ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკომეფურა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2010


კედლებზე ვხატავ საღებავი აჩნდება შავად,
არსი ამ ხატვის ბნელ ცხოვრების ანარეკლია
თეთრი ლაქები, რომ აჩნდება ამ შავბ-ნელ ნახატს
ეს ცხოვრებაში ნათელი დღის აჩრდილებია.

ვხატავ ამ ნახატს, მაგრამ უკვე ფუნჯი გაფუჭდა
ეს ჩემი ხელი ამ ჩემ გრძნობას არ ემონება,
ავსახავ გრძნობას სიყვარულის, მაგრამ ამჟამად
ფუნჯი ასახავს გრნობას შავბნელს და სიკვდილისას.

ვხატავ ნახატი გამოვიდა ის სულ სხვაგვარი
მე ის ნახატი უსასრულოდ ემსაუბრება,
მეამბორება გრძნობა შავი და ვნება ბნელი
თურმე სიკვდილი არ გინდა და ის მაინც მოვა.

ეს გრძნობა ახლა მეფისტოფოლს მე შევადარე
სიცოცხლე მწადის, მაგრამ მე ის აღარ მახარებს
სიკვდილს მიქადის და სიცოცხლეს ისე მისწრაფებს,
როგორც ფაუსტი განიცდიდა სიკვდილ-სიცოცხლეს.

არვიცი გავა ხანი კიდევ ნამღერი ბევრჯერ,
მაგრამ სიკვდილი მე უთუოდ გამანადგურებს,
მჯერა უფალი არ გამწირავს უკუნისამდე
წამიერ ტრფობას მომანიჭებს ამ ქვეყანაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები