ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
6 აგვისტო, 2010


ალენ გინზბერგის ლექსი: ნაგასაკის დღეები (ფანტაზია ყველასათვის).

გარეთ, ყუმბარებს პლუტონიუმის წვიმით მოურწყავთ ლოუერ ისტ-საიდი*.
სახლების ნაცვლად, რკინის ჩონჩხები დგანან მახინჯად.
უხმოდ ხრჩოლავენ დამწვარი მაღაზიები და
კანალიზაციის მყრალი წყლის  ოხშივარი,
მიიზლაზნება ზევით, მანჰეტენის ქუჩების თავახდილი ჭებიდან.

უდაბნოში მიმოფანტულან ადამიანები,
სადღაც მიცოცავენ, შიმშილისგან გათანგულები.
წყალი დაუშრიათ ყველგან, ცისფერ ლაზერებს, გამოტყორცნილს მარსელების ამო-ებიდან**.
ამაზონის ხასხასა პალმის ხეები,
დანახშირებულნი დგანან მდინარის გასწვრივ, ასობით მილზე.

                                                              1978 წლის 10 აგვისტო
-----
* - ლოუერ ისტ-საიდი (Lower East Side, also known as LES, L.E.S. and Loisaida), ნიუ-იორკის ერთ-ერთი ნაწილის, მანჰეტენის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უბანი (იხ. ფოტო ილუსტრაციებში). ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი მანჰეტენზე. ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც ”მუშათა უბანი”, სადაც აშშ-ში ახლად ჩამოსული ემიგრანტები სახლდებოდნენ. Lower East Side-ის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები იყვნენ/არიან იტალიელები, პოლონელები, ირლანდიელები, გერმანელები, პოლონელი და ლიტველი ებრაელები. დღეს, უბანში ძირითადად, პუერტო-რიკოელები, დომინიკანელები და ჩინელები ცხოვრობენ.
** - ამო: ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ინგლისური UFO (Unknown Flying Object) -ის ქართული შესატყვისი.

Nagasaki Days (Everybody's Fantasy) by Allen Ginsberg

I walked outside & the bomb'd
dropped lots of plutonium
all over the Lower East Side
There weren't any buildings left just
iron skeletons
groceries burned, potholes open to
stinking sewer waters

There were people starving and crawling
across the desert
the Martian UFOs with blue
Light destroyer rays
passed over and dried up all the
waters
Charred Amazon palmtrees for
hundreds of miles on both sides
of the river.
                                                      August 10, 1978



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს