 | ავტორი: ქარაგმა ჟანრი: პოეზია 20 ივლისი, 2010 |
ლექსი ამატკივა ვირუსმა - დრომ, მოცარტის პარტია, ძიეზით „დო“... რომი და მარტინი, ქვიშა და მზე, აკორდი - მარტივი, კლავიში - „რე...“
სევდის ტრამალებზე მოწყენა წვიმს, მაინც გავალექსე ეს ცივი „მი,“ და გული შენს სიტყვებს მინდივით ფქვავს, ჰენდელი დავიწყე, ბემოლით „ფა...“
ირევა მუსიკა, აკორდებს მთხოვს, უცხოთა გუნდს მიჰყავს შეშლილი „სოლ...“ მარსზე სანოვაგე გადააქვს სხვას, მე ვრჩები ოთახში, ვაწვალებ „ლას...“
მერე სიმარტოვე იმდენად მღლის, ვაჩქარებ ვალტორნებს აიღონ „სი,“ კლავიშზე სიცივე საეჭვოდ დუმს, ჰაერის სიმცირე ანელებს გულს...
მე არსად მოგყვები, მე რაღაც მჭირს, აქ ჩემი სახლია, აქ ცხოვრობს ის. მე მაინც კლავიშებს ვუზივარ დღეს, ველი ნაგვიანებ აპრილის თვეს...
ლექსი ამატკივა ვირუსმა - დრომ, მოცარტის პარტია... „ფა...“ „მი...“ „რე...“ „დო...“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. რიტმული თამაში სიტყვებით მუსიკის თანხლებით:)
რიტმული თამაში სიტყვებით მუსიკის თანხლებით:)
16. საინტერესა ირევა მუსიკა, აკორდებს მთხოვს, უცხოთა გუნდს მიჰყავს შეშლილი „სოლ...“ მარსზე სანოვაგე გადააქვს სხვას, მე ვრჩები ოთახში, ვაწვალებ „ლას...“ 5 საინტერესა ირევა მუსიკა, აკორდებს მთხოვს, უცხოთა გუნდს მიჰყავს შეშლილი „სოლ...“ მარსზე სანოვაგე გადააქვს სხვას, მე ვრჩები ოთახში, ვაწვალებ „ლას...“ 5
15. სალვადორის არ ვიცი და ჩემი ქულა კომენტარის რიგით ნომერს შემთხვევით დაემთხვა =)) ეს კითხვა გქონდა? სალვადორის არ ვიცი და ჩემი ქულა კომენტარის რიგით ნომერს შემთხვევით დაემთხვა =)) ეს კითხვა გქონდა?
14. არაუშავს.
ველურთან და სალვადორთან კითხვა მექნებოდა ერთი მარა თავს შევიკავებ :)
3 არაუშავს.
ველურთან და სალვადორთან კითხვა მექნებოდა ერთი მარა თავს შევიკავებ :)
3
13. ლამაზი ლექსია მომეწონა ლამაზი ლექსია მომეწონა
12. საინტერესოა.... გამა ლექსით....სულის მღერებით.... ნოტებზე მსგავსი მცდელობა მეცა მაქვს და ნახე, თუ არ დაგეზარება.....;) ეს მომეწონა.....;) საინტერესოა.... გამა ლექსით....სულის მღერებით.... ნოტებზე მსგავსი მცდელობა მეცა მაქვს და ნახე, თუ არ დაგეზარება.....;) ეს მომეწონა.....;)
11. გენაცვალე შენა! მშვენიერი სულის გამაა! +2 გენაცვალე შენა! მშვენიერი სულის გამაა! +2
10. რა მელოდიურია :) სასიამოვნოდ იკითხება, ლამაზია ძალიან :) რა მელოდიურია :) სასიამოვნოდ იკითხება, ლამაზია ძალიან :)
9. დიდი მადლობა... დიდი მადლობა...
8. ორიგინალურია თავისი ფორმით, სასურველი ემოციაც მოიტანა! წარმოვიდგინე შეყვარებული გოგონა როიალთან, თვადავიწყებით, რომ აჟღერებს რომელიღაც რომანსს. ორიგინალურია თავისი ფორმით, სასურველი ემოციაც მოიტანა! წარმოვიდგინე შეყვარებული გოგონა როიალთან, თვადავიწყებით, რომ აჟღერებს რომელიღაც რომანსს.
7. მადლობა ყველას...:) მადლობა ყველას...:)
6. მუსიკა, სევდა და მოლოდინი იგრძნობა...მომეწონა... მუსიკა, სევდა და მოლოდინი იგრძნობა...მომეწონა...
3. კი კარგია +2 კი კარგია +2
2. გმადლობთ!:) გმადლობთ!:)
1. საინტერესო ლექსია :) ძალიან მომეწონა :) საინტერესო ლექსია :) ძალიან მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|