 | ავტორი: სბდვალი ჟანრი: პოეზია 30 ივლისი, 2010 |
დღეს გასაოცრად ატირდა ზეცა, დღეს სხვანაირად აძგერდა გული, ჯილდოდ ცრემლები, რომ გადაეცა, სიმარტოვისგან, მას დადაგული.
დღეს გასაოცრად ყვავის რტოები, დღეს გასაოცრად აყვავდა ნუში, დახუნძლულია გრძნობით ტოტები, ტრფობამ ფესვები გაიდგა გულში.
დღეს სხვანაირად აინთო ზეცა, და სხვანაირად ღამდება ვხვდები, თავსაც მოიკლავს და იზამს მეტსაც, თუ უშენობით იმსხვრევა გზები.
და შენი თმები, როგორც მიმოზა, და ეგ თვალები, როგორც გიშერი, ჩემი რაობა რომ შეიმოსა, დაგეძებ, როგორც მგელი მშიერი.
ჩამოღამდება და უკუნეთი, ააზანზარებს ფიქრების დასტას, წამია ჩემთვის საუკუნეთი, თუ უშენობით გავცქერი ამ ცას,
მიიზლაზნება დროის ისარი, და მეზარება მე უშენობა, გულმა გახეთქა გულის ფიცარი, მან უშენობით დათმო შენობა.
გადაიხარა მზე დასავლეთით, ზღვის ტალღებს სხივი ეთამაშება, მე ვერ ავიღე შენსკენ ბილეთი, და ახლა დარდი მეთამაშება.
სადღაც არსებობს სამყარო ჩვენი, მას ჩვენს გარეშე მართავენ ახლა, ჩემგან მიიღე მცირედი ძღვენი. გულმა გრძნობები, რომ განაახლა.
დღეს უშენობით ინთება ზეცა, დღეს უშენობით ამოდის მთვარე, ოდნავ გრძნობები შენც გადმოგეცა, და მერე თუნდაც მწყენოდა რამე...
საბა დვალი 09.06.2010 13:35
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან მელოდიურია; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ძალიან მელოდიურია; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
6. გაიხარეთ, მადლობა დიდი :)))) გაიხარეთ, მადლობა დიდი :))))
4. გენაცვალე შენ გენაცვალე შენ
2. გულმა გახეთქა გულის ფიცარი, მან უშენობით დათმო შენობა. :) გულმა გახეთქა გულის ფიცარი, მან უშენობით დათმო შენობა. :)
1. მოკლედ ცოტა..
რითმები სუსტი.
+2 მოკლედ ცოტა..
რითმები სუსტი.
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|