ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2008


უსუნთქვოდ

ჰორიზონტზე ვარ მიკრული მზერით,
სამყარო დროის მუჭში ეტევა,
გარდუვალია, ქვევით ან ზევით,
გზა - ვერტიკალურ კილომეტრებად.

დგას სიცოცხლე და საკუთარ ნებით
მამხნევებს. მე კი გულის შეტევა
დამმართეს წლებმა მოლოდინებით,
იქნებ, როგორმე შევძლო შეღწევა

უღრუბლობაში. მერე ქარიან
ძახილს ვისმენ და სპიდომეტრიან
სისხლძარღვებს ვიხსნი. გარდუვალია
სვლა ვერტიკალურ კილომეტრებად.

გამექცა სისხლი,
ჩამომწვდი ხელით,
შენ თუღა მიხსნი.
სულს ვეღარ ვშველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები