ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2010


ლალის

ტუჩები მწიფე და თაკარა,
თვალები ლურჯი და კამკამა,
ცხოვრებამ სიცხადე დაკარგა
და ალბათ, ესეც არ მაკმარა!
დაშანთა წამწამთა სიშავე -
ხელებში აყვანილს მიგაფრენ!
ვარსკვლავებს(ცის ლამპიონები)
აისის ისრებით თიშავენ...
იშვა განთიადი ცისმარე -
დასუსხა ღიმილი ლალებმა,
მთვარეს კი მზის სხივზე ნიშნავენ,
ქილიკი ატეხეს ქალებმა.
და ისევ - თვალები კამკამა,
და ისევ - ტუჩები თაკარა,
ცხოვრებამ?
ცხოვრებამ დამკარგა
და ალბათ, ესეც არ მაკმარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები