 | ავტორი: ვახო92 ჟანრი: პოეზია 2 ნოემბერი, 2011 |
ვერ დავივიწყებ მე შენს თვალებს, ასე ბედნიერს, თითქოს ფარული მზრუნველობით რომ მუდამ მლოცავს, ვერ დავივიწყებ შენი ბაგის ჯადოსნურ იერს, ვერ დავივიწყებ ვერასოდეს იმ პირველ კოცნას.
ვერ დავივიწყებ მე სიმაღლეს შენი სულისას, მუდამ განმსჭვალულს და მონათლულს ღვთიური გრძნობით, ვერ დავივიწყებ მე მაგ სითბოს შენი გულისას, სითბოს, რომელიც უსასრულოდ ჩემს გულთან მოდის.
ვერ დავივიწყებ მაგ თითების უკვდავ სინაზეს, რომელთა ცქერა მუდამ მიღძრავს შეხების სურვილს, ვერ დავივიწყებ უსასრულო ფიქრსაც იმაზე, თუ როგორია სიახლოვე მაგ ფაქიზ სულის.
ვერ დავივიწყებ ვერც იმ სურნელს შენი სხეულის, რომელიც ვარდის სურნელსა ჰგავს, მუდამ მაბრუებს. ვერც იმ სიხარულს განწირული სულის ეულის, რომელსაც ერთი შენი სიტყვაც უკან აბრუნებს.
ვერ დაგივიწყებ თუნდ ვიტირო, მუდამ დღედაღამ, ვერ ვუღალატებ ჩვენს ოცნების უკვდავ ბილიკებს, ვერ დავივიწყებ სიყვარულის ცრემლს შენს თვალთაგან. იმ უსპეტაკეს ერთ ცრემლსაც კი ვერ დავივიწყებ.
ვერ დავივიწყებ ვერც შენს ღიმილს სულ შვების მომგვრელს. ვერ დავივიწყებ მაგ ქაოსურ დალალის რხევას, მოგელი როგორც სატრფოს , როგორც სულიერ მოძმეს ისევე, როგორც მარტოსული ადამი ევას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჯინა თქვენ ყველა სიტყვას პირდაპირ იგებთ, მე რომ დამიწერეთ თავისუფლების მზეს გაყვებით ღამეშიო, უბრალოდ სირცხვილია რომ რისი თქმაც მინდა ვერ მიხვდეს კაცი, კაცი კი არა ბავშვი მიხვდება,
რა უნდა მზეს ღამეშიო - მეც ვიცი რომ მზე ღამეს არ ამოდის :D
პირდაპირად ნუ უდგებით ყველაფერს :)
პატივისცემით მიქაელი :) ჯინა თქვენ ყველა სიტყვას პირდაპირ იგებთ, მე რომ დამიწერეთ თავისუფლების მზეს გაყვებით ღამეშიო, უბრალოდ სირცხვილია რომ რისი თქმაც მინდა ვერ მიხვდეს კაცი, კაცი კი არა ბავშვი მიხვდება,
რა უნდა მზეს ღამეშიო - მეც ვიცი რომ მზე ღამეს არ ამოდის :D
პირდაპირად ნუ უდგებით ყველაფერს :)
პატივისცემით მიქაელი :)
3. +2 კაი დასასრული იყო, წარმატებები :) +2 კაი დასასრული იყო, წარმატებები :)
2. თითების სინაზეს რას ერჩი ჯინა? მითუმეტეს უკვდავს?:)
სხეული და ეული, ამან მომკლა მე :)
და ადამის მარტოსულობამ კიდე :) თითების სინაზეს რას ერჩი ჯინა? მითუმეტეს უკვდავს?:)
სხეული და ეული, ამან მომკლა მე :)
და ადამის მარტოსულობამ კიდე :)
1. "ბაგის ჯადოსნური იერი", "თითების უკვდავი სინაზე", "ქაოსური დალალის რხევა" – არაა ეს არც მხატვრული სახეები და არც მხატვრული მეთოდი...
"მოგელი როგორც სატრფოს , როგორც სულიერ მოძმეს" სატრფო სულიერი მეგობარ კი შეიძლება იყოს...მაგრამ აი, მოძმე აქ სრულიად შეუფერებელია. მოძმე სულ სხვა რამეა... მოკლედ, მე ვერ!... წარმატებები!.. "ბაგის ჯადოსნური იერი", "თითების უკვდავი სინაზე", "ქაოსური დალალის რხევა" – არაა ეს არც მხატვრული სახეები და არც მხატვრული მეთოდი...
"მოგელი როგორც სატრფოს , როგორც სულიერ მოძმეს" სატრფო სულიერი მეგობარ კი შეიძლება იყოს...მაგრამ აი, მოძმე აქ სრულიად შეუფერებელია. მოძმე სულ სხვა რამეა... მოკლედ, მე ვერ!... წარმატებები!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|