ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 ივნისი, 2010


მოხუცი კაცი

ქარში და მზეში ქუჩის კუთხეში,
მოხუცი კაცი დგას თავდახრილი,
ათრთოლებია ბებერი ხელი,
ცრემლი შემშრალა თვალის უპეში!
ამ ცხოვრებისგან არაფერს ელის,
აღარც სიხარულს და აღარც წყენას,
შემოუძარცვავს წლებს იმედები,
ვით შემოდგომით ხეებს ფოთლები...
ბედის გრიგალებს ის აღარ ებრძვის,
უკვე დანებდა,ბრძოლა დასრულდა!
შეშლილ სამყაროს სიმშვიდით უმზერს
და მცირედითაც კმაყოფილია,
მერე ბრუნდება თავის ძველ სახლში,
სადაც ცივა და სიმარტოვეა,
სადაც წლებია არავინ ელის!
რა ამაოა თურმე ყოველი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები