ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელადონა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


მზის სხივი

დაბინდულ სულში შემოაღწევს მზის ათინათი,
როგორც შანდალი, დაადგება ის ფიქრთა მორევს,
პერგამენტივით დაიხვევა უსასოება,
იმედის თვალით დავაკვდები სანატრელ შორეთს...

წუხელ რომ მოწყდა მოწითალო ფოთოლი ჭადრის
და ეს სურათი ტკივილივით აეკრა სარკმელს...
ახლა მზის სხივი შხეფებივით ეცემა, ცვივა
და ხელის გულით  უკვდავების ანდამატს აკმევს...
                                                                                                                                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები