ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2010


ოცნება, სახელად /\/ ! /\/ !

ყოველ საღამოს ღმერთს ვევედრები,
რომ კვლავ შემეხონ შენი ხელები,
გაყინულ ტანზე, როცა მოვკვდები,
დამეცეს შენი ცხარე ცრემლები. . .

მე უშენობით დღითიდღე ვკვდები,
ნერვიულობით ვიმატე წლები,
მე შენში მუდამ მიყვარდა ერთი,
ბავშვური, ლაღი, ნაზი ქალღმერთი. . .

ნუთუ ასეთი მარგუნა ბედი,
ღმერთმა გამწირა თავისი შვილი...
ეს მერამდენე გავიდა წელი,
რაც უიმედოდ მჯერა და გიცდი. . .

ცხოვრებას ვებრძვი, ავივსე ჯავრით,
დაღს დამიტოვებს ეს გრძნობა, ჩვილი,
სულსაც ამომხდის, ნელ-ნელა, ტანჯვით,
ეს განწირული გულისტკივილი. . .

ვახ, რომ არასდროს ჩაქრება ჩემში,
მოუთოკავი, მებრძოლი ჟინი,
ბოლოჯერ ვმღერი მოკვდავი გედი,
მრჩება ოცნება, სახელად ნინი . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები