ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მესამე
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2010


ტრფობის ფლაერი...

კანზე მეცემა ფერთა მიმოსვლა.
სიცხე ტანისა აღწევს მწვერვალებს.
დოჩანაშვილი მწარედ მილოცავს–
ვეღარ ვკითხულობ ცისფერ მწველ თვალებს.
ოფლმა დამასხა უდაბნოს ქვიშით,
ვხედავ ღიმილის ფართო გასაღებს.
უცნობ სიტყვებში დახრჩობის შიშით
რიფების გასწვრივ ვეძებ გასასვლელს.
ემოციების ტალღების ქაფზე,
როგორც მედუზა, ვისრუტავ ჰაერს
და საღებავით გადამფრენ ქარზე
გიფორმებ ტრფობის დაულევ ფლაერს.



            20 ივნისი
სევდა, სიბერე,
ჩემი თუ სხვისი–
მაინც მიმღერე,
20 ივნისი.
ღამე...
–ტერენტი, ვიცი!
მალე...
20 ივნისი
ვტირი.
გრიმით ვიცინი.
გმირი.
20 ივნისი,
მღვიძავს.
–მწარეა ვისკი,
ბიძა!
20 ივნისი,
წვიმა.
–ვუყვარვარ?ვიცი!
მტკივა.
20 ივნისი.
თამო!
რატომ განვიცდი?
ვნანობ.
20 ივნისი,
სარკე.
პუტკუნა ბიჭი
–ვარ მე.
20 ივნისი.
–რატომ?
–დროა ეს ნისლი,
ბატო!
20 ივნისი,
გწერდი...
–ნეტავ ვინ მიზის
გვერდით?!
20 ივნისი,
მარტო...
დღესაც დაისი
ლალობს.
20 ივნისი...
–მერე?
–მე გადავიწვი,
მენდე!
20 ივნისი...
–როდის?
–მე დავიბადე?
მოვკვდი..........


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები