ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურანდა აჩელაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2010


ერთხელ

ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო,
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა, ალბათ.

ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი,
"უზრდელი ხარო" - მომახალა არც ისე წყნარად.

ერთხელ დავკარგე ბავშვობის მეგობარი,
გაუგებრობა.. ჩემი ბრალი არ იყო მართლაც;

ერთხელ დავკარგე ბავშვობის მეგობარი
და იმის შემდეგ არ მინახავს, წავიდა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,ეს იყო მშრალი შიში
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი (ვიყვი მთვრალი)
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ, ჩაიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული.. მხოლოდ?
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.

ერთხელ შევცოდე, უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით
და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.

ერთხელ ვინატრე _ გაგება და ნაყინი მარწყვით,
ყინული, ქარი... ერთხელ გახდა ყველაფერი, ნათქვამზე ცხადი.

ერთხელ შევცდი არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე,
სანანებელი არაფერი გამიხდება დღეს ქვეყანაზე.

ერთხელ მივხვდი, ცხოვრებაში სიზიფე ვარ და ისევ, "მაგრამ"
ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია როცა გაგიღიმებს ცალყბად.

ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ,
როცა ამერია გზები,
როცა სიტყვებით ზეცაც გავხიე,
როცა ანგელოზს მოვტეხე ფრთები.
როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა,
თვალები- სავსე ცრემლით,
როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა,
სისხლი მოტეხილი ფრთების,
როცა სიძულვილმა რისხვით გადმოხეთქა,
ზევით სამოთხიდან წვიმად,
როცა ერთხელ მივხვდი, ის რაც ერთხელ მოხდა
ერთხელ სიცოცხლედაც ღირდა.

2005წ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები