 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 4 ივლისი, 2010 |
ვიცი მკითხველი განაწყენდება, იტყვის, ვინ მისცა ამას უფლება?! სამყაროს ცენტრად თავის თავს ხედავს, არც კი აწუხებს სინდისის ქენჯნა...
მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მეტად, მე ვარ ტანჯული, ამ ქვეყნის ზედა, უმისოდ ჩემთვის დღისითაც ბნელა, გთხოვთ, მომიტევეთ, თუ ცუდად გესმათ...
* * *
ცად გაიმართა ანგელოზთ ბჭობა, რომ ამოვწყვიტოთ კაცობრიობა, ხალხმა ერთურთის დაიწყო მტრობა, ახლა კი მათი გაწყვეტის დროა...
განკარგულებას მხარს უჭერს ყველა, უფლის განზრახვას ემორჩილება, მარტოდენ ერთი წმინდანი რჩება, დიდ მოსამართლეს კამათს უბედავს :
- ღმერთო, გემხრობა წმინდანთ არმია, მაგრამ რაც ითქვა დასაზრახია, კაცთა მოდგმისთვის სალოცავი ხართ, ეგ ბრძანება კი ძალზე მკაცრია...
დიდო მეუფევ მომეცით შანსი, რომ დაგანახოთ სიკეთის ფასი, გავგზავნოთ ქვეყნად პატარა კაცი, დიდი გულით და ჟინით მამაცით...
უნდა შეეძლოს მას სიყვარული, სიმწრისგან უნდა ტკიოდეს გული, იესოს ჯვარი ატაროს სულით, არა გაცვალოს რწმენა და რჯული...
- უფალს ეამა და გადაწყვიტა, ხალხისთვის ბოლო გამოცდის ხილვა, განსაცდელი კი ძლიერ ამძიმა, მოკვდავი მშობა ქალაქ თბილისსა...
ქალაქში სადაც ძმა ძმის მტერია, გარყვნილების და ცოდვის ჭერია, სადაც კანონი მხოლოდ მგლურია და სიყვარული არვის სწყურია...
წყეულიმც იყოს დღე ექვსი მარტი, ის დღე, როდესაც ამქვეყნად გავჩნდი, ირგვლივ მიდამოს ანგრევდა ქარი, ბუნებაც გრძნობდა სიმძიმეს ტანჯვის...
უფალს შესთხოვა კვლავ ანგელოზმა :
- უფალო ვშობოთ მზეთუნახავი, ულამაზესი, მშვიდი და ნაზი, ჩვენი მოკვდავის იყოს ლამპარი, მოაჯადოვოს ის ერთი ნახვით...
- შენ ჩაისახე, აფრინეს მტრედი, და დაიბადე ზუსტად ცხრა თვეში, შვიდსა დეკემბერს, მეუფეს ნებით, იბადებოდა ჩემი ქალღმერთი...
მას შემდეგ განვლო მრავალმა წელმა, ჩვენ გავიზარდეთ, დრომ დაგვაბერა, ერთ მშვენიერ დღეს შეგვყარა ბედმა, თავი მივეცით თავდავიწყებას...
ერთურთზე ფიქრში გვითენებია, ასე არავის არ ყვარებია, ბალიში ბევრჯერ გვისველებია, უწინ სიცილი, დღეს ნაღველია...
მტრულმა ცხოვრებამ გამაბოროტა, ვერ გაგიფრთხილდი, დაგკარგე ობლად, იმ დღიდან ვიწყე უსისხლო ბრძოლა, და დავუდექი ამ გრძნობას მონად...
ოცნება აღარ არის ფერადი, ის ანგელოზიც გლოვობს ზეცაში, ვერ გავამართლე მისი ზრახვანი, შენს გულში სხვა ზის, გულის დარაჯი...
ის ვერც კი ხვდება რას მიაღწია, ქალღმერთის გული მოინადირა, ჩემი ადგილი მან დაიმკვიდრა, ის გეფერება, ჩემზე ახია...
შენს სახეს ვუმზერ, ვფიქრობ მღელვარედ, მე მეზიზღები მეტად ყველაზე, რადგან არ ძალმიძს რომ არ მიყვარდე, და მეყვარები, კუბოს ფიცრამდე ! ! !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ხუთიანო პალიაჩო :)))))))
მესამე კომენტარზე გამეღიმა არ წაუკითხავს და ლექსის შეფაება აქვს არაჩვეულებრივი :))))) ხუთიანო პალიაჩო :)))))))
მესამე კომენტარზე გამეღიმა არ წაუკითხავს და ლექსის შეფაება აქვს არაჩვეულებრივი :)))))
14. კანონზომიერება თავდაყირა დაუყენებია ავტორს და მისი მდგომარეობაც ბუნებრივად გამოიყურება.
ლექსი დახარჯული ამდენი სიტყვა და აზრი მთლიანად შინაარსობრივი აბსურდია. იმედს დავიტოვებ, რომ ავტორი მასკარადული ფანტაზიის გამოვლენას შეეცადა და ვერ გამოუვიდა. მაინც წარმატებები კანონზომიერება თავდაყირა დაუყენებია ავტორს და მისი მდგომარეობაც ბუნებრივად გამოიყურება.
ლექსი დახარჯული ამდენი სიტყვა და აზრი მთლიანად შინაარსობრივი აბსურდია. იმედს დავიტოვებ, რომ ავტორი მასკარადული ფანტაზიის გამოვლენას შეეცადა და ვერ გამოუვიდა. მაინც წარმატებები
13. იესოს ჯვარი ატაროს სულით...:) .....დასანანია :( იესოს ჯვარი ატაროს სულით...:) .....დასანანია :(
12. xooo mdzime situaciaaa TO :D xooo mdzime situaciaaa TO :D
11. რადგან არ ძალმიძს რომ არ მიყვარდე, და მეყვარები, კუბოს ფიცრამდე ! ! !
ეჰ რადგან არ ძალმიძს რომ არ მიყვარდე, და მეყვარები, კუბოს ფიცრამდე ! ! !
ეჰ
9. მაგას შენ ვერასდროს გაიგებ "ამიგო"... ;) მაგას შენ ვერასდროს გაიგებ "ამიგო"... ;)
8. ამდენი და ასეთი უაზრო რარაც რამ დაგაწერინა ტო ამდენი და ასეთი უაზრო რარაც რამ დაგაწერინა ტო
7. მე არ ვარ რელიგიური ფანატიკოსი .:) უბრალოდ ეს არის ძალიან სუსტი ლექსი. :) აქა იქ აბსურდულიც კი. რითმებიც ცოტა არ იყოს და ამაოდ აცხადებენ პრეტენზიას კონვენციურობაზე. :) ფორმაც მოძველებულია და საერთოდ არაა მხატვრული სახე (ყოველ შემთხვევაში გამართული), არ აქვს არცერთი მიგნება, არც რიტმი. და ბოლოს და ბოლოს სასვენი ნიშნების დანიშნულებაა აშკარად შეცვლილი.. რა უბედურებაა ამდენი მრავალწერტილები. უუფ.. დავიღალე ჯერ კითხვით მერე წერით. :დ მე არ ვარ რელიგიური ფანატიკოსი .:) უბრალოდ ეს არის ძალიან სუსტი ლექსი. :) აქა იქ აბსურდულიც კი. რითმებიც ცოტა არ იყოს და ამაოდ აცხადებენ პრეტენზიას კონვენციურობაზე. :) ფორმაც მოძველებულია და საერთოდ არაა მხატვრული სახე (ყოველ შემთხვევაში გამართული), არ აქვს არცერთი მიგნება, არც რიტმი. და ბოლოს და ბოლოს სასვენი ნიშნების დანიშნულებაა აშკარად შეცვლილი.. რა უბედურებაა ამდენი მრავალწერტილები. უუფ.. დავიღალე ჯერ კითხვით მერე წერით. :დ
6. მე ვეგონო, სწორად. მწყინს, რომ გტკივა :( მე ვეგონო, სწორად. მწყინს, რომ გტკივა :(
5. შენს სახეს ვუმზერ, ვფიქრობ მღელვარედ, მე მეზიზღები მეტად ყველაზე, რადგან არ ძალმიძს რომ არ მიყვარდე, და მეყვარები, კუბოს ფიცრამდე ! ! !
:):) რავიცი მე მომეწონაა,თავიდანვე გაგვაფრთხილა ავტორმა და თქვენ ემარეტა ეტყობა კარგად ვერ გაიგეთ ,,, აქ არაა არაფრის მტკიცება,მხოლოდ ფანტაზიაა და ნაზი გრძნობა და არააა გასაკრიტიკებელი მასე !!!
მომწონსს ,გაიხარე ავტორო :):) (ჰო,მართლა ნაცნობი არ ვეგონო არავის პალიაჩის) შენს სახეს ვუმზერ, ვფიქრობ მღელვარედ, მე მეზიზღები მეტად ყველაზე, რადგან არ ძალმიძს რომ არ მიყვარდე, და მეყვარები, კუბოს ფიცრამდე ! ! !
:):) რავიცი მე მომეწონაა,თავიდანვე გაგვაფრთხილა ავტორმა და თქვენ ემარეტა ეტყობა კარგად ვერ გაიგეთ ,,, აქ არაა არაფრის მტკიცება,მხოლოდ ფანტაზიაა და ნაზი გრძნობა და არააა გასაკრიტიკებელი მასე !!!
მომწონსს ,გაიხარე ავტორო :):) (ჰო,მართლა ნაცნობი არ ვეგონო არავის პალიაჩის)
4. მაგარი ხალხი ხართ :D:D:D უკვე დაჟე არც კითხულობთ და უკვე მკიცხავთ... :D თქვენ შემოგევლეთ... არც მე ვარ იაღოველი, მაგრამ არავის გაუკიცხავს ალიგიერი სამოთხეში მოგზაურობისთვის... არავის აქვს უფლება დამიწუნოს ის, რაც თავისი თვალით არ უნახავს... ეს ჩემი ხედვაა, ჩემი ფანტაზია და თუ არ მოგწონთ, თქვენს ფანტაზიას მიხედეთ... მე აქ არც უფალი გამიკიცხავს და არც ანგელოზი, უბრალოდ გავაფორმე ჩემი სევდიანი სიყვარულის ისტორია... კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბოლო კომენტარისთვის ... ნუ ღელავ, შენნაირი აქ კიდევ ბევრი დაწერს... ;) მაგარი ხალხი ხართ :D:D:D უკვე დაჟე არც კითხულობთ და უკვე მკიცხავთ... :D თქვენ შემოგევლეთ... არც მე ვარ იაღოველი, მაგრამ არავის გაუკიცხავს ალიგიერი სამოთხეში მოგზაურობისთვის... არავის აქვს უფლება დამიწუნოს ის, რაც თავისი თვალით არ უნახავს... ეს ჩემი ხედვაა, ჩემი ფანტაზია და თუ არ მოგწონთ, თქვენს ფანტაზიას მიხედეთ... მე აქ არც უფალი გამიკიცხავს და არც ანგელოზი, უბრალოდ გავაფორმე ჩემი სევდიანი სიყვარულის ისტორია... კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბოლო კომენტარისთვის ... ნუ ღელავ, შენნაირი აქ კიდევ ბევრი დაწერს... ;)
3. ვერ წავიკითხე , და აზრის გამოთქმის უფლებაც არმაქვს წესით მაგრამ . იმას მაინც ვიტყვი რატო ვერ წავიკითხე ,თავიდანვე რაღაც ძალიან მოგონილი ტექსტით იწყება , არმჯერაა ასეე, არმჯერაა ასეთი ტონით ნაწერის, და ამ დონით ნაწერის ... ცუდია ვერ წავიკითხე , და აზრის გამოთქმის უფლებაც არმაქვს წესით მაგრამ . იმას მაინც ვიტყვი რატო ვერ წავიკითხე ,თავიდანვე რაღაც ძალიან მოგონილი ტექსტით იწყება , არმჯერაა ასეე, არმჯერაა ასეთი ტონით ნაწერის, და ამ დონით ნაწერის ... ცუდია
2. sagol giush sagol :* sheni imedi maq dzma... kubo ki jer adrea :D:D :*:* sagol giush sagol :* sheni imedi maq dzma... kubo ki jer adrea :D:D :*:*
1. ცად გაიმართა ანგელოზთ ბჭობა, რომ ამოვწყვიტოთ კაცობრიობა, ხალხმა ერთურთის დაიწყო მტრობა, ახლა კი მათი გაწყვეტის დროა...
ერთია ძმა ,რომ ზეცაში ანგელოზების მსგავსი შინაარსის ბჭობა აბსურდია ;)
სიყვარულის გრძნობა კარგია და წარმატებები მაგ საქმეში ( : ცად გაიმართა ანგელოზთ ბჭობა, რომ ამოვწყვიტოთ კაცობრიობა, ხალხმა ერთურთის დაიწყო მტრობა, ახლა კი მათი გაწყვეტის დროა...
ერთია ძმა ,რომ ზეცაში ანგელოზების მსგავსი შინაარსის ბჭობა აბსურდია ;)
სიყვარულის გრძნობა კარგია და წარმატებები მაგ საქმეში ( :
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|