ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2010


Duellum

"მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ"

ბოლო სიგარეტს
მაჯაზე ვიწვავ,
საკუთარი მზერა
მაშინებს შენში,
ადამის მოდგმას
დუელში ვიწვევ,
დუელში ვიწვევ,
სამყაროს შეშლილს.

მინდა, რომ ახლა
ჩემს გვერდით იწვე
ცეცხლის ნთებით და
ვნებით დაღლილი.
ადამის მოდგმას
დუელში ვიწვევ,
დუელში ვიწვევ,
ტყვიადახლილი.

უცეცხლო ომებს
ვიგლოვებ ისევ
და ვნების ვაზნას
ბოლომდე გაცლი.
ადამის მოდგმას
დუელში ვიწვევ,
დუელში ვიწვევ,
სამყაროს, დაცლილს

სისხლით, სინდისით...
სამყაროს მისევ,
ისე, შენ თვითონ
არ იცი, რატომ.
ადამის მოდგმას
დუელში ვიწვევ,
დუელში ვიწვევ
მე ყველა ატომს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს