ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2010


იწვიმებს რ ო დ ი ს?!

კულმინაცია.
სახეზე ნაკვთებს ფერგაცლილი მიმიკა აწევთ!
წყვეტილი რუკა
და - ტროტუარს ვაბიჯებ მძიმედ.
გათოშილ სხეულს -
მოყვითალო ამინდი ხუთავს
ვიწრო ქუჩაში,
სადაც ქვაფენილს
ჭიანჭველის სორო აჭრელებს...
და
ცხელი ორთქლი ხარბად შთანთქავს აყალო მიწას.
- - -
აკაციები...
მშრალი ჰავა თრგუნავს გაზაფხულს
და
ჩრდილნარევი ჰამაკებიც ისე დამძიმდა
რუს სიახლოვეს...
სადაც მხატვარი
ყ ვ ი თ ე ლ ფერში ქარგავს ლილიებს...
- - -
დღეგამოშვებით...
(ამ ბოლო დროს) სულ იშვიათად
თუ აწკრიალდა რუს სიმღერა
აკაციებთან...
და
ბროწეული ვეღარ იტევს გამხმარ ყვავილებს.
იწვიმებს რ ო დ ი ს?!
- - -
მხატვარი ტილოს მოყვითალო კონტურს ავლებდა!
და
საბოლოოდ მიეკედლა სიმწვანეს მუქი...
- - -
იწვიმებს რ ო დ ი ს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები