ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2010


მეგობრის მონოლოგიდან

მამა ფრონტიდან
დედას გულს უმაგრებდა!
- ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით.
- - -
/მამა ჯარისკაცი იყო/
არ მახსოვს, ბუნდოვნად
თითქოს ზურგს გვიმაგრებს ახლაც...
მეგობარი ჩრდილივით დაგვყვება!
შემოდგომის წვიმიან ამინდშიც კი -
გრძნობს დედა - მის სუნს.
- - -
არც სახლი... არც მიწა, არც სხვანაირად შეფერილი ზეცა!
„როგორ ჩავებღაუჭებოდი მშობლიურ სიმწვანეს -
რომ არასოდეს დამეთმო სხვისთვის“
იქ სულ სხვანაირად წვიმდა... თურმე!
და...
ახლა,
რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო... რომელიც
დედის დაღლილ ხმაში ჩარჩენილ მოგონებას ამოატივტივებს -
რითაც ვცდილობთ წარსული აღვიქვათ...
ხშირად ვხატავ!
თითქმის ყოველთვის მეწამულ ფერში...
ნაღვლიან ტილოს მამის სამკერდეს აკრავს დედა -
რომელსაც ჩურჩულით უყვება ჩვენზე.
- - -
მამა ახლაც ჯარისკაცია!
ჩვენ დიდები -
დედა ისევ ეფერება წარსულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები