ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პუშკინ.
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2010


ყველა – ოკეანის ნაპირას.


მოხუცებული პოეტი სარკის წინ იდგა
ფერწასული და ხედავდა სრულყოფილ სიბერეს.
ოთახის სიცარიელე
სრული სივრცის შეგრძნებას
ბოლომდე ახერხებდა.
მოხუცის ღიმილნარევი სახე
სარკის უტეხ სიცივეს ებღაუჭება
და იმეორებს :
ალბათ  ყველაფერი არაფერია!
ალბათ  ყველაფერი არაფერია!
და ამ მზეს სხვა
დღისთვის ვინახავდი.

სასოწარკვეთის ზღვარზე,
გადაჭარბებული ირონიით და 
მომაკვდინებელი სუნთქვით,
ქალივით იჩენდა თავს პარანოია .
საათი უკანასკნელად ითვლიდა მოხუცის გაჭაღარავებულ თმის ღერებს .
ჩუმი მიმართვა დაასრულა მოხუცმა მოხუცთან  და ამ უკანასკნელმა
სარკე კედლისკენ შეატრიალა.
დრომ უვადო კარანტინი გამოუცხადა ყველას
და ყოველივეს ! 
ღამემ შეუკვეთა კუბო .
დილით:
ცა შავი ძოძებით შეიმოსა და 
ზურგისკენ გადაბრუნდა დედამიწა.
დღის 2 საათზე კუბო მიწაში ჩაუშვეს.
შემოდგომამ ფოთლებით თაიგული შეკრა და
პოეტს სიყვითლე თან ჩააყოლა,
რისთვისაც იდუმალებმა გაასამართლეს
და ზამთრის წინაშე დაწვეს !
დღეს ! 
ნაცნობი გრძნობების მარტივი გამომჟღავნება,
მორიდებიდან სიყვარულამდე, 
"დალუქულია !"
თავები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს,
ნაბიჯები მისალმებიდან ხსოვნამდე,
"დალუქულია !"
საყოველთაო ომებმა სრულიად სამყაროს,
მე და აი უკვე თქვნც,
ჩამოგვართვეს სიყვარულის ისტორია.
(ამოვიშალეთ და ვგავართ არაფერს)
ეს ისტორიაც ძვირფასო, 
შენიდან ჩემამდე
"|დალუქულია !"

უკანასკნელ აღდგომას, ღმერთმა დედამიწა გააგორა. ცამ და ოკეანემ ადგილები გაცვალეს.
მას შემდეგ გამეფდა "არაფერი" მოხუცი ღმერთი ოკეანის ნაპირას სამუდამოდ ჩაფიქრდა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები