ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო-მესამე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2010


***

ჩემში ჩაიღვარა ხალხთა ირონია,
სული ისევ ისე ნაიარევია,
ერთი რაც კი მიხსნის, უფლის მირონია,
რადგან ეკლესიის კარი ამრევია

მეც, რომ გადამედო ცოდვის ინფექცია
ამას ლექსებიდან ყრუც კი გაიგონებს,
ჩემი შემხედვარე შენაც ძლიერ გცივა,
სცივათ შექსპირებს და სცივათ ბაირონებს

ლექსებს რატომაც ვწერ ვიცი არც კი მგონი,
ნიჭი ლექსის წერას როდი აიოლებს?
აჰყვა შექსპირი და აჰყვა ბაირონი.
მერე ყველა გიჟი ამათ აიყოლეს

ზამთარს უხდებოდა. მაშინ ფიფქები და
ცოტა ეროტიკაც ძლიერ აზამთრებდა.
ახლა, ხეებიც კი აღარ შიშვლდებიან.
ზამთრით პოეტიც კი არსად აღარ თვრება

ჩემში ჩაიღვარა ხალხთა გულისწყრომა
მე. კი აღარ დამრჩა საღი სულის კიდე
ჩემმა შექსპირმა და ჩემმა ბაირონმა.
ერთად მიღალატეს, ფეხზე დამიკიდეს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები