ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცენ-ზორი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


გულგრილობა

სიცოცხლეს როგორც კონიაკს ვწრუპავთ,
და კვამლში ვახრჩობთ ფიქრებს უაზროს,
ირონიული ღიმილით ვუცდით,
ვუცდით,სიცოცხლე როდის უარგვყოფს.
კარგად გამოგვდის-გულგრილნი ვიყოთ,
ჩვენს ილუზიას ფრთები არა აქვს
ველით ავსებას... გულს კი ჯიუტად
ყველა ტკივილი ისევ გადააქვს.
შუბლზე დამღაა: ბარაბას ხვედრი!
სულს სინანული ისევ დააზრობს,
არ გვინდა მუზა-ბინძური მდედრი
ახლა სხეულს რომ ლექსად გვთავაზობს!
ჩვენ ისე დიდხანს ვისხედით  წყალთან,
ესეც ბედია ალბათ გაგვთვალეს,
მტრის გვამი რაა?! მალე დინება
მეგობრის გვამსაც ჩამოატარებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები