ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2008


ნუშები

შეაკრთო ბაღი დეკემბრის ქარმა,
ზამთარს პირველად შეხვდნენ ნერგები,
პირველად იგრძნეს ფიფქების ქარვა,
თოვლში პირველად ჩარგეს  ტერფები...

მწარედ ატირდნენ უსუსურები,
სიზმრად ახსოვდათ შორი ზაფხული,
თოვლს იგროვებდნენ მთების სურები
და შეთქმულება თვლემდა მზაკვრული...

ყინვამ რომ გული ვერ მოიჯერა,
მთიდან მოვარდა წყალი ხევებით,
ვერც ცივმა თოვლმა, ვერც დიდმა ჩქერმა
ვერ დაიმონეს სუსტი ხეები...

სადაც გაზაფხულს აპრილი ერთვის,
გულგაღეღილი დგანან ნუშები,
ყვავილებისკენ გაწვდილი მკერდით,
აფეთქებული,სველი ტუჩებით...


იუმორი

რა ემუქრება ლექსს და ნაციას?
დარატიანება
და
ყუბანიზაცია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები