ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2010


დღეს

დიდი ამბავი, თუ წახვედი!
დღეს მე ვიქნები ბედნიერი.
ადრე ავდგები.
ცივი შხაპი და
ცივი ყავა,
ზედაც - სიგ... არა!
არა, სიგარეტს აღარც მოვწევ,
გადავყრი ნივთებს,
ყველაფერს ერთად,
რასაც შენი კვალი ატყვია,
მერე ჩავიცვამ ახალთახალებს,
კარს გავიკეტავ
და ყველა შემხვედრს
გავუღიმებ,
მერე დავყვები
ადგილებს,
სადაც
არასდროს ვყოფილვართ ერთად:
ქალაქს და დაბას,
უდაბნოსაც.
ჩემი იქნება ცაც და მიწაც,
დღეცა და ღამეც,
ძილიც,
ღვიძილიც.

კმარა ცხოვრება,
სიყვარულისჯარისკაცული,
როცა შენია ყველაფერი,
რაც საჭიროა,
და გავიწყებენ, რა გინდოდა;
როცა გეძლევა ყველაფერი,
უფლება კი - არ...

შენ, უსასრულო ორჭოფობავ,
თქვენც, ტკივილებო,
წუხილებო,
ჩუმო დარდებო,
და თქვენც, შიშებო,
სწორდით!
სმენა!
ახლა რიგზე გაითვალეთ
და ერთიანად,
ჩემი გულიდან ნაბიჯით იაააარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები