
მკერდსავსე ქალებს.

ფილიპ, რამდენჯერ გადავწყვიტე,
ძნელია ცოტა,
მამის საფლავზე გასასვლელად,
არ მეყო ძალა,
რა ვქნა ოთახის ყველა კუთხეს,
დარჩა იერი,
ერთ დროს ოჯახი, მარტო ჩემით,
სულდგმულობს ახლა.

ფილიპ, ეს იყო, სულ ეს მქონდა,
სათქმელი შენთვის,
თუ მაინც ერთხელ, გადაწყვიტე,
ჩამოსვლა სახლში,
ჩაგეხუტები როგორც მაშინ,
წლების წინ ძმურად,
სანამ ჭაღარა თმაზე მიწას,
დამაყრის ხალხი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები