ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


წრეზე ტრიალი

                                  "წასვლა საჭიროა, წესია, ასევეა "

                                                                რ.გეთიაშვილი

თითქმის ყოველთვის ასე ხდება : ჩნდება კედელი
მხოლოდ ჰაერის ,მაგრამ მტკიცე ,უფრო ძლიერი
და ისევ ვიწევთ სადღაც უკან დამწვარ ხიდისკენ
(ხიდებს სულ ვწვავდით -უკანა გზის დასალიერი).
და ამის მერე ოცნებები, დაპირებები,
ერთ დიდ სამარხში ჩავასვენთ როცა მოგვიკვდნენ
და ორის შუა აღმართული დიდი კედელი,
რომელზეც სხვები ეცადნენ და ვერ გადმოვიდნენ
არ დავანგრიეთ. ვისხედით და როგორც სარკეში,
ისე  ვუმზერდით ერთმანეთს და არც კი გვრცხვენოდა.
ჩვენს მიერ უკვე  გაცვეთილი სიტყვა “მიყვარხარ”
ეგდო კუთხეში ეტყობოდა გადაღლილობა.
ასე დავშროდით ერთმანეთის სულებს , სხეულებს
გრძნობები დახრეს დამარხვამდე ეჭვის ჭიებმა
და ახლა როცა ერთმანეთის გზაზე ჩავივლით
ვიმედოვნებთ რომ ყველაფერი გვეპატიება.
თითქმის ყოველთვის ასე ხდება :ჩნდება კედელი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები