ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2010


შენ ჩემზე მეტი...

შენ ჩემზე მეტი არაფრით არ ხარ,
ჩემს შემდეგ სუნთქავ, ჩემს შემდეგ დგახარ...
და იმ სახითაც  თითქოს რომ მგავხარ,
ჩემზე ლამაზი ოდნავაც არ ხარ.

შენ მოგიძულეს ჩემმა ფიქრებმა,
დაგტევდი უწინ ტუჩებთან ახლოს,
მაგრამ როგორცკი შეხება გსურდა:
შენ ჩემთან ახლოს... თვალებმა გნახოს !...

შემოგატარე ყელს კოცნა ყულფად,
და ჩამოგკიდებ ამ თოკზე მარტო,
და შენი სულის სულ ბოლო სუნთქვაც...
მარტო სიკვდილში მაჯობებ ვატყობ!....

შემოგიგრძნობდი მე უწინ სრულად,
შენთან ვითხოვდი დარჩენას მარტო,
და შენი ტუჩის ტროპიკულ მუზას...
გადავიტანდი პოლუსთან ახლოს!...

შენ როგორ გინდა მაგრამ... ვერ ხატავ,
შენ ვერც ლექსს წერ და ვერც გრძნობებს მართავ,
შენ ჩემზე სუსტი ჩემს სახეს ხატავ,
და ჩემთან ერთად უფსკრულში მარხავ.

შენ ჩემზე მეტი არაფრით არ ხარ...
ჩემს შემდეგ ცოცხლობ, ჩემს ჰაერს შთანთქავ,
და ... იმ სახითაც, თითქოს რომ მგავხარ...
ჩემზე ლამაზიი ?...  წამითაც არ ხარ ...

მარიამ კიკნაველიძე 2010წ. 8 მარტი : )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები