ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე ლორია
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2010


მინიატურები



***
ნიკოს ოქროსფერი კულულები მზეზე ბრჭყვიალებდა.ქარიც დაქროდა. ნიკო ცდილობდა საფლავიდან საფლავზე მოფრთხიალე ჩიტს დასწეოდა.ჩიტი კიდე ბიჭის ასადევნებლად უფრო შორს მიფრინავდა. გურიმ ცალი ხელით აიტაცა შვილი და მანქანაში შეაგდო.
–დღეს ცუდად მოიქეცი!– უთხრა და კარი მიუჯახუნა.
ნიკო ატირდა. ჩიტმა ნიკოს ფრთები დაუქნია და ცაში აიჭრა იმის იმედით: სხვა თავისიანს იპოვნიდა .

მარო
      ფანჯარა გახსნა მარიამმა. შემცივდა. საბანი შემოვიკარი. უცნაურად მუსიკალური დილა იყო ჩიტებით და ერთი ამბით. მარიამმა მაგრად მაკოცა. ალბათ თავისდა უნებურად თქვა:
    –რა საყვარელი დაიკო მყავს.
    გამაჟრჟოლა...


                                        ერთი,ორი,სამი...
    ვარჯიშს მორჩნენ თუ არა ავთომ დაიღრიალა და ბავშვები კოტეჯებისკენ გაიქცნენ.მეორე დღეს დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი გველეთიდან გერგეთის სამებამდე ფეხით.  უფროსების კოცონთან გადაინაცვლა ავთომ, გათბა... ბევრი იმღერეს და იცეკვეს....ფრემბურთიც ითამაშეს. ვეტერანები ახალგაზრდებზე თამაშობდნენ და აგებდნენ... კოტეჯების ფანჯრებიდან ბავშვები იჭყიტებოდნენ. როგორციქნა ყველამ დაიძინა, მალევე გათენდა. ბევრი იარეს, არავის დაუწუწუნია. ორ მთას შუა მოქცეული ეკლესია ულამაზესი იყო.  უხაროდათ ყაზბეგელებს. უბრწყინავდათ თვალები.... ვანო პაპა მინდორს ცელავდა, ყველას გერგეთობას ულოცავდა. ისიც ყაზბეგელი იყო...
   


                                              განწყობა
უზარმაზარ სათვალიანმა ბაბუმ ჩაის უზარმაზარ ჩიქაში ჩაყრილი უბევრესი შაქარი ჩაის შერწყა და დაეწაფა. ძაღლმა აზედა, დახედა, გაწუწული ყურები გააპარტყუნა და გამატბობლის გვერდით თავის ადგილს დაუბრუნდა. წვიმდა.... ბავშვი სკოლისაკენ მიდიოდა........


                              მოკლეფეხება ანგელოზი
  ყველა ანგელოზი მოკლეფეხება კი არაა, მარტო რჩეულებს, ანუ, დიდფრტიანებს აქვთ მოკლე ფეხები.აბა ფეხებიც რომ გრძელი ქონდეთ და ფრთებიც საერთოდ ვეღარ გაფრინდებოდნენ...
                                     
                                      მე მახსენდება
  დილას ძალიან ადრე გვაღვიძებდნენ ბოროტი უფროსები. მერე ერთად მივდიოდით, თერგს გავცქეროდით.ჩქაფუნებდა... გეგონება დილის შვიდ საათზე გავირუჯებოდით ისეთი გულმოდგინებით აგვეპყრო სახეები ცისკენ. ცაზე კიდე მზის მაგივრად არწივები დანავარდობდნენ.
                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები