ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


დაგვიანებული ლექსი ამინდს

იმდენად მზარდია
ახლა წინაღობა
ჩვენ შორის ძაბვაა
თურმე
ორასოცი.
ძნელია მოტივით ახლა
ინაღვლო
ან
მარტივი მიზეზით
დროსთან ონავრობდე.


რა ვქნა, თუ დრო
ისე სწრაფად
აღარ გადის.
(ისრების ტრიალში
ზარმაცობს მეისრე).
რა ვქნა,თუ ზაფხულის ფერთა
ავანგარდით
გადაღლილ ქუჩებში ნიავს
ვერ ვეღირსე.


იმდენად მზარდია
ახლა
წინაღობა,
ვშიშობ,რომ გრძნობებში
ჩვენ ვერ გავნოლდებით.
დეზერტირ იონებს
ელვამ მიაგნოს
და
მიწაზე განმუხტოს ომის კანონებით...


იწვიმოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს