ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟანა ებიუტერნი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ივლისი, 2008

მორის უტრილო - მონმარტრის სევდიანი ჩხუბისთავი

მორის უტრილო დაიბადა 1883 წლის 25 დეკემბერს პარიზში, მონმარტრის რაიონში. დედამისი იყო ცნობილი მენატურე სუზანა ვალადონი, მამის ვინაობა ცნობილი არ არის, ერთ-ერთი ვერსიით მამამისი იყო მოყვარული მხატვარი გვარად ბუასი. დედა ერთ დროს პოზირებდა ისეთ მხატვრებთან, როგორიც იყო ოგიუსტ რენუარი და ბერტა მორიზო. 1891 წელს ბიჭუნა იშვილა ესპანელმა მხატვარმა, კრიტიკოსმა და მწერალმა მიგელ უტრიომ (Мигель Утрийо).
მორის სისტემატური მხატვრული განათლება არ მიუღია, ზოგიერთი პრინციპი მას დედამ ასწავლა, ზოგი რამ მან თვითონ შეითვისა მხატვრებისგან, რომლებიც მონმარტრზე ხატავდნენ. შედეგად მან დაწყო ქალაქის პეიზაჟების ხატვა, რომლებიც უბრალო ადამიანებს მოწონდათ, მაგრამ დიდხანს რჩებოდა ხელოვნებათმცოდნეებისა და კრიტიკოსების აღიარების გარეშე. უტრილოს მანერაში შეიძლება დაინახოთ პოსტიმპრესიონიზმისა და პრიმიტივიზმის შტრიხები. 1906 წლამდე მხატვარი თავის ნამუშევრებს მორის ვალადონის სახელით აწერდა ხელს, შემდეგ მამობილის გვარი მიიღო.

კრიტიკოსებმა ურტილო დააფასეს მხოლოდ 1910-ში. 1920-იან წლებში მხატვარი საერთაშორისო მასშტაბით გაიცნეს. 1929 წელს საფრანგეთის მთავრობამ დააჯილდოვა საპატიო ლეგიონის ორდენით. 1935 წელს უტრილო დაქორწინდა ლუსი ვალორზე და მასთან ერთად გაემგზავრა პარიზის გარეუბან ლე-ვიზინეში. მხატვარი გარდაიცალა 1955 წლის 5 ნოემბერს დაკსში, ლანდის დეპარტამენტში. დაკრძალულია მონმარტრის სენ-ვენსანის სასაფლაოზე.

რამდენიმე ნაწყვეტი ვიტალი ვილენკინის წიგნიდან „ამადეო მოდილიანი“:

„(მოდილიანს) ყველაზე პირველად მონმარტრი უტრილომ გააცნო. ისინი როგორღაც სწრაფად შეეწყვნენ ერთმანეთს და იოლად გამონახეს საერთო ენა. თუმცა, ჩვეულებრივ, უტრილოსთან ურთიერთობა იოლი არ იყო. თუ მოდილიანის სინაგანი გულჩახვეულობა ბევრისთვის ამოუცნობი რჩებოდა, სამაგიეროდ მისი ახალი მეგობრის უსასოო მარტოობა მაშინვე თვალში ეცემოდა ყველას. საკმარისი იყო დაგენახათ მისი ღიმილი - „შეშინებული და იმავე დროს დამცინავი და იდუმალი“ - როგორც ამბობს მწერალი ფრანცისკო კარკო, რომელიც კარგად იცნობდა უტრილოს, - ღიმილი, რომელიც მის მეტისმეტად ფერმკრთალ, ლამაზ სახეზე „თითქოს რაღაც მტანჯველ ტიკად ქცეულიყო“. რაღაც მიამიტი, ბავშვური გეცემოდათ თვალში ამ ახალგაზრდა, აწოწილი მხატვრის დანახვაზე. იგი ყოველთვის დაუდევრად, თითქმის მათხოვრულად იყო ჩაცმული, მუდამ საღებავებით მოთხვრილი დადიოდა. რაღაც შესაბრალისი იგრძნობოდა მის აჩქარებულ, არეულ სიარულშიც. უცხო პირს დაუჯერებლად მოეჩენებოდა, რომ სწორედ მან დაიმკვიდა მთელს მონმარტრზე თავზეხელაღებული ლოთისა და მოჩხუბრის სახელი, რომ ხშირად სარკეებსაც ამტვრევდა დუქნებში და თითქმის ყოველ ღამეს პოლიციის განყოფილებაში ათენებდა, რომ მას ჰკიცხავდა და დასცინოდა ყველა „წესიერი ადამიანი“. ჩვეულებრივ უწყინარი ბნების ამგვარი გაშმაგება სიმთვრალეში სხვა არა ყო რა, თუ არა ავადმყყოფური აფეთქება გაუნელებელი მწუხარებისა, ბავშვობიდანვე გულში ჩაკლული სევდისა, რასაც სათავე დაუდო მისმა მიუსაფარმა, უსახლკარო ცხოვრებამ. უტრილო იყო შვილი სუზანა ვალადონისა, ერთ დროს განთქმული ცირკის აკრობატისა, რომელიც პოზიორობდა რენუართან, დეგასა და ტულუზ ლოტრეკთან. დეგასაგან ისწავლა მან ხატვა და ფერწერა და მალე სახელიც გაითქვა, როგორც ნიჭიერმა, თავისებურმა მხატვარმა. უტრილომ არ იცოდა, ვინ იყო მისი მამა, გვარი კი დედის ერთი მეგობრისგან მიიღო, რომელიც თვალით არასოდეს ენახა. დაცინვა და აბუჩად აგდება ამის გამო მობეზრებული ჰქონდა სკოლაშიც და შემდეგაც. სურათებს კი მაინც ჯიუტად აწერდა: „მორის უტრილო ვ.“, ესე იგი ვალადონი, რადგან აღმერთებდა დედას.“
(პატარა უტრილო)

„იმხანად მონმარტრზე ამ თვითნასწავლ მხატვარის სურათებზე, რომელმაც დედის ნაჩუქარი ხუთი ფერის საღებავით დაიწყო ხატვა, ბევრად უფრო ნაკლებად ლაპარაკობდნენ, ვიდრე მის შფოთიან აყალმაყალებზე. მაგრამ ზოგიერთი ადგილობრივი დუქნის მეპატრონე და ბაყალი სიამოვნებით იძენდნენ მის სურათებს გროშის ფასად ანდა ღვინის საფასურში იღებდნენ        ( ფიროსმანი არ მოგაგონათ? -ჟ.ე.).
ფრანსის კარკო იგონებს, თუ ერთი მათგანი, ვინმე ძია სულიე, რომელიც იაფფასიანი სურათებით ვაჭრობდა, როგორ ელოდა უტრილოს ყოველ დილით, როცა იგი მონმარტრიდან ჩამოდიოდა ნოტრ-დამის დასახატად, რათა მიეჩეჩებინათ მისთვის მუყაოს ნაჭერი, ერთი ტუბი მოთეთრო, ერთი ტუბი წითელი, ერთი ტუბი ლურჯი, ერთი ტუბი მწვანე საღებავი და ერთი ბოთლი სკიპიდარი. იგი თავის კეთილშობილურ ჟესტს ყოველთვის დააყოლებდა ხოლმე ერთსა და იმავე ფრაზას: „აჰა, ჩემო კეთილო, ეს შენთვის სავსებით საკმარისია შედევრის შესაქმნელად!“.
უტრილოს ცხოვრებაში მოდილიანთან შეხვედრა ერთი იშვიათი ბედნიერ შეთხვევათაგანი იყო და არც საკვირველია, რომ უტრილო, როგორც მონმარტრის ძველი მკვიდრი, მოდილიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგზური გახდა.“

მოგვიანებით უტრილო საგიჟეთშიც მოხვდა და გარკვეული პერიოდი იქ დაყო. სამწუხაროდ ამ პერიოდის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძიე, რადგან სრული ბიოგრაფია მხოლოდ ფრანგულენოვან საიტზეა და მე ფრანგული არ ვიცი :(

ტრადიციული ათეული:

და სემის თხოვნით ამ წერილს ასე დავასრულებ - "იდეალური ხარ მორის!!!.. "

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები