ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საუნჯე
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2010


ჩემი ცხოვრება ტანჯვაა მხოლოდ
და სული ისევ ანგრევს ნაპირებს,
მითხარ სიკვდილო ბოლოსდაბოლოს
ჩემამდე მოსვლას როდის აპირებ?

ნუთუ? სიყვარულს გაუჩნდა კიბო
და უკანასკნელ გზაზე ვაცილებ,
შენსკენ სავალი გზა თუ გაიყო
მაშინ ეს სიკვდილს გამიადვილებს.

შენ დავიწყებ ვიცი ჩემ სახელს
და ჩემზე ფიქრებს გაატან ქარებს
ტკივილი თვალებს ვეღარ აახელს
და მზის სარქველთან ჩამომატარებს.

ეს ბედისწერა ყოფილა ჩემი,
ფქრები ისევ გითევენ ღამეს,
მკაცრი ცხოვრების ეს განაჩენი
მალე სიცოცხლეს ჩამოაღამებს.

ჟკდება ოცნება,სატანა ზეობს,
დარდი სიხარულს ისევ აჯობებს,
ვიცი, ცხოვრება მომიგებს მე ომს,
მაგრამ ვერასდროს ვერ დამაჩოქებს..…

თუ სიყვარული ტანჯვაა მხოლოდ
სული კი ისევ ანგრევს ნაპირებს,
მაშინ მითხარით ბოლოსდაბოლოს
სიკვდილი მოსვლას როდის აპირებს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები