ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემარეტა
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2010


მარადიული სული

                         
        გულს მიწყალებს ჩარჩოში ჩასმული ნახატები,  რა ჟანრისას არ უნდა იყოს. მგონია  ჩარჩოში ვერაფერი ეტევა, მითუმეტეს ადამიანის ბობოქარი სული და მეცოდებიან ის სხეულები , არსებები თუ ადამიანები, რომლებიც ნახატებზეა გამოსახული და რომელებიც ბევრს უსულოდ მიაჩნია.  ვთვლი რომ ყველა ნახატს აქვს სული , ყველა ნახატს აქვს  საკუთარი სუნი  და  საკუთარი მელოდია , რომლებსაც შედევრების დათვალირებისას უთოუდ ვგრძნობ და აღვიქვამ. .
ყველა ნახატზე ვგრძნობ ადამიანის, ხის ,ყვავილის, ცხოველისა თუ ფრინველის ,მიწისა თუ ცის , სრულიად ყველაფრის , ყველა არსების  გულისცემას .
შედევრის დანახვისას თვით მისი შემოქმედის პულსით ძგერს ჩემი გული.  ნახატის სუნს შევიგრძნობ ,  მისი ჰანგები  კი ათრობენ ჩემს სხეულს და უდიდეს სიამოვნებას განვიცდი .
მეც ვხატავ...
ოღონდ მხოლოდ ჩემთვის ...
ახლახან ერთი კაცი დავხატე, საოცრად სევდიანი, დანაღვლიანებული სახით,
მაგრამ მისი თვალების დახატვა ვერ შევძელი და დავუხუჭე.
დავუხუჭე იმიტომ ,რომ ვიცოდი ვერ გადმოვცემდი მის სევდას და საოცარ წუხილს, რომელიც მის სახეს საოცრად იდუმალს ხდიდა.
საერთოდ ნახატს ჩარჩოში არასდროს ვსვამ  . უბრალო მუყაოს ქაღალდზე ვაწებებ ტილოს და შემდეგ ვხატავ.  ეს ბოლო ნახატი კი ჩავსვი ჩარჩოში.  მივაჭედე ჩემი ოთახის ჭერზე და დაწოლილი  დიდი ხანი ვუყურებდი , ვგრძნობდი მასში რაღაც მისტიურს  და ვგრძნობდი რომ ამ ნახატს რაღაც გააჩნდა ჩემ. მერე ჩამოვხსენი და  ლოგინის ქვეშ შევდე, რომ არავის ენახა ჩემი ყველაზე შიშისმომგვრელი და დამრთგუნველი ტილო.
იმ დღიდან  , რაღაც ხმაური მაღვიძებდა ღამით  , თითქოს მესმოდა ტკაცუნის და მტვრევის ხმა,  თითქოს ვგრძნობდი, რომ ტილოზე გამოსახული კაცი ჩარჩოს ლეწავდა განრისხებით, მერე ფანჯარას ამტვრევდა და მეექვსე სართულიდან ხტებოდა. ეს საშინელი სცენა  რამდერნიმე ღამეს  გრძელდებოდა ასე. მე კი საწოლში ცივ ოფლში ვიწურებოდი და მეშინოდა ,მეშინოდა მხოლოდ საკუთარი თავის.
რამოდენიმე დღის შემდეგ ეს ნახატი წავიღე , ჩუმად გავახვიე თეთრ ნაჭერში და ერთ უკაცრიელ  ადგილას ცეცხლი მოვუკიდე.  ტილოში გახვეული ნახატმა  საზარლად მოძრაობა დაიწყო .  მესმოდა ტირილი და კბილების კრაჭუნი ... შემდეგ გავიგონე საშინელი ყვირილი  მინდოდა დავხმარებოდი,  ბოლოს ვნახე მისი ზედა ნახევარი ნაწილი ,რომელიც ცეცხლმოკიდებული უფრო საზარლად ჩანდა, მეტს  ვერ გავუძელი და გამოვიქეცი ,უკანმოუხედავად .

სახლში , ერთ ღამეს, როცა მთვარის ტიალს ვუყურებდი უცივეს ცაზე , როცა ვხედავდი ღრუბლებს შორის გაბნეულ  სევდას , მივხვდი რომ
ის იყო ჩემი ავტოპორტრეტი , საკუთარი “მე” რომელიც ერთ ნაგლეჯ ტილოზე გადმოვანთხიე ფუნჯებით . საკუთარი "მე" რომელიც ცდილობდა ჩარჩოების დამსხვრევას და მე კი მას ამის უფლება ვერ  მივეცი  და მისი ოცნებები ცეცხლს გავატანე .
მაგრამ  , ხომ ბოლომდე არ მიყურებია მისი დაფერფვლა .და ახლა ვხვდები რომ ის უკვდავია და ვერანაირი ცეცხლი ვერ დაწვავს მის ბობოქარ ლტოლვას და მისწრაფებებს ,ვგრძობ რომ  დამიბრუნდა და სხეულში ჩასახლდა ,მაგრამ სანახევროდ.
იმ ნახატის ნახევარი დღემდე ცხოვრობს ჩემს სხეულში .ხშირად ვნახულობ მას გონებაში , რომელიც ჩემი ნახატების უზარმაზარ  გალერეად ქცეულა, სადაც გამოფენილია შექმნილი თუ ჯერ არშექმნილ იდეათა კორიანტელი.
ბოლო ნახატი უფრო  ხშირად ფანჯრიდან ყურებისას მახსენდება და მგონია ფანჯარა ჩარჩოა . მინდება მისი დამტვრევა, მისგან გათავისუფლება  და გაფრენა ,ეს ყველაფერი წამიერად.  საერთოდ კი აზრი, გონება, სხეული  გალერიის იმ  ბოლო ოთახისკენ მიიწევს , სადაც  ნახატის ნახევარია დასვენებული. მიიწევს  რათა კვლავ შეურთდეს იმ საოცარ ქმნილებას რომელსაც ადამიანის  მარადიული სული შევარქვი...
 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები