ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაშიდ
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2010


Y Tu Mama Tambien





შენ დაიბადე და მაშინ სამჯერ, დედაშენს უთხრა სატანამ წადი,
სიკვდილი ადრე, არასდროს გვიან, შავ მოსასხამში ამრავლებს გველებს,
წამმა წაიღო ძველი ღვარძლი და ახალი შხამი ჩაძირა ზღურბლზე,
მე გელოდები, ღია კარიდან,  დამძრალ რევოლვერს დაგადებ შუბლზე.
(გრძელ ცოდვის გზაზე ჩიხია ზოგჯერ)


ჩონჩხებში თვალებს დავეძებ სანთლით, თუმცა ძნელია ვიპოვნე ერთი,
("აქსიოს" - ამბობ),
საფლავის ქვებმა  დაწიეს მიწა, იქედნეს ღიმილს სახეზე აწვიმს,
სამჯერ იქუხა წითელი სისხლი, თეთრ კედლებს ღებავს აპათიურად,
მე ვიცი თუმცა ძნელია მუდამ, ასეა ზოგჯერ "გაწირვა რაბი,"

(ხელებმა კანკალს აღწიეს თავი, თანხმობა გვითხრეს, მე და ჩემს ნებას).

დაკრძალვას ალბათ დახრული ძვლები, ადრე თუ გვიან სადღაც ტყის ბოლოს,
მგლების ყმუილში ტურების ხმები, ჩვენ დაგვრჩენია დღეს სანუგეშოდ,
დაღლილ მიწაზე, სახადით სავსე, წყლის მორევს მოსდევს დაშლილი სახლი,
სადღაც საკვამურს, უკვამლოდ ბევრი, მოხუცი კაცი მიათრევს მარხილს.

შენ დაიბადე, და დედამ გითხრა, შვილო, ძნელია ნუ იზამ ასე,
ეს რომ არ გექნა, ვინ იქნებოდი შენ დღეს ამ ცოდვილ დედამიწაზე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები