ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაბულიკა
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2008


ჭეშმარიტება

ჭეშმარიტება...
         
ოდესღაც მეტრფოდი, ოდესღაც გიყვარდი,
მე სად ვიყავი? რა გითხრა არ ვიცი !
მიზეზი ერთია რომელსაც ვერ გეტყვი !
ნუთუ რომ მეთქვა აზრს შეიცვლიდი?

ეხლა კი პირიქით, პირიქით მე გეტრფი,
როგორც არადროს ან როგორც ზაფხულში.
მაგრამ ამაოდ, შენ გადაგიყვარდი,
მიმატოვე და დავრჩი ეული,
           
შენ არ გადარდებს ჩემი წუხილი
და არ გაწუხებს არც ჩემი დარდი
ეხლა კი მივხვდი - ღმერთი იმას სჯის
ვინც სიყვარულის ღირსი არ არის.

მხოლოდ შენ მყავდი, შენით ვცოცხლობდი
ცხოვრება ჩემი, შენ მოგიძღვენი,
ვერ დაგაფასე, ვერ შეგიკედლე
რატომ? - ვის ვკითხო,მე თვითონ არ ვიცი... 

უბრალოდ ერთს გეტყვი - მიყვარხარ ძალიან
ვერ გივიწყებ და ჩემი ბრალია?
გულს ვერ უბრძანებ ის სათუთია,
უკვე გათელე, მაგრამ შენია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები