ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემარეტა
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2010


..... ( როცა ქარებს შორის იმალები)

როცა ქარებს შორის იმალები,
მხოლოდ ნიავს ვგრძნობ ფანჯრებთან.
მიწამ გაზაფხული გაიხადა ,
იებს როგორ ვუთხრა - \"მენატრება\"

მახსოვს მაისში რომ მზე შევღებეთ,
უფრო ვინსენტურად მოყვითალოდ,
მერე გვირილებს რომ თეთრს ვაცლიდით,
მერე მინდვრის სუნში-\"მიყვარხარო\"

ვაწყობ მოგონებებს ჩემს თაროზე,
შემდეგ გამალებით ცას ავყურებ.
ასე ვერცხლისფერი ღამე არმინახავს ,
ალბათ ვარსკვლავებით დააპურე.

როცა ქარებს შორის იმალები,
მხოლოდ ნიავს ვგრძნობ ფანჯრებთან.
მიწამ გაზაფხული გაიხადა ,
მე კი ის მაისი მენატრება ...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები