ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნო-შპა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2010


უცხო სტუმარი

უცხო-კაც ვნახე ხეობას,
მაცქერალ წყნარად, დუმილით.
მივხედე, ხელიც ჩამოვართვ,
წესითა, ვინემ სურვილით.

ჩვენსა წავიყვან, სოფელსა,
სტუმარ-ხარ, დაღლილს ვუთხარი,
პურ-ღვინო გამოვაგებე,
თეთრი თაფლ ვასვი ფუტკარის.

რაღაიც მითხრა, უჩუმრად,
ვერ გავიგ მაგის ენაზედ,
არცა ქისტ იყო, არც დიდო,
სიტყვ მასწყდა ენის წვერაზედ.

თვალებში ვუცქერ, ვაკვირდებ,
სიცივე ვიგრზენ ვერანი,
უცნაურ ხმაიდ მამესმა,
უცნობის ხრიალ-ბგერანი.

მე მისი ენა არ მესმის,
თითქო დამიხშეს ყურია,
გავჩუმდი, თავი დავხარე,
ვერა ვცნობ ვისი ჯურია.

ღმერთი მაღალი ვახსენე,
იმას შევვედრე თავია,
გაფითრდა, არ მაეწონა,
თვალ-ბინდ მაედო შავია.

ახლა მივხვდ, როცა შავხედე,
გამამეცალა ღონია,
სიკვდილ მამდგარა კარზედა,
და მე-კი სტუმარ მგონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები