 | ავტორი: გოგონა ჟანრი: პროზა 4 ივლისი, 2010 |
როცა ცხოვრება /ღმერთი, გაძლევს იმას, ვინც შენს მაგივრად იდგება მყარად მიწაზე, შენ კი მის მაგივრად იფრენ.. შენი გაურკვეველი ფსევდო კაპრიზებით, ფსევდოდ მოუშლი ნერვებს და მერე ის ყველაზე მართლად ჩაგეხუტება. სიცივეში გაგათბობს, სიცხეში გაგაგრილებს. ფსევდოდ არ გაეღიმება შენს ბავშვურ კითხვაზე და მართლად შეეკუმშება გული, შენი ღიმილის დანახვისას. შენს თითებს თავის ხელებში მოიქცევს, თავის თვალს შენსას გაუსწორებს და გასაქანს არ დაგიტოვებს. მხოლოდ სუნთქავ.. რამდენიმე წამის მერე, შენს სუნთქვას თავისი თბილი ტუჩებით აცობს და შენში ამ დროს აბრეშუმის პეპლები იბადებიან.. ამბობენ, პეპლები ცოტახანს ცოცხლობენო, მაგრამ ეს ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოკლე სიცოცხლეა, რომელიც იმდენჯერ იბადება, რამდენჯერაც.. ნუ დათვლი. მერე შენს შუბლს მის გულზე ადებ და ღრმად სუნთქავ, რაღაცის გეშინია. ის თავის ხელებს იღებს და შენს აბურდულ თმაზე გადებს და გეფერება. ის მყარად დგას მიწაზე და საშუალებას გაძლევს იფრინო. შენ ოქროს თევზი ხარ, რომელიც სანუკვარ სურვილებს ასრულებს. მას შენ არ უნატრიხარ, მაგრამ გამოჩნდი.
ეხლა მის გულზე შენი შუბლი გაქვს მიბჯენილი და ვერც კი ხვდებით, როგორ აღმოჩნდით ბედნიერების განმარტებით ლექსიკონში.
05:45
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჰო, კარგია და მომეწონა :)
ჰო, კარგია და მომეწონა :)
6. კარგია :) გაიხარე!
555555555 კარგია :) გაიხარე!
555555555
5. შენ ოქროს თევზი ხარ, რომელიც ჩაუფიქრებელ სურვილებს ასრულებს. მას შენ არ უნატრიხარ, მაგრამ გამოჩნდი.
ეხლა მის გულზე შენი შუბლი გაქვს მიბჯენილი და ვერც კი ხვდებით, როგორ აღმოჩნდით ბედნიერების განმარტებით ლექსიკონში.
მივხვდი :) აღარ დავითვლი. კარგი გოგონა ხარ :) შენ ოქროს თევზი ხარ, რომელიც ჩაუფიქრებელ სურვილებს ასრულებს. მას შენ არ უნატრიხარ, მაგრამ გამოჩნდი.
ეხლა მის გულზე შენი შუბლი გაქვს მიბჯენილი და ვერც კი ხვდებით, როგორ აღმოჩნდით ბედნიერების განმარტებით ლექსიკონში.
მივხვდი :) აღარ დავითვლი. კარგი გოგონა ხარ :)
3. :-* :-* სალ მომწონს :) :-* :-* სალ მომწონს :)
2. ის მყარად დგას მიწაზე და საშუალებას გაძლევს იფრინო.
ის მყარად დგას მიწაზე და საშუალებას გაძლევს იფრინო.
1. მხოლოდ სუნთქავ.. რამდენიმე წამის მერე, შენს სუნთქვას თავისი თბილი ტუჩებით აცობს და შენში ამ დროს აბრეშუმის პეპლები იბადებიან.. ამბობენ, პეპლები ცოტახანს ცოცხლობენო, მაგრამ ეს ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოკლე სიცოცხლეა, რომელიც იმდენჯერ იბადება, რამდენჯერაც.. ნუ დათვლი. :) მხოლოდ სუნთქავ.. რამდენიმე წამის მერე, შენს სუნთქვას თავისი თბილი ტუჩებით აცობს და შენში ამ დროს აბრეშუმის პეპლები იბადებიან.. ამბობენ, პეპლები ცოტახანს ცოცხლობენო, მაგრამ ეს ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოკლე სიცოცხლეა, რომელიც იმდენჯერ იბადება, რამდენჯერაც.. ნუ დათვლი. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|