ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნო-შპა
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2010


უმთვარო ღამე

ღამის პირს, ჩუმი საღამო,
მთა-ხევებს ემშვიდობება,
შავღელეც ჩაჩუმებულა,
არ ისმის მისი გოდება.

ცისა და მიწის საზღვარი,
თეთრ-ყინულ ცისფერციანი,
წაიშალ, ვეღარა მოსჩანს,
ფოთლებ-ბალახნი, ცვრიანი.

ღმერთის ნახატი სამყარო,
დღე-ჭრელი, ფერებიანი,
გაიქრო, ბინდმა შაშჭამა,
ლურჯი ცა, ძერებიანი.

არა სჩანს ვარსკლავთ ციალი,
არცა ვერცხლისგულ მნათობი,
შავად შაიფერ ქვეყანა,
ღამე დგას, ნათლის ჩამქრობი.

ჩრდილები შავ-ცას შეერწყმენ,
შავით დაფარეს საგანნი,
დღე დაავიწყეს სამყაროს,
გადააფარეს საბანი.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები